QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 3 › ბიოქიმია · შეცდომებზე მუშაობა

ბიოქიმია

889 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

261

რომელი სასიგნალო მოლეკულის სამიზნე უჯრედის რეცეპტორს ახასიათებს მაღალი აფინურობა ლიგანდის მიმართ?

262

ჩამოთვლილთაგან, რომელ სასიგნალო მოლეკულას არ შეუძლია გადალახოს უჯრედის პლაზმური მემბრანა?

263

ჩამოთვლილთაგან, რომელია ლიპიდური მეორადი მესენჯერი?

264

რომელი ფერმენტები აკატალიზებენ ცილების ფოსფორილირებას სიგნალის უჯრედშიდა ტრანსდუქციის გზებში?

265

რა იგულისხმება დესენსიტიზაციის ქვეშ?

266

G ცილის ციკლის აღწერისათვის რომელ დებულებას ეთანხმებით?

267

რა უდევს საფუძვლად ნიტროგლიცერინის ანტიანგინოზურ მოქმედებას?

268

სისხლძარღვთა რელაქსაციის წამყვანი მეორადი მესენჯერია:

269

რა ეწოდება უჯრედშორის სიგნალის ტრანსდუქციის ტიპს, როცა ერთ უჯრედს მეორესთან კონტაქტი შეუძლია დიდ დისტანციაზე?

270

რომელი დებულებაა ჭეშმარიტი უჯრედშიდა რეცეპტორების შესახებ?

271

მემბრანული რეცეპტორების შესახებ სწორი დებულებაა:

272

რომელი დებულება ეწინააღმდეგება ცილის ფოსფორილებაზე დამყარებულ სიგნალის ტრანსდუქციის გზას?

273

როგორ ხორციელდება სიგნალის ტრანსდუქციის ტერმინაცია უჯრედის ზედაპირის რეცეპტორების მეშვეობით?

274

რას წარმოადგენს კალმოდულინი?

275

G-ცილასთან დაკავშირებული რომელი მტკიცებაა მართებული?

276

მეორად მესენჯერებს მიეკუთვნება:

277

რომელი ამინომჟავების რადიკალების ფოსფორილირება ხდება პროტეინკინაზურ კასკადში?

278

რომელი ამინომჟავას რადიკალის ფოსფორილირება ხდება პროტეინკინაზურ კასკადში?

279

სიგნალის ტრანსდუქციის ტერმინაციის მექანიზმში არ იგულისხმება:

280

ტიროზინკინაზური რეცეპტორებისათვის არ არის დამახასიათებელი:

განმარტებები