სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ფარმაკოლოგია 800 · შეცდომებზე მუშაობა
ფარმაკოლოგია 800
ამერიკელი თინეიჯერი, რომელიც კბილის ექსტრაქციის მიზნით პირველად იმყოფებოდა სტომატოლოგთან, ძალიან ნერვიულობდა, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა მისთვის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების შეყვანა. ექიმი იზულებული გახდა პაციენტის დასამშვიდებლად მისთვის ინტრავენურად შეეყვანა სედაციური (დამამშვიდებელი) საშუალება, რომელმაც სწრაფად გამოიღო ეფექტი. ანესთეზიის შემდგომი კბილის ექსტრაქცია ჩატარდა წარმატებით, ყოველგვარი გართულების გარეშე და მინიმალური სისხლდენით. მოსაცდელ ოთახში პაციენტის ყოფნისას მან ფეხზე ადგომისას ხანმოკლედ დაკარგა გონება, თუმცა გონზე მოსვლისას ფეხზე ადგომის ყოველი მცდელობისას უვითარდებოდა გამოხატული ტაქიკარდია. 30წთ დასვენების შემდეგ მას გაუქრა ორთოსტატული (ვერტიკლურ მდგომარეობაში გადასვლის) სიმპტომები და მან დამოუკიდებლად შეძლო სახლში წასვლა. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს: ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელ პრეპარატს დაუნიშნავდით ორალურად პაციენტს, რომელსაც აღენიშნებოდა ორთოსტატიკასთან დაკავშირებული გონების დაკარგვა:
ფერმაში მომუშავე პირი მიყვანილ იქნა გადაუდებელი დახმარების სტაციონარში ორგანოფოსფატური ინსექტიციდებით (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები) ექსპოზიციის შედეგად. მას აღენიშნება ძლიერად გამოხატული ბრონქოსპაზმი. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი არ არის დამახასიათებელი ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებით (ამ შემთხვევაში ინსექტიციდებით) მოწამვლისათვის?
ფერმაში მომუშავე პირი მიყვანილ იქნა გადაუდებელი დახმარების სტაციონარში ორგანოფოსფატური ინსექტიციდებით (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები) ექსპოზიციის შედეგად. მას აღენიშნება ძლიერად გამოხატული ბრონქოსპაზმი. წამალთა რა კომბინაცია უნდა იქნას გამოყენებული ამ პაციენტის მკურნალობისათვის?
იასტოლური წნევა იზრდება ქვემოთჩამოთვლილი შემდეგი წამლების შეყვანისას:
რომელი მეორადი მესენჯერის დაგროვებას აქვს ადგილი ადრენალინის ბეტა1 რეცეპტორებზე მოქმედების შედეგად:
რომელი მეორადი მესენჯერის დაგროვებას აქვს ადგილი ადრენალინით ბეტა2 ადრენორეცეპტორების სტიმულაციის დროს?
რომელი ფერმენტის აქტივობის დაქვეითებით იწვევს ადრენალინი ბრონქოლიზურ ეფექტს ბეტა-ადრენორეცეპტორების სტიმულაციისას?
რა მექანიზმით ვითარდება ჩონჩხის კუნთების სისხლზარღვების ვაზოდილატაცია მათი ბეტა2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციის დროს?
ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელია სწორი ფენილეფრინთან მიმართებაში? ფენილეფრინი:
ქვემოთჩამოთვლილი რომელი წამლების შეყვანა იწვევს როგორც ალფა, ასევე ბეტა-ადრენორეცეპტორების სტიმულაციას?
ნორადრენალინის დაბალი დოზების შეყვანა იწვევს გულისცემის სიხშირის დაქვეითებას. ქვემოთჩამოთვლილი რომელი მტკიცებულება ხსნის ყველაზე უკეთ ამ მოვლენას?
ნორადრენალინის ალფა1-ადრენორეცეპტორზე მოქმედების შედეგად რომელი ცილის აქტივაციას აქვს ადგილი?
რომელი ფერმენტის აქტივაციას აქვს ადგილი ნორადრენალინის ალფა1 ადრენორეცეპტორზე მოქმედების შედეგად?
რომელი ცილის აქტივაციას აქვს ადგილი ადრენალინის მოქმედებით ბეტა1 ადრენორეცეპტორებზე?
რომელი ფერმენტის აქტივობის გაზრდას იწვევს ადრენალინის ბეტა1 ადრენორეცეპტორებზე მოქმედება:
ალფა-ადრენომიმეტური საშუალებებია:
ალფა1-ადრენომიმეტური საშუალებებია:
ალფა2-ადრენომიმეტური საშუალებებია:
ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებებია:
ალფა, ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებებია: