სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო ონკოლოგია
როტერის ლიმფური კვანძი არის : 1) ლავიწქვედა ლიმფური კვანძები, 2) ლავიწზედა ლიმფური კვანძები, 3) მკერდის შიგნითა ლიმფური კვანძები (დიდ და მცირე კუნთებს შორის), 4) იღლიის ლიმფური კვანძები, 5) პარასტერნალური ლიმფური კვანძები.
ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებებია სწორი მასტოპათიის შესახებ: 1) ჩვეულებრივ მასტოპათია ვლინდება 18-40 წლის ასაკში, 2) მასტოპათიის დროს კიბოს აღმოცენების რისკი მატულობს, 3) მასტოპათიის დროს პალპირებადი ბილატერალური წარმონაქმნები მენსტრუალური ოვარიული ციკლის დროს იცვლიან კონსისტენციას
ძუძუს კიბოსათვის სპეციფიკური სიმსივნური მარკერია: 1) CEA, 2) Ca - 15-3, 3) PSA, 4) ქორიონული გონადოტროპინი, 5) ,-FP, 6) CA - 19-9. სწორია :
ავადმყოფს უდგინდება ძუძუს ზედა ლატერალურ კვადრანტში 1,5 სმ ზომის სიმსივნის არსებობა, იღლიაში აღინიშნება 2 მოძრავი, მეტასტაზური კვანძი. სხვა ცვლილებები არ არის. რომელი სტადიისაა სიმსივნე
ავადმყოფს ძუძუში უდგინდება 6 სმ ზომის სიმსივნის არსებობა, რომელიც არ არის ჩაზრდილი ძუძუს ირგვლივმდებარე ქსოვილებში. რეგიონული მეტასტაზები არ არის. რომელი სტადიისაა სიმსივნე
ავადმყოფს უდგინდება ძუძუს სიმსივნე, რომელიც ჩაზრდილია ირგვლივმდებარე ქსოვილებში (კანში, ფასციაში, კუნთში). რეგიონული მეტასტაზები არ არის. რომელის სტადიისაა სიმსივნე
ავადმყოფს უდგინდება ძუძუს სიმსივნე ირგვლივმდებარე ქსოვილებში ჩაზრდით, მეტასტაზებით იღლიისა და ლავიწქვედა ფოსოში. რომელი სტადიისაა სიმსივნე
ავადმყოფს უდგინდება ძუძუს კიბო მისი ტოტალური შეშუპებით. რეგიონული მეტასტაზები არ არის. რომელი სტადიისაა სიმსივნე
ავადმყოფს უდგინდება ძუძუს კიბო კონტრალატერალური ლიმფური კვანძების დაზიანებით. რომელი სტადიისაა სიმსივნე
ძუძუს კიბო ჩვეულებრივ ვითარდება: 1) სადინარის ეპითელიუმიდან, 2) ალვეოლებიდან, 3) ცხიმოვანი ქსოვილიდან, 4) კუპერის იოგებიდან. სწორია :
ძუძუს კიბო ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხშირად იძლევა მეტასტაზებს 1) შუასაყარში, 2) ძვლებში, 3) თირკმელში, 4) თირკმელზედა ჯირკვალში. სწორია :
ძუძუს კიბოიან ავადმყოფს აწუხებს წელის ტკივილი. რენტგენოლოგიურად დადგენილია წელის მე-4-5 მალების დესტრუქცია. რომელი სტადიისა დაავადება 1) I, 2) IIბ, 3) IIIა, 4) IIIბ, 5) IV. სწორია :
საქართველოში ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში რომელ ადგილზეა ძუძუს კიბო 1) პირველი, 2) მეორე, 3) მესამე, 4) მეოთხე, 5) მეშვიდე. სწორია :
ძუძუს კიბოს განვითარების რისკი არა აქვთ მომატებული ქალებს 1) საკვერცხეების ფოლიკულური კისტებით, 2) სასქესო და შვილოსნობის ფუნქციის დარღვევით, 3) შაქრიანი დიაბეტით, სიმსუქნითა და ჰიპერტონული დაავადებით, 4) მრავალი მშობიარობით, 5) გვიანი პირველი მშობიარობით. სწორია :
ძუძუში ტკივილი დამახასიათებელია 1) ძუძუს კისტასათვის, 2) მინცის დაავადებისათვის, 3) ფიბროადენომისათვის, 4) ძუძუს კიბოსათვის, 5) დიფუზური მასტოპათიისათვის. სწორია :
რა ეწოდება მამაკაცების მკერდის ჯირკვლების დაავადებას, რომლისათვისაც დამახასიათებელია ეპითელიუმის პროლიფერაცია და დვრილებისა და არეოლების გადიდება: 1) ადენოზი, 2) გინეკომასტია, 3) მასტროპათია, 4) კიბო, 5) მამაკაცებში ასეთი დაავადება არ არსებობს. სწორია :
ავადმყოფს, რომელსაც ორივე ძუძუში ესინჯება მრავლობითი მკვრივი კვანძები ესაჭიროება : 1) ფლუოროგრაფია, 2) მამოგრაფია, 3) დუქტოგრაფია, 4) თერმოგრაფია, 5) ექოგრაფია. სწორია :
ძუძუში კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება: 1) ლიპომა, 2) ფიბრომა, 3) ადენომა, 4) ფიბროადენომა, 5) ფიბრომიომა. სწორია :
რა თვისებებით ხასიათდება ფიბროადენომა: 1) მრგვალი ფორმით, 2) ინფილტრაციული ზრდით მეტასტაზების გარეშე, 3) ექსპანსიური ზრდით, 4) ტკივილით პალპაციის დროს, 5) გვიანი მეტასტაზირებით. სწორია :
ძუძუს კიბოს ყველაზე ხშირი კლინიკური ფორმაა: 1) მასტიტისებური, 2) ჯავშანიანი, 3) შეშუპებით-ინფილტრაციული, 4) პეჯეტის კიბო, 5) კვანძოვანი ფორმა. სწორია :