სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო
სტრეპტოკოკული ინფექცია იწვევს სხვადასხვა მოძრაობით აშლილობას. ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი არ არის სტრეპტოკოკული ეტიოლოგიისათვის დამახასიათებელი?
რომელი დებულება შეესაბამება ლეიკოდისტროფიის განმარტებას?
ქვემოთჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი არ მიეკუთვნება კლასიკურ ლეიკოდისტროფიებს?
რომელი პათოლოგიისათვის არის დამახასიათებელი განვითარების შეფერხება, რეზისტენტული გულყრები ადრეული ჩვილობიდან, მაგნიტურრეზონანსული კვლევით ლეიკოდისტროფია, კალციფიკატები და საფეთქლის ცისტები?
16 წლის ვაჟს ერთი კვირის განმავლობაში აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, დიარეა, კუნთების ტკივილი და სისუსტე. ნევროლოგიური გასინჯვისას კუნთები პალპატორულად მგრძნობიარეა, თუმცა ძალის დეფიციტი არ ვლინდება. სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ეოზინოფილია. რა დიაგნოზი შეესაბამება აღნიშნულ მდგოამრეობას?
15 წლის გოგონას ერთი კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა გრიპის მაგვარი მდგომარეობა მაღალი ტემპერატურით. რამდენიმე დღის შემდეგ მწვავედ განუვითარდა პროგრესირებადი აღმავალი მოტორული სისუსტე, რომლის ფონზეც საჭირო გახდა პაციენტის ინტუბაცია და ხელოვნური ვენტილაცია. ნევროლოგიური გასინჯვით გამოვლინდა მოტორული დეფიციტი. ლიქვორში აღმოჩნდა ოდნავ მომატებული ცილა, გლუკოზა – ნორმაში, უჯრედები – არ იყო მომატებული. სავარაუდო დიაგნოზია:
14 წლის ბიჭს აღენიშნება გაორება და ფტოზი უპირატესად დღის მეორე ნახევარში. იგი ასევე აღნიშნავს ღეჭვის გაძნელებას. ნევროლოგიური გასინჯვით გამოვლინდა ძალის დეფიციტის მატება დატვირთვის შემდეგ. რომელი ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა მიზანშეწონილი დიაგნოზის დაზუსტებისთვის?
10 წლის გოგონა უჩივის კუნთთა სისუსტეს ადრეული ბავშვობის ასაკიდან, რომელიც არ უარესდება. გოგონა გადაადგილდება დახმარების გარეშე, მაგრამ ძალისმიერ აქტივობებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია. გასინჯვისას ვლინდება პროქსიმალური ჯგუფის კუნთების სისუსტე. პალპატორულად კუნთების ტკივილი არ არის. კრეატინკინაზა ნორმაშია. კუნთის ბიოფსიით აღმოჩენილი იქნა სარკოპლაზმური ჩანართები. რომელი დაავადება შეესაბამება აღნიშნულ მდგომარეობას?
7 წლის ბიჭი ერთი წელია უჩივის სიარულის გაძნელებას (თუმცა დადის დამოუკიდებლად), ყლაპვის და ხველის გაძნელებას. ნევროლოგიური გასინჯვით აღენიშნება ჰიპორეფლექსია, ჰიპოტონია, სისუსტე უფრო მეტად ქვედა კიდურებში, ბაბინსკის პათოლოგიური ნიშანი არ იწვევა. ლაბორატორიული კვლევებით: სისხლში კრეატინკინაზა ნორმაშია. ელექტრომიოგრაფიულად გამოვლინდა ნეიროგენული ჩანაწერი. სავარაუდო დიაგნოზია:
დუშენის დისტროფია გვხვდება:
თანდაყოლილი სტრუქტურული მიოპათიების დროს სიკვდილის მიზეზია:
ულრიხის თანდაყოლილი კუნთოვანი დისტროფიის დროს სიკვდილი ვითარდება:
კრანიული რადიაციით გამოწვეული სინდრომებისთვის სწორი დებულებაა:
აუტისტური სპექტრის აშლილობებს არ მიეკუთვნება:
რეტის სინდრომს ახასიათებს:
აუტისტური სპექტრის აშლილობების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს მიეკუთვნება:
სელექციურად სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორია:
რომელია სწორი დებულება ობსესიურ–კომპულსიური აშლილობებისთვის?
6 წლის ბიჭს, უკანასკნელი 18 თვეა აღენიშნება თავის ტკივილი, ძირითადად შუბლის არეში, რომელსაც ხშირად ახლავს გულისრევისა და ღებინების ეპიზოდები, წონასწორობის მოშლა და თავბრუ. შეტევა ვლინდება 2-3 ჯერ თვეში და გრძელდება რამდენიმე წუთის განმავლობაში. თავის ტვინის მრტ კვლევით ორგანული პათოლოგიის არსებობა გამოირიცხა. რომელი ტიპის შაკიკია სავარაუდო?
15 წლის გოგონას, 11 წლის ასაკიდან დაეწყო თავის ტკივილის შეტევები სიხშირით 3-4 ეპიზოდი თვეში, ძირითადად თვალბუდისა და ფრონტალურ არეებში. ტკივილი უნილატერალურია, დაწყების წინ პერიოდულად აღენიშნება მხედველობითი დარღვევები: გამოსახულების გაბუნდოვნება და თეთრი ზიგზაგები. შეტევის დაწყებას ყოველთვის ახლავს გულისრევის შეგრძნება და მხოლოდ ერთხელ იყო ღებინების ეპიზოდი. რომელი ტიპის შაკიკია სავარაუდო?