სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 4 › გენეტიკა II · შეცდომებზე მუშაობა
გენეტიკა II
აღნიშნეთ ჰანტერის სინდრომის დამემკვიდრების ტიპი:
აღნიშნეთ ჰურლერის დაავადების დამემკვიდრების ტიპი:
რა გენეტიკური ფენომენი ვლინდება ზოგჯერ ჰანტერის და ჰარლერის სინდრომების მქონე ინდივიდთა ურთიერთქმედების შედეგად?
რა არის ალელთა კომპლემენტაციის შედეგი?
რა უწოდეს ჰანტერის და ჰარლერის სინდრომებს დამახასიათებელი სახის ფენოტიპის გამო?
რომელი დაავადების დროს უფრო მძიმეა ბავშვის გონებრივი ჩამორჩენა?
ჩამოთვლილიდან, დეპონირების რომელ გენეტიკური დაავადებისთვისაა დამახასიათებელი დაბადებიდან 4 _ 6 თვის შემდეგ პროგრესული ნევროლოგიური დარღვევები; სიბრმავე და მძიმე კლინიკური მიმდინარეობა?
ჩამოთვლილიდან დეპონირების რომელი გენეტიკური დაავადების დროს იღუპებიან ავადმყოფები ძირითადად ორი_ოთხი წლის ასაკში?
გენეტიკური მკურნალობის რომელი მეთოდის წინაპირობა გახდა აღმოჩენა, რომ მუტანტური უჯრედები უჯრედგარე სივრციდან შეითვისებენ მათთვის დეფიციტურ ლიზოსომურ ფერმენტს:
კისტური ფიბროზის დროს ეპითელური ქსოვილის უჯრედების აპიკალურ მემბრანაში რომელი ელექტროლიტების გამტარი არხი არის დაზიანებული?
კისტური ფიბროზის დროს რომელი ქსოვილის უჯრედების აპიკალურ მემბრანაში არის დაზიანებული სითხისა და ელექტროლიტების გამტარი არხი?
რომელ ბიოარეში ხდება კისტური ფიბროზის მთავარი სადიაგნოსტიკო ნიშნის - ნატრიუმისა და ქლორიდის განსაზღვრა?
რომელი დაავადების დიაგნოზის დადგენა არის შესაძლებელი ოფლში ნატრიუმის და ქლორიდის იონების კონცენტრაციის განსაზღვრით?
რომელი დაავადების დროს ვითარდება პათოლოგიური პროცესი უპირველესად ფილტვებსა და პანკრეასში?
კისტური ფიბროზის დროს რომელი ფაქტორია რესპირატორული პრობლემების გამომწვევი ძირითადი მიზეზი?
ეპითელური ქსოვილის უჯრედების აპიკალურ მემბრანაში რომელი ნივთიერების ტრანსპორტის დარღვევა არის კისტური ფიბროზის პათფიზიოლოგიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი?
რომელი მეთოდით ხდება კისტური ფიბროზის გამომწვევ გენში წარმოქმნილი მუტაციის დადგენა?
ჩამოთვლილიდან, რომელი კლინიკური ნიშანი წარმოადგენს კისტური ფიბროზის ფენოტიპურ გამოვლინებას?
ჩამოთვლილიდან, რომელი დაავადების კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს ოფლში ნატრიუმისა და ქლორიდების სიჭარბე და ზრდის შეფერხება?
რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ფილტვებში ნატრიუმის გაძლიერებული ადსორბცია?