სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ფარმაკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ფარმაკოლოგია
პაციენტი მოთავსებული იქნა სტაციონარში ანტიდეპრესიული საშუალების – ამიტრიპტილინის ჭარბი დოზირების გამო. ტოქსიკოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ჰემოდიალიზი ამ შემთხვევაში არ იქნებოდა ეფექტური. რატომ მიიღეს ექიმებმა ასეთი გადაწყვეტილება?
პაციენტი ღებულობს საგულე გლოკოზიდს – დიგოქსინს წინაგულების ფიბრილაციის საწინააღმდეგოდ. მას დაზიანებული აქვს თირკმლის ფუნქცია. დიგოქსინის კონცენტრაციის მონიტორინგი არ წარმოებს და პაციენტს განუვითარდა გულის სრული ბლოკადა. ახსენით ამ მოვლენის მიზეზი და შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებიდან
სტენოკარდიით დაავადებული 38 წლის მამაკაცი ვერ გაერკვა გლიცერილ ტრინიტრატის (ნიტროგლიცერინის) ტაბლეტის გამოყენების ინსტრუქციაში. მან გადაყლაპა ტაბლეტი ამ უკანასკნელის სუბლინგვური (ენის ქვეშ) მიღების ნაცვლად, რის გამოც წამალმა არ გამოავლინა თერაპიული ეფექტი. ამასთან დაკავშირებით შეარჩიეთ სწორი პასუხი ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებებიდან
50 წლის პაციენტს მძიმე ხარისხის დამწვრობით, რომელსაც აღენიშნება შოკური მდგომარეობა გამოხატული ჰიპოტენზიით, ტკივილის დაყუჩების მიზნით კუნთებში შეუყვანეს ოპიოიდური (ნარკოტიკული) ანალგეზიური საშუალება. პრეპარატმა არ გამოიწვია ტკივილის კუპირება 30 წთ-ის განმავლობაში და პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქება. შეარჩიეთ სწორი პასუხი ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით
ქვემოთ მითითებული მაჩვენებლებიდან რომელი ასახავს წამლის შედარებით უსაფრთხოებას?
ქვემოთ მითითებული მაჩვენებლებიდან რომელი განსაზღვრავს წამლის თერაპიულ სიგანეს?
შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:
შეარჩიეთ სწორი პასუხები შემანარჩუნებელ დოზასთან დაკავშირებით:
ნივთიერების რომელი დოზის განსაზღვრისათვის იყენებენ ფორმულას – VD * TC (სამიზნე კონცენტრაცია):
ნივთიერების რომელი დოზის განსაზღვრისათვის იყენებენ ფორმულას – CL * TC (სამიზნე კონცენტრაცია):
ნივთიერების რომელი დოზის განსაზღვრაა შესაძლებელი ფორმულით - შემანარჩუნებელი დოზა X კუმულაციის ფაქტორზე:
რომელი მაჩვენებლის ჩასმაა საჭირო კითხვის ნიშნის მაგივრად ნივთიერების პერორული მიღებისას შემანარჩუნებელი დოზის გამოსათვლელად ფორმულაში _ შემანარჩუნებელი დოზა=შეყვანის სიჩქარე / ? X Z; სადაც Z-მიღებათა შორის ინტერვალი:
რომელი მაჩვენებლის ჩასმაა საჭირო კითხვის ნიშნის ნაცვლად ნახევარგამოყოფის პერიოდის (T1/2) გამოსათვლელად ფორმულით: T1/2=0.7 * VD/?
ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი ასახავს ყველაზე კარგად წამლის კუნთებში შეყვანას?
ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი ასახავს ყველაზე კარგად წამლის შეყვანის რექტალურ გზას?
ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი ასახავს ყველაზე კარგად წამლის შეყვანის ტრანსდერმულ გზას?
ქვემოთ ჩამოთვლილი პასუხებიდან რომელია სწორი ნივთიერების ბიოშეღწევადობისთვის (F), რომლის აბსორბციის მაჩვენებელი (F) 1-ის ტოლია, ხოლო ღვიძლში ექსტრაქციის კოეფიციენტი (ER) შეადგენს 0,5:
ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რომელი შეესაბამება უჯრედგარეთა სითხეს:
ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი შეესაბამება ცხიმებს?
წამლის მიმართ შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარებისას ადგილი აქვს: