QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ფარმაკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ფარმაკოლოგია

1052 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

921

ქვემოთდასახელებული საშუალებებიდან რომლები წარმოადგენენ ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტებს?

922

ქვემოთჩამოთვლილი ნივთიერებებიდან რომლები უწყობენ ხელს უპირატესად ბრონქოსპაზმის განვითარებას?

923

რით არის განპირობებული ასპირინის ულცეროგენული მოქმედება?

924

ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი იწვევს ლიპოკორტინების გამოყოფის გაძლიერებას, ფოსფოლიპაზა A2-ის დათრგუნვას, ლეიკოტრიენების პროდუქციის ინჰიბირებას და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას?

925

როფეკოქსიბი:

926

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ:

927

დიკლოფენაკის ტკივილდამაყუჩებელი ეფექტი განპირობებულია:

928

გლუკოკორტიკოიდები ანთების ადგილას:

929

გლუკოკორტიკოიდები იწვევენ:

930

სტეროიდულ საშუალებებს არ იყენებენ:

931

ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული საშუალებებს არ იყენებენ:

932

ოქროს პრეპარატების მოქმედების მექანიზმია:

933

6 წლის ბავშვი ვირუსული ინფექციის დიაგნოზით, რომელსაც აღენიშნებოდა ტემპერატურა 38,8ოჩ, ხველა, სურდო და სახსრების ტკივილი ერთი კვირის განმავლობაში ღებულობდა ასპირინს დოზით 0,5 გ 3-ჯერ დღეში. ასპირინის მიღებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში დაავადების მიმდინარეობის სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, მე-5 დღიდან პაციენტს აღენიშნება გამოხატული გაღიზიანებადობა, რომელსაც მე-6 დღეს თან დაერთო ძლიერი ღებინება, ხოლო მე-7 დღეს კი ლეთარგიის მოვლენები, რის გამოც იგი მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ახსენით ამ მოვლენის მიზეზი და მისი კავშირი ასპირინის მიღებასთან. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს: ასპირინი:

934

42 წლის მამაკაცს მწვავე ართრიტის დიაგნოზით ექიმმა დაუნიშნა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, რომლის ყოველდღიური მიღებისას ერთი კვირის შემდეგ პაციენტი გადაყვანილი იქნა სტაციონარში გასტროინტესტინური სისხლდენის მოვლენებით. ახსენით ამ მოვლენის მიზეზი და გაეცით პასუხები ქვემოთ მოყვანილ კითხვებს: ქვემოთჩამოთვლილი საშუალებებიდან, რომელს ახასიათებს ნაკლებად გამოხატული გამაღიზიანებელი მოქმედება კუჭის ლორწოვანი გარსის მიმართ?

935

55 წლის მამაკაცს თირკმლის ზომიერად დაქვეითებული ფუნქციით, რომელსაც აღენიშნება გრიპოზული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ტემპერატურა 390, ხველა და სურდო თანხმლები იშიო-რადიკულიტის მოვლენებით ექიმმა დაუნიშნა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება,რომლის მიღებიდან მე-7 დღეს პაციენტს განუვითარდა თავბრუსხვევა, შუილი ყურებში სმენის დაქვეითებით და ქოშინის მოვლენებით. ქვემოთ მოყვანილი საშუალებებიდან, რომლისთვისაა დამახასიათებელი მსგავსი სიმპტომების განვითარება?

936

3 წლის ბავშვს გაციების სიმპტომებით და მაღალი ტემპერატურით – 39,20 ექიმმა დაუნიშნა პარაცეტამოლი 0,25 გ ყოველ 4 სთ-ში ერთხელ. პრეპარატის მიღებიდან 6 დღის შემდეგ პაციენტს აღენიშნა ჰეპატოტოქსიკური მოვლენები ღვიძლის ფუნქციური სინჯების ძლიერი დარღვევით. მას დაენიშნა N-აცეტილცისტეინი, რომლის მიღების შემდეგაც ჰეპატოტოქსიკური მოვლენები შემცირდა. შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ დასმულ კითხვებზე: როგორ ხორციელდება პარაცეტამოლის მეტაბოლიზმი ღვიძლში:L

937

48 წლის ქალი ცხვირის პოლიპებით ვირუსული ინფექციის გამო ღებულობდა ასპირინს 0,5 გ დღეში 4-ჯერ. პრეპარატის მიღებიდან მე-4 დღეს, დაავადების მიმდინარეობის სიმპტომების შემცირების შემდეგ პაციენტს მოულოდნელად განუვითარდა ბრონქოსპაზმის მოვლენები, რის გამოც მას დაენიშნა ბრონქოდილატაციური საშუალებები. ახსენით ამ მოვლენის მიზეზი და უპასუხეთ ქვემოთ დასმულ შეკითხვებს: ბრონქოსპაზმის მიზეზია:

938

60 წლის მამაკაცი ქრონიკული რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზით ამ უკანასკნელის გამწვავების პერიოდში ღებულობდა დიკლოფენაკს. პრეპარატით მკურნალობის კურსის დამთავრებისა და რემისიის მიღწევის შემდეგ პაციენტმა უეცრად შეუძლოდ იგრძნო თავი. მას აღენიშნება თავბრუსხვევა, სახეზე ცივი ოფლი, ტაქიკარდია, კოლაპტოიდური მდგომარეობა. იგი მოთავსებული იქნა სტაციონარში გასტრო ინტესტინური სისხლდენის დიაგნოზით. ქვემოთჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელს მიანიჭებთ უპირატესობას დანიშნულების მხრივ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის არსებობით ანამნეზში?

939

65 წლის ქალს არტერიული ჰიპერტენზიით და გამოხატული ართროზის მოვლენებით ექიმმა დაუნიშნა ამფ ინჰიბიტორი ენალაპრილი და ნაპროქსენი. მკურნალობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პაციენტი აღნიშნავს ენალაპრილის ჰიპოტენზიური მოქმედების დაქვეითებას და გულის რითმის დარღვევას. გამოკვლევისას მას დაუდგინდა ინტესტიციული ნეფრიტის დიაგნოზი თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით და სისხლში ჰიპერკალიემიით. ახსენით ამ მოვლენის მიზეზი და გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს. რომელი ვაზოაქტიური პეპტიდები უწყობს ხელს ვაზოდილატაციური ეიკოზანოიდების გამომუშავებას და თირკმლის სისხლძარღვების გაფართოებას?

940

54 წლის ქალს პერიოდულად აღენიშნება ტკივილი მკერდის ძვლის უკან მოსვენების მდგომარეობაში, სახსრების და კუნთების ტკივილი გამწვავებითა და ტემპერატურული რეაქციით და პეპტიკური წყლული. ქვემოთჩამოთვლილი დიაგნოზებიდან, რომლის დროს არის წინააღმდეგნაჩვენები ასპირინის დანიშვნა?

განმარტებები