სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › პათანატომია · შეცდომებზე მუშაობა
პათანატომია
69 წლის ქალს ჩაუტარდა მარჯვენამხრივი კაროტიდული ენდარტერექტომია. ოპერაციულ მასალაში – ათეროსკლეროზული ფოლაქი იყო მოყვითალო ფერის და მკვრივი; მიკროსკოპულად უხვად გამოვლინდა კრისტალოიდები. რა ნივთიერება იქნებოდა ნანახი კრისტალოიდებში?
38 წლის ქალს აღენიშნა ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ჰიპოტენზიით და შოკის განვითარებით, რის გამოც ავადმყოფი მოკვდა 36 საათის შემდეგ. აუტოფსიის დროს მეზენტერიუმზე აღინიშნა ცარცის მსგავსი დეპოზიტები ცხიმოვანი ნეკროზის უბნებში. რისი შედეგია აღნიშნული მაკრომორფოლოგიური სურათი?
რადიაციული ზემოქმედების შედეგად განვითარდა უჯრედის დაზიანება და ადგილი ჰქონდა წყლის ჰიდროლიზს. დაზიანების ამ ტიპისაგან რომელი იცავს უჯრედს?
ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტის გამო ავადმყოფს განუვითარდა ფილტვის ემფიზემა და ღვიძლის დაზიანება.რომელი მოლეკულური მექანიზმი უდევს საფუძვლად ალფა 1-ანტიტრიფსინის დაგროვებას ღვიძლში?
63 წლის მამაკაცს აღენიშნა ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან. დაუდგინდა მარცხენა კორონარული არტერიის დასწვრივი ტოტის თრომბოზი. სისხლის შრატში მომატებული იყო კრეატინკინაზას დონე. ქსოვილის დაზიანების რომელი სახე ჩამოყალიბდა ამ შემთხვევაში?
32 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა გულძმარვა და ტკივილი მკერდის ძვლის არეში - საყლაპავის ქვედა ნაწილში კუჭის წვენის რეფლუქსის გამო. რამდენიმე თვის შემდეგ საყლაპავის ეპითელიუმის მიკროსკოპული კვლევით აღმოჩნდა:
23 წლის ქალს აქვს რეგულარული მენსტრუალური ციკლი წლების მანძილზე. მენსტრუალური სისხლდენის ხანგრძლიობა რამდენიმე დღეა. რომელი პროცესი ვითარდება ენდომეტრიუმში სისხლდენის დაწყებამდე?
ბევრი სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებაც ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ იწვევს სიმსივნის უჯრედების სიკვდილს აპოპტოზის გზით. რომელი გენის მუტაციური ინაქტივაცია უწყობს ხელს სიმსივნური უჯრედების რეზისტენტობას ამ ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას?
19 წლის ქალს პირველი შვილის გაჩენის შემდეგ 1 წლის განმავლობაში უგრძელდებოდა ლაქტაციის პერიოდი. სარძევე ჯირკვალში განვითარებულმა რომელმა პროცესმა მისცა მას საშუალება შვილის ხანგრძლივი გამოკვებისა?
22 წლის ქალს აღენიშნა თანდაყოლილი ანემია, რის გამოც ესაჭიროებოდა სისხლის წითელი უჯრედების მრავალჯერადი ტრანსფუზია წლების მანძილზე. სადღეისოდ მას არ აღენიშნება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება თერაპიული გამოკვლევით. თუმცა, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები შეცვლილია. უპირატესად რომელი ცვლილება იქნა ნანახი ღვიძლის ბიოპტატის გამოკვლევისას?
ასიმპტომურ 37 წლის მამაკაც-პაციენტში, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევით, ნანახი იქნა 3სმ-ის დიამეტრის კვანძი_მარჯვენა ფილტვის შუა წილში. გულმკერდის ქირურგის მიერ ამოკვეთილ იქნა აღნიშნული კვანძი ფილტვის ქსოვილის გარკვეულ ნაწილთან ერთად, რაც გაიგზავნა პათომორფოლოგიური. პათოლოგანატომმა კვანძის უბანი გაკვეთა, და აღმოჩნდა, რომ კვანძი მკვეთრად შემოსაზღვრულია, ხოლო მისი შუაგული რბილია და თეთრი ფერისა. კვანძიდან მიღებულ ქსოვილოვან კულტურაში გაიზარდა Mycobacterium tuberculosis. რომელ ადაპტაციურ ცვლილებასთან, ან დაზიანებასთან გვაქვს უპირატესად საქმე ამ შემთხვევაში?
60 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა გაძნელებული შარდვა. თითით რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გასინჯვით აღმოჩნდა გადიდებული, ხელშესახები წინამდებარე ჯირკვალი, რომელიც 2-ჯერ მეტი იყო ზომით ნორმასთან შედარებით. წარმოებულ იქნა ტრანსურეთრული რეზექცია. მიკროსკოპული გამოკვლევით ნანახი იქნა ჯირკვლოვანი სტრუქტურების სიჭარბე და ფიბროზული სტრომა. რომელ ადაპტაციურ ცვლილებებთან ან დაზიანებასთან გვაქვს საქმე?
მძღოლმა, რომელიც დიდი სიჩქარით მართავდა მანქანას, ვეღარ დაიმორჩილა საჭე და ხეს შეეჯახა. ას აღენიშნა ჰემოპერიტონეუმი (პერიტონეუმის ღრუში სისხლი), და ლაპარატომიის შემდეგ დასჭირდა ღვიძლის პატარა ნაწილის რეზექცია., მისი მნიშვნელოვანი დაზიანების გამო. ერთი კვირის შემდეგ რეზეცირებული ღვიძლი დაუბრუნდა საწყის ზომას. რომელ უჯრედულ ცვლილებებთან ან დაზიანებასთან გვაქვს საქმე?
40 წლის მამაკაცს დაუდგინდა ფილტვის არადიფერენცირებული კარცინომა. მიუხედავად ქიმიოთერაპიული მკურნალობისა, ავადმყოფი მოკვდა მრავლობითი მეტასტაზების გამო. აუტოფსიის დროს სიმსივნე ნანახი იქნა ბევრ ორგანოში. ჰისტოლოგიური გამოკვლევით, სიმსივნურ ქსოვილში გამოვლინდა უბნები, სადაც სიმსივნური უჯრედები იყო შეჭმუხნული და მკვეთრად ეოზინოფილური. მათი ბირთვების მემბრანების ქვეშ აღინიშნებოდა ქრომატინის კონდენსირებული აგრეგატები. სიმსივნის ამ უჯრედებში განვითარებული პროცესისათვის ციტოზოლში გამოსული რომელი პროტეინი იქცა ტრიგერად?
ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან უპირატესად რომელს ახასიათებს მეტასტაზური კალციფიკაცია?
63 წლის ქალმა უეცრად დაკარგა გონება. ცნობიერება მას დაუბრუნდა ერთი საათის შემდეგ, თუმცა ვეღარ მეტყველებდა და ვეღარ ამოძრავებდა მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურებს. 2 თვის შემდეგ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით ნანახი იქნა დიდი ზომის ცისტა მარცხენა თხემის წილში. ღომელი პათოლოგიური პროცესი განვითარდა თავის ტვინში?
აუტოფსიის დროს 40 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა გადიდებული (2200 გრ) ღვიძლი – განაკვეთის ზედაპირზე ყვითელი ფერისა. მიკროსკოპულად ნანახი იქნა ცხიმოვანი ცვლილებები (სტეატოზი) – ლიპიდური ვაკუოლები ჰეპატოციტებში. სიკვდილის დადგომამდე შრატში საერთო ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონე ნორმალური იყო, მაგრამ აღინიშნებოდა ალბუმინების შემცირება და თროთრომბინის მომატება. ჩამოთვლილი “საქმიანობებიდან” რომელი უდევს საფუძვლად ღვიძლში განვითარებულ ცვლილებებს?
69 წლის ქალს გაუკეთდა პულმონექტომია (ფილტვის რეზექცია) ფილტვის კიბოს დიაგნოზის გამო. ფილტვის კარის ლიმფური კვანძების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ისინი უნიფორმული და განაკვეთის ზედაპირზე მუქი, ინტენსიური შავი ფერისაა. რამ განაპირობა ლიმფური კვანძების ამგვარი შესახედაობა?
პირველადი ჰიპერთირეოიდიზმის დროს თირკმლის მილაკების ეპითელიუმში კალციუმის დეპოზიცია (დაგროვება) ჩამოთვლილი პროცესებიდან რომლის გამოხატულებაა?
თირკმლის ბიოფსია გაუკეთდა 33 წლის ქალს, რომელსაც ავთვისებიანი ჰიპერტენზიის გამო განუვითარდამზარდი თირკმლის უკმარისობა უკანასკნელ კვირაში. ჩამოთვლილი ულტრასტრუქტურული ცვლილებებიდან უპირველესად რომელი მიუთითებს მწვავე ტუბულარულ ნეკროზზე?