QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 3 › ბიოქიმია · შეცდომებზე მუშაობა

ბიოქიმია

889 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

661

რომელი მდგომარეობა უწყობს ხელს ჰიპერგლიკემიის განვითარებას?

662

ინსულინი/გლუკაგონის დაბალი ფარდობა ასტიმულირებს:

663

ფიზიოლოგიურ პირობებში კვების შედეგად ვითარდება ჰიპერგლიკემია. კვებიდან დაახლოებით რა დროის შემდეგ უბრუნდება გლუკოზას დონე ნორმალურ მაჩვენებელს?

664

რომელი ფერმენტების წყვილი მიეკუთვნება იზოზიმებს?

665

რომელი გარდაქმნაა გლუკონეოგენეზური?

666

რას უკავშირდება ჰიპოგლიკემიის განვითარება ალკოჰოლიკებში?

667

გამოსაკვლევ პირს უტარებენ ლაქტოზათი დატვირთვის ტესტს. რა ცვლილებები აღენიშნება მას სისხლში 60 წT-ის შემდეგ ლაქტაზას უკმარისობის შემთხვევაში?

668

რა განაპირობებს NADPH/NADP+ მაღალ დონეს უჯრედში?

669

რომელი ფერმენტის დეფიციტია ჰემოლიზური ანემიის განმაპირობებელი?

670

ბალანსი გლიკოლიზსა და პენტოზაფოსფატურ გზას შორის რომელ ქსოვილშია გადახრილი გლიკოლიზისაკენ?

671

ფერმენტ ენოლაზას სუბსტრატია:

672

რომელი დებულება აღწერს მართებულად გლიკოგენის დაშლის პროცესს ?

673

რომელი ფერმენტი არ მონაწილეობს გლიკოგენის სინთეზში?

674

რომელი ფერმენტი მონაწილეობს გლიკოგენოლიზში?

675

რომელი დებულებაა [არასწორი] გლიცეროფოსფატური მაქოსებრი მექანიზმისათვის?

676

უჯრედის რომელ კომპარტმენტშია ლოკალიზებული გლიკოლიზის პროცესი?

677

რომელი ნუკლეოტიდფოსფატი მონაწილეობს გლიკოგენის სინთეზში?

678

გლიცერალდეჰიდ-3-ფოსფატდეჰიდროგენაზას კოფერმენტია:

679

რომელ რეაქციას აკატალიზებს პირუვატკინაზა?

680

რამდენი ATP წარმოიქმნება გლუკოზას აერობული დაჟანგვის პირობებში?

განმარტებები