QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ფარმაკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ფარმაკოლოგია

1052 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

201

ქვემოთ ჩამოთვლილი ფარმაკოლოგიური ჯგუფებიდან რომლები შეიძლება არ იყოს დაქვემდებარებული სპეცკონტროლს?

202

საერთაშორისო კონვენციას მიერთებულ ქვეყანას შეუძლია საერთაშორისო სპეცკონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების ნუსხასთან დაკავშირებით:

203

რას გულისხმობს წამლის კლინიკური კვლევის ჯვარედინი სქემა?

204

კვლევის რა მონაცემებია საჭირო რომელიმე ქვეყანაში გენერიკული პრეპარატის ლეგიტიმაციისათვის?

205

შეარჩიეთ სწორი პასუხები წამლის მწვავე ტოქსიკურობასთან ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებეთან დაკავშირებით:

206

შეარჩიეთ სწორი პასუხები წამლის ქვემწვავე ტოქსიკურობასთან ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:

207

ექსპერიმენტში წამლის ქრონიკული ტოქსიკურობა:

208

წამლის ექსპერიმენტული კვლევისას მისი მუტაგენური პოტენციალის მაჩვენებელია:

209

წამლის კანცეროგენული პოტენციალის შესწავლისას:

210

35 კგ წონის ბავშვი გულის დაავადების გამო დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს ანთიარით-მული საშუალებით – პროკაინამიდით. ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები 70კგ წონის პაციენტისთვის შეადგენს:VD (განაწილების მოცულობა) – 130ლ; თირკმლის კლირენსი – 36 ლ/სთ; ორა-ლური ბიოშეღწევადობა – 83%; თერაპიული კონცენტრაცია – 5მგ/ლ. ინტრავენური პროკაინამიდის რა დამტვირთავი დოზა უნდა იქნას შეყვანილი ზემოთ აღწერილ შემთხვევაში?

211

35 კგ წონის ბავშვი გულის დაავადების გამო დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს ანთიარითმული საშუალებით – პროკაინამიდით. ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები 70კგ წონის პაციენტისთვის შეადგენს:VD (განაწილების მოცულობა – 130ლ; თირკმლის კლირენსი – 36 ლ/სთ; ორალური ბიოშეღწევადობა – 83%; თერაპიული კონცენტრაცია – 5მგ/ლ. პროკაინამიდის ინტრავენური ინფუზიის რა მუდმივი სიჩქარეა საჭირო მისი თერაპიული კონცენტრაციის – 5მგ/ლ შესანარჩუნებლად?

212

35 კგ წონის ბავშვი გულის დაავადების გამო დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს ანთიარითმული საშუალებით – პროკაინამიდით. ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები 70კგ წონის პაციენტისთვის შეადგენს:VD (განაწილების მოცულობა – 130ლ; თირკმლის კლირენსი – 36 ლ/სთ; ორალური ბიოშეღწევადობა – 83%; თერაპიული კონცენტრაცია – 5მგ/ლ. როგორია ამ ბავშვში პროკაინამიდის სავარადო ნახევარგამოყოფის პერიოდი?

213

წამლის მწარმოებელმა ფირმამ გამოუშვა ახალი პრეპარატი ამბულატორიულ პირობებში არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. როგორც აღმოჩნდა, ახალი წამალი მისი იზოლირებული გამოყენებისას იზოპროტერენოლის (ბეტაადრენორეცეპტორების აგონისტი საშუალება მსგავსად, თუმცა გაცილებით ნაკლები ხარისხით, იწვევდა გულისცემის სიხშირის მომატებას. ამავე დროს მისი მაქსიმალური ეფექტი იზოპროტერენოლზე ნაკლები იყო. იზოპროტერენოლის ფიქსირებულ დოზასთან ახალი პრეპარატის მზარდი დოზებით კომბინირება იწვევდა იზოპროტერენოლის გულისცემის სიხშირეზე მოქმედების დოზა-დამოკიდებულ შემცირებას, ამ უკანასკნელის ეფექტის სრული გაქრობის გარეშე. ქვემოთ ჩამოთვლილი პოზიციებიდან რომელი ასახავს ყველაზე უკეთესად ახალი პრეპარატის მოქმედებას?

214

ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან რომლის წარდგენა არ არის საჭირო ადამიანზე კლინიკური კვლევის დაწყებამდე?

215

რამდენი ხნის შემდეგ უნდა იქნას ჩვეულებრივ ვენიდან აღებული სისხლი პერორულად მიღებული წამლების უმრავლესობის პიკური კონცენტრაციის განსასაზღვრავად?

216

55 წლის პაციენტს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზით სტაციონარში ინტრავენურად დიდი დოზებით დაენიშნა ანტიკოაგულანტი ჰეპარინი (უარყოფითი მუხტის მქონე საშუალება. ჰეპარინის რამდენიმე ინექციის შემდეგ პაციენტს აღენიშნა ჰემატურია, რომელიც მოხსნილი იქნა დადებითი მუხტის მატარებელი ცილის – პროტამინ სულფატის ინექციის მეშვეობით. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს. პროტამინ სულფატი ჰეპარინის მიმართ წარმოადგენს:

217

ქირურგიულ სტაციონარში მყოფ 48 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი შარდის ბუშტის და ნაწლავთა ატონიის გამო ექიმმა დაუნიშნა ანტიქოლინესთერაზული საშუალება ნეოსტიგმინი (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, რომელიც ხელს უწყობს აცეტილქოლინის დაგროვებას და პარასიმპათიკური ტონუსის გაზრდას). ამ უკანასკნელის ინექციის შემდეგ პაციენტს განუვითარდა ძლიერი ბრადიკარდია, რომელიც მოხსნილი იქნა ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტის იზოპროტერენოლის (გულში ლოკალიზებულ ბეტა-ადრენორეცეპტორებზე მოქმედებით ზრდის მის სიმპათიკურ ტონუსს და იწვევს ტაქიკარდიას) გამოყენებით. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს. ნეოსტიგმინსა და იზოპროტერენოლს შორის არსებობს:

218

52 წლის ქალი რევმატიული მძიმე დაავადების დიაგნოზით მოთავსებულ იქნა სტაციონარში, სადაც მას დაენიშნა გლუკოკროტიკოსტეროიდული საშუალება – პრედნიზოლონი (მოქმედებს უჯრედის ბირთვში ლოკალიზებულ რეცეპტორებზე, რითაც ხელს უწყობს გენის ტრანსკრიფციის და ცილების სინთეზის პროცესს). პრედნიზოლონით მკურნალობის პერიოდში პაციენტს სისხლში აღენიშნა ჰიპერგლიკემია, რომლის მოსახსნელად მას დაენიშნა ინსულინის (მოქმედებს რეცეპტორებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თიროზინკინაზასთან) ინექცია. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს: პრედნიზოლონსა და ინსულინს შორის ამ შემთხვევაში გამოვლინდება:

219

38 წლის მამაკაცს თვალის გუგის გასაფართოებლად და თვალის ფსკერის დასათვალიერებლად ოფთალმოლოგმა თვალში ჩაუწვეთა ატროპინი (მქოლინორეცეპტორების ანტაგონისტი). რამოდენიმე დღის შემდეგ გამოხატული მიდრიაზის (გუგის გაფართოება) გამო პაციენტმა მიმართა მეზობელ პოლიკლინიკას, სადაც ექთანმა მიდრიაზის მოხსნის მიზნით მას თვალში ჩააწვეთა – პილოკარპინი (მქოლინორეცეპტორების აგონისტი), რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს: ატროპინსა და პილოკარპინს შორის არსებობს:

220

ფენობარბიტალი (საძილე საშუალება აძლიერებს ღვიძლში სალიცილატების ბიოტრანსფორმაციას და ასუსტებს მათ კლინიკურ ეფექტს, რაც წარმოადგენს მათ:

განმარტებები