სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ფარმაკოლოგია 800 · შეცდომებზე მუშაობა
ფარმაკოლოგია 800
ქვემოთ ჩამოთვლილი ფარმაკოლოგიური ჯგუფებიდან რომლები შეიძლება არ იყოს დაქვემდებარებული სპეცკონტროლს?
საერთაშორისო კონვენციას მიერთებულ ქვეყანას შეუძლია საერთაშორისო სპეცკონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების ნუსხასთან დაკავშირებით:
რას გულისხმობს წამლის კლინიკური კვლევის ჯვარედინი სქემა?
კვლევის რა მონაცემებია საჭირო რომელიმე ქვეყანაში გენერიკული პრეპარატის ლეგიტიმაციისათვის?
შეარჩიეთ სწორი პასუხები წამლის მწვავე ტოქსიკურობასთან ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებეთან დაკავშირებით:
შეარჩიეთ სწორი პასუხები წამლის ქვემწვავე ტოქსიკურობასთან ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:
ექსპერიმენტში წამლის ქრონიკული ტოქსიკურობა:
წამლის ექსპერიმენტული კვლევისას მისი მუტაგენური პოტენციალის მაჩვენებელია:
წამლის კანცეროგენული პოტენციალის შესწავლისას:
35 კგ წონის ბავშვი გულის დაავადების გამო დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს ანთიარით-მული საშუალებით – პროკაინამიდით. ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები 70კგ წონის პაციენტისთვის შეადგენს:VD (განაწილების მოცულობა) – 130ლ; თირკმლის კლირენსი – 36 ლ/სთ; ორა-ლური ბიოშეღწევადობა – 83%; თერაპიული კონცენტრაცია – 5მგ/ლ. ინტრავენური პროკაინამიდის რა დამტვირთავი დოზა უნდა იქნას შეყვანილი ზემოთ აღწერილ შემთხვევაში?
35 კგ წონის ბავშვი გულის დაავადების გამო დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს ანთიარითმული საშუალებით – პროკაინამიდით. ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები 70კგ წონის პაციენტისთვის შეადგენს:VD (განაწილების მოცულობა) – 130ლ; თირკმლის კლირენსი – 36 ლ/სთ; ორალური ბიოშეღწევადობა – 83%; თერაპიული კონცენტრაცია – 5მგ/ლ. პროკაინამიდის ინტრავენური ინფუზიის რა მუდმივი სიჩქარეა საჭირო მისი თერაპიული კონცენტრაციის – 5მგ/ლ შესანარჩუნებლად?
35 კგ წონის ბავშვი გულის დაავადების გამო დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს ანთიარითმული საშუალებით – პროკაინამიდით. ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები 70კგ წონის პაციენტისთვის შეადგენს:VD (განაწილების მოცულობა) – 130ლ; თირკმლის კლირენსი – 36 ლ/სთ; ორალური ბიოშეღწევადობა – 83%; თერაპიული კონცენტრაცია – 5მგ/ლ. როგორია ამ ბავშვში პროკაინამიდის სავარადო ნახევარგამოყოფის პერიოდი?
წამლის მწარმოებელმა ფირმამ გამოუშვა ახალი პრეპარატი ამბულატორიულ პირობებში არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. როგორც აღმოჩნდა, ახალი წამალი მისი იზოლირებული გამოყენებისას იზოპროტერენოლის (ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტი საშუალება) მსგავსად, თუმცა გაცილებით ნაკლები ხარისხით, იწვევდა გულისცემის სიხშირის მომატებას. ამავე დროს მისი მაქსიმალური ეფექტი იზოპროტერენოლზე ნაკლები იყო. იზოპროტერენოლის ფიქსირებულ დოზასთან ახალი პრეპარატის მზარდი დოზებით კომბინირება იწვევდა იზოპროტერენოლის გულისცემის სიხშირეზე მოქმედების დოზა-დამოკიდებულ შემცირებას, ამ უკანასკნელის ეფექტის სრული გაქრობის გარეშე. ქვემოთ ჩამოთვლილი პოზიციებიდან რომელი ასახავს ყველაზე უკეთესად ახალი პრეპარატის მოქმედებას?
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან რომლის წარდგენა არ არის საჭირო ადამიანზე კლინიკური კვლევის დაწყებამდე?
რამდენი ხნის შემდეგ უნდა იქნას ჩვეულებრივ ვენიდან აღებული სისხლი პერორულად მიღებული წამლების უმრავლესობის პიკური კონცენტრაციის განსასაზღვრავად?
55 წლის პაციენტს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზით სტაციონარში ინტრავენურად დიდი დოზებით დაენიშნა ანტიკოაგულანტი ჰეპარინი (უარყოფითი მუხტის მქონე საშუალება). ჰეპარინის რამდენიმე ინექციის შემდეგ პაციენტს აღენიშნა ჰემატურია, რომელიც მოხსნილი იქნა დადებითი მუხტის მატარებელი ცილის –პროტამინ სულფატის ინექციის მეშვეობით. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს. პროტამინ სულფატი ჰეპარინის მიმართ წარმოადგენს:
ქირურგიულ სტაციონარში მყოფ 48 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი შარდის ბუშტის და ნაწლავთა ატონიის გამო ექიმმა დაუნიშნა ანტიქოლინესთერაზული საშუალება ნეოსტიგმინი (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, რომელიც ხელს უწყობს აცეტილქოლინის დაგროვებას და პარასიმპათიკური ტონუსის გაზრდას). ამ უკანასკნელის ინექციის შემდეგ პაციენტს განუვითარდა ძლიერი ბრადიკარდია, რომელიც მოხსნილი იქნა ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტის იზოპროტერენოლის (გულში ლოკალიზებულ ბეტა-ადრენორეცეპტორებზე მოქმედებით ზრდის მის სიმპათიკურ ტონუსს და იწვევს ტაქიკარდიას) გამოყენებით. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს. ნეოსტიგმინსა და იზოპროტერენოლს შორის არსებობს:
2 წლის ქალი რევმატიული მზიმე დაავადების დიაგნოზით მოთავსებულ იქნა სტაციონარში, სადაც მას დაენიშნა გლუკოკროტიკოსტეროიდული საშუალება – პრედნიზოლონი (მოქმედებს უჯრედის ბირთვში ლოკალიზებულ რეცეპტორებზე, რითაც ხელს უწყობს გენის ტრანსკრიფციის და ცილების სინთეზის პროცესს). პრედნიზოლონით მკურნალობის პერიოდში პაციენტს სისხლში აღენიშნა ჰიპერგლიკემია, რომლის მოსახსნელად მას დაენიშნა ინსულინის (მოქმედებს რეცეპტორებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თიროზინკინაზასთან) ინექცია. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს: პრედნიზოლონსა და ინსულინს შორის ამ შემთხვევაში გამოვლინდება:
38 წლის მამაკაცს თვალის გუგის გასაფართოებლად და თვალის ფსკერის დასათვალიერებლად ოფთალმოლოგმა თვალში ჩაუწვეთა ატროპინი (მ-ქოლინორეცეპტორების ანტაგონისტი). რამოდენიმე დღის შემდეგ გამოხატული მიდრიაზის (გუგის გაფართოება) გამო პაციენტმა მიმართა მეზობელ პოლიკლინიკას, სადაც ექთანმა მიდრიაზის მოხსნის მიზნით მას თვალში ჩააწვეთა – პილოკარპინი (მ-ქოლინორეცეპტორების აგონისტი), რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს: ატროპინსა და პილოკარპინს შორის არსებობს:
ფენობარბიტალი (საძილე საშუალება) აძლიერებს ღვიძლში სალიცილატების ბიოტრანსფორმაციას და ასუსტებს მათ კლინიკურ ეფექტს, რაც წარმოადგენს მათ: