QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 4 › გენეტიკა II · შეცდომებზე მუშაობა

გენეტიკა II

773 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

741

მიუთითეთ, რომელი გენები იწვევს სიმსივნის განვითარების ბლოკირებას უჯრედული ციკლის საკონტროლო_გამშვებ უბანში:

742

ჩამოთვლილთაგან, რომელი გენები აკოდირებენ უჯრედული ციკლის საკონტროლო გამშვები უბნის მრავალგვარ რეგულატორებს ?

743

ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ონკომირებს

744

ჩამოთვლილთაგან რომელი სინდრომისთვის არის დამახასიათებელი მამისეული მე-15 ქრომოსომის (15Q11Q13) გრძელი მხრის პროქსიმალური უბნის დელეცია?

745

ჩამოთვლილთაგან რომელი სინდრომისთვის არის დამახასიათებელი დედისეული მე-15 ქრომოსომის (15Q11Q13) გრძელი მხრის პროქსიმალური უბნის დელეცია?

746

შემთხვევას, როდესაც ინდივიდს აქვს ორი ციტოგენეტიკურად ნორმალური სტრუქტურის აუტოსომური ქრომოსომა და ორივე მიღებულია ერთი მშობლისგან, ეწოდება:

747

ერთი მშობლისაგან მიღებული ორი ქრომოსომის შემცველი დისომიური უჯრედების ხაზს, როცა ორი ქრომოსომა ერთმანეთის იდენტურია, ეწოდება:

748

ერთი მშობლისაგან მიღებული ორი ქრომოსომის შემცველი დისომიური უჯრედების ხაზს, როცა ორი ქრომოსომა ერთმანეთის ჰომოლოგია, ეწოდება:

749

პრადერ-ვილის სინდრომით დაავადებულ ინდივიდთა რამდენ პროცენტში გამოვლინდება უნიპარენტული დისომია?

750

პათოლოგიას, რომლის დროსაც ერთი X,23 სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს უბირთვო კვერცხუჯრედს და შემდგომში სპერმატოზოიდის ქრომოსომები ორმაგდებიან, ეწოდება:

751

პათოლოგიას, რომელიც ვითარდება მხოლოდ დედისეული ქრომოსომების შემცველი 46,XX უჯრედებიდან, ეწოდება:

752

პათოლოგიას, რომელიც ვითარდება ტრიპლოიდური უჯრედებიდან და ქრომოსომების ზედმეტი ნაკრები მამისეული წარმოშობისაა, ეწოდება:

753

რამდენი ტიპის გამეტა შეიძლება წარმოიქმნას ინდივიდში, რომელიც მე-14 და 21-ე ქრომოსომის რობერტსონული ტრანსლოკაციის მატარებელია?

754

მე-14 და 21-ე ქრომოსომის რობერტსონული ტრანსლოკაციის მატარებლებს შეუძლიათ 6 ტიპის გამეტის წარმოქმნა. ამათგან რამდენის განაყოფიერებით არის შესაძლებელი შთამომავლობის მიღება?

755

ჩამოთვლილთაგან რომელი სინდრომისთვის არის დამახასიათებელი მუშტად შეკრული ხელის ჭერის მანერა, სადაც მე-2 და მე-5 თითი გადაფარავს მე-3 და მე-4 თითს, ტერფს აქვს “აკვნის ძირის” ფორმა და გამოწეული ქუსლის ძვალი?

756

ჩამოთვლილთაგან რომელი სინდრომისთვის არის დამახასიათებელი მიკროფთალმია, ფერადი გარსის კოლობომა და ზოგჯერ თვალების უქონლობაც, ასევე გაპობილი ტუჩი და სასა, ხელის მტევნებსა და ტერფებზე პოსტაქსიალური პოლიდაქტილია?

757

ჩამოთვლილთაგან რომელი სინდრომისთვის არის დამახასიათებელი მე-5 ქრომოსომის მოკლე მხრის ნაწილის ტერმინალური ან ინტერსტიციალური დელეცია?

758

დიდი ზომის ფსევდოაუტოსომური რეგიონი მდებარეობს:

759

ჩამოთვლილთაგან რომელი გენი განაპირობებს, ინდიფერენტული გონადიდან, მამრობითი სასქესო უჯრედის ფორმირებას?

760

ჩამოთვლილთაგან რომელი გენი ექსპრესირებს სათესლე ჯირკვლების დიფერენციაციის დაწყებამდე და განაპირობებს მამრობითი სასქესო უჯრედის ფორმირებას?

განმარტებები