სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო ონკოლოგია
30 წლის მამაკაცი უჩივის მოხრჩობის შეგრძნებას, სხეულის ზედა ნახევრის შეშუპებას, გახშირებულ გულისცემას. გასინჯვისას გადიდებულია კისრის, ლავიწზედა ფოსოს და იღლიის ლიმფური კვანძები. რომლებიც შეამჩნია 1,5 წლის წინათ. ისინი თანდათან მატულობდნენ ზომაში, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულ ჩივილებს არ იწვევდნენ. 2 თვის წინ განვითარდა ქავილი და ოფლიანობა კისერზე საყელოსმაგვარად. სავარაუდო დიაგნოზია
ფილტვის მედიასტინური ფორმის გავრცელების კიბოს დროს მკურნალობის ოპტიმალური მეთოდია
ფილტვში არსებული ჰამარტომების დროს სავარაუდო პარაკლინიკური მონაცემებია
არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს რადიკალური მკურნალობის მეთოდია: 1) ქირურგიული, 2) სხივური, 3) ქიმიოთერაპიული, 4) ქიმიოსხივური, 5) ლაზეროთერაპია. სწორია :
55 წლის მამაკაცს განუვითარდა სისუსტე, ოფლიანობა ღამით, ტკივილები გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ხველება მცირე ნახველით. ნახველში ორჯერ იყო ნანახი სისხლიანი მინარევი. წონაში დაიკლო 12 კგ. სავარაუდო დიაგნოზია
პენკოსტას კიბოს უწოდებენ 1) ფილტვის ზემო წილის ცენტრალურ კიბოს, 2) პერიფერიული ფილტვის კიბოს ღრუ ფორმას ლოკალიზაციისაგან დამოუკიდებლად, 3) ფილტვის მწვერვალის პერიფერიულ კიბოს, 4) ფილტვის ქვედა წილის პერიფერიულ კიბოს, 5) პერიბრონქულ კიბოს, სწორია :
რომელი ჰისტოლოგიური ფორმის ფილტვის კიბო გვხვდება ყველაზე ხშირად? 1) ბრტყელუჯრედოვანი, 2) მსხვილუჯრედოვანი, 3) ადენოკარცინომა, 4) წვრილუჯრედოვანი, 5) თითისტარაუჯრედოვანი. სწორია :
ფილტვის კიბოს დროს რეგიონული ლიმფური კვანძებია: 1) ბრონქოპულმონური, 2) ტრაქეობრონქული, 3) ლავიწზედა, 4) კისრის, 5) წინა და უკანა შუასაყრის. სწორია :
ფილტვის კიბოს მომატებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნება: 1) ხანგრძლივად და ბევრის მწეველები, 2) ავადმყოფები ქრონიკული ბრონქიტით, 3) პირები, ვისაც კონტაქტი აქვთ ასბესტთან, 4) პირები, ვისაც ხანგრძლივად კონტაქტი აქვთ ქრომთან, ნიკელთან (და მათ შენაერთებთან). სწორია :
ფილტვის კიბოს რომელი ჰისტოლოგიური ვარიანტი იძლევა ყველაზე ხშირად მეტასტაზებს? 1) ბრტყელუჯრედოვანი, 2) წვრილუჯრედოვანი, 3) ადენოკარცინომა, 4) მსხვილუჯრედოვანი, 5) გარდამავალუჯრედოვანი. სწორია :
ჩამოთვლილი ორგანოებიდან რომელში იძლევა ფილტვის კიბო ყველაზე ხშირად მეტასტაზებს: 1) ელენთაში, 2) კუჭში, 3) თავის ტვინში, 4) მსხვილ ნაწლავში, 5) თირკმელში. სწორია :
ენდოკრინული პარანეოპლაზიური სინდრომები ყველაზე ხშირად ვლინდება ფილტვის 1) ბრტყელუჯრედოვანი კიბოს დროს, 2) ადენოკარცინომის დროს, 3) წვრილუჯრედოვანი კიბოს დროს, 4) ბრონქოალვეოლური კიბოს დროს. სწორია :
ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს დროს, ქიმიოთერაპიის ან ქიმიოსხივური თერაპიის შემდეგ თავის ტვინის პროფილაქტიკური დასხივება ნაჩვენებია: 1) ნაწილობრივი ეფექტის დროს (ფილტვში სიმსივნის ზომების შემცირება), 2) სრული ეფექტის დროს (ფილტვიდან სიმსივნური პროცესის სრული ალაგება), 3) პროცესის სტაბილიზაციის დროს, 4) დაავადების პროგრესირების დროს. სწორია :
შუასაყრის ავთვისებიანი სიმსივნეებისათვის დამახასიათებელია: 1) სწრაფი ზრდა, 2) ნელი ზრდა, 3) სწრაფი მეტასტაზირება, 4) იშვიათი და ნელი მეტასტაზირება, 5) მიმდებარე სტრუქტურების ინფილტრაცია, 6) ექსპანსიური ზრდა. სწორია :
რენტგენოლოგიური გამოკვლევით ავადმყოფს დაუდგინდა შუასაყრის სიმსივნე. როგორი ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ? 1) დინამიური დაკვირვება, 2) ანთებისსაწინააღმდეგო და ზოგადგამამაგრებელი მკურნალობა, 3) სპეციალიზირებულ კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია გაღრმავებული გამოკვლევებისა და ოპერაციული მკურნალობისათვის, 4) სხივური თერაპია, 5) ქიმიოთერაპია. სწორია :
შუასაყრის კეთილთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა 1) ქირურგიულია, 2) სხივურია, 3) ქიმიოთერაპიულია, 4) კომბინირებულია, 5) კომპლექსურია. სწორია :
შუასაყრიდან კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა გამართლებულია 1) მალიგნიზაციის საშიშროების გამო, 2) ზემო ღრუ ვენის სინდრომის განვითარების საშიშროების გამო, 3) სიცოცხლისათვის საშიში სხვა გართულებების საშიშროების გამო. სწორია :
შუასაყრის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს სხივური თერაპია გამოიყენება: 1) როგორც დამოუკიდებელი მეთოდი, 2) ქირურგიულ მეთოდთან კომბინაციაში, 3) ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. სწორია :
მიასთენია გვხვდება: 1) თიმომის დროს, 2) შუასაყრის ფიბრომის დროს, 3) შუასაყრის განგლიონევრომის დროს, 4) შუასაყრის ლიმფომის დროს. სწორია :
რომელი პირველადი სიმსივნეები გვხვდება თიმუსში ?