QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 4 › გენეტიკა II · შეცდომებზე მუშაობა

გენეტიკა II

773 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

441

გენეტიკური დაავადებების მკურნალობის დროს რატომ ენიჭება უპირატესობა კვების რაციონის შეზღუდვას?

442

გენეტიკური დაავადებების მკურნალობის რომელი მეთოდია ყველაზე რთული, ხანგრძლივი და დამქანცველი?

443

რა ეწოდება მემკვიდრული დაავადებების დროს ძირითადი მეტაბოლიტების, კოფაქტორების ან ჰორმონების მიწოდებით მკურნალობას?

444

რა ეწოდება საზიანო მეტაბოლიტების კონცენტრაციის შემცირებისათვის ალტერნატული მეტაბოლური გზის გამოყენებას?

445

რომელი ნივთიერების დონეს ამცირებს ნაღვლის მჟავას სინთეზი, როგორც მეტაბოლიზმის ალტერნატული გზა?

446

ჩამოთვლილთაგან რომელი მცირე ზომის მოლეკულები გამოიყენება მუტანტური ცილის ფუნქციის გასაძლიერებლად?

447

ჰომოცისტინურიის შემთხვევაში ჩამოთვლილთაგან, რომელი მცირე ზომის მოლეკულების მიწოდების შემდეგ არის შესაძლებელი ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება?

448

მუტანტური ცილის დეფექტის გამოსწორება ხშირად შესაძლებელია სწორი ფოლდინგის მეშვეობით. ჩამოთვლილთაგან ამ მიზნით რომელ მცირე ზომის მოლეკულებს გამოიყენებენ?

449

კისტური ფიბროზის გამომწვევი მუტანტური ცილის სწორი ფოლდინგის მისაღწევად რომელი მცირე ზომის მოლეკულები გამოიყენება?

450

ჩამოთვლილთაგან, რომელი მოლეკულები აძლიერებენ პოლიპეპტიდის დახვევას?

451

ჩამოთვლილთაგან, რომელ საიტს გამოტოვებს მცირე ზომის მოლეკულების ზემოქმედებით ცილის მასინთეზებელი აპარატი?

452

ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებიდან რომელი უზრუნველყოფს ცილის მასინთეზებელი აპარატის მიერ ნაადრევი სტოპ-კოდონის გამოტოვებას?

453

ჩამოთვლილთაგან, რომელი მეტაბოლური გენეტიკური დაავადებაა მგრძნობიარე ვიტამინის მოქმედების მიმართ?

454

რომელი გენეტიკური დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი ცილის დამატებითი მიწოდების მეთოდით?

455

მემკვიდრული დაავადების მკურნალობის რომელი მეთოდის დროს არის პაციენტის იმუნოდეფიციტის ან ჰეპატიტის ვირუსით დასნებოვნების მაღალი რისკი?

456

სად უნდა ფუნქციონირებდეს დეფექტური ცილა, რომ შესაძლებელი იყოს მის მიერ გამოწვეული გენეტიკური დაავადების კორექცია ცილის დამატებითი მიწოდებით?

457

მკურნალობის რომელი სტრატეგია გამოიყენება ჰემოქრომატოზით დაავადებული პაციენტებისათვის?

458

ჰემოქრომატოზი ვლინდება ორივე სქესის ინდივიდებში, მაგრამ სიხშირისა და სიმძიმის მიხედვით მამაკაცების დაავადებად ითვლება. ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი წარმოადგენს ამ ფენომენის მიზეზს?

459

რომელი ლოკუსიდან არის შესაძლებელი გენის ექსპრესიის გაზრდა?

460

რომელი გენეტიკური დაავადების დროს არის შესაძლებელი მუტაციის შედეგის კომპენსაცია დაუზიანებელი გენის ექსპრესიის გაზრდით?

განმარტებები