QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ფარმაკოლოგია 800 · შეცდომებზე მუშაობა

ფარმაკოლოგია 800

952 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

101

ქვემოთჩამოთვლილი რომელი მტკიცებულებაა სწორი წამლისთვის, რომლის ელიმინაცია პლაზმიდან ხორციელდება პირველი რიგის კინეტიკით?

102

ყველა ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულება სწორია გარდა:

103

ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელი მოქმედებს ნაკლებად წამლის მიმართ პასუხზე?

104

შეარჩიეთ სწორი პასუხი: წამალზე გლუკურონის მჟავას დამატებისას:

105

შეარჩიეთ სწორი პასუხი: წამლები, რომელთაც ახასიათებთ ელიმინაციის ნულოვანი-რიგის კინეტიკა:

106

შეარჩიეთ სწორი პასუხი ქვემოთმოყვანილ სიტუაციასთან დაკავშირებით: წამლის ერთჯერადი დოზით – 100 მგ მიღებისას მისმა პლაზმურმა პიკურმა კონცენტრაციამ შეადგინა 20 მკგ/მლ. როგორია მისი განაწილების მოცულობა (იგულისხმება წამლის სწრაფი განაწილება და უმნიშვნელო ელიმინაცია მისი პლაზმური პიკური დონის განსაზღვრამდე)

107

ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელია სწორი?

108

წამალი, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს შეყვანილ იქნა ხანგრძლივი ინტრავენური ინფუზიით. დროის რა პერიოდია საჭირო წამლის საბოლოო წონასწორული კონცენტრაციის დონის – 90%-ის მისაღწევად?

109

ქვემოთ მოყვანილი მოვლენებიდან რომელი გამოიწვევს წამლის სტაციონარული კონცენტრაციის დონის გაორმაგებას?

110

ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებიდან რომელია სწორი?

111

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი უკეთესად აღწერს წამლის კლირენსს, რომლის ინფუზიის სიჩქარე შეადგენს 4 მგ/წთ-ში, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში წამლის წონასწორული კონცენტრაციის მიღწევას – 6 მგ/ლ.

112

ანტიმიკრობული პრეპარატი ტეტრაციკლინი თერაპიულ ეფექტურობას ავლენს მაშინ, როდესაც ორგანიზმში იმყოფება ამ წამლის 250 მგ. ტეტრაციკლინის ნახევარგამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს 8 სთ-ს. რა სიჩქარით უნდა ვაწარმოოთ ინფუზია ზემოთ აღწერილი პირობის დასაკმაყოფილებლად?

113

წამლის Vd შეადგენს 30 ლ-ს, ხოლო კლირენსის სიჩქარე 20 ლ/სთ-ში, რომლის დროსაც წამლის 50% ელიმინირდება ღვიძლით, ხოლო 50% ექსკრეტირდება თირკმლების მეშვეობით. წამლის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 200 მგ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. ქვემოთ მოყვანილი დოზების მაჩვენებლებიდან, რომელი უზრუნველყოფს კარგად წამლის იგივე წონასწორულ კონცენტრაციას პაციენტებში, თირკმლის 50%-იანი ფუნქციით?

114

70 წლის მამაკაცი მრავალი წლის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების გამო ღებულობდა ბეტა-ადრენობლოკატორს. მას თანდათან განუვითარდა ხანგამოშვებითი კოჭლობა, რის გამოც ექიმმა უეცრად მოუხსნა პაციენტს ბეტა-ადრენობლოკატორი. ამის შემდეგ, რამოდენიმე დღეში პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი მოთავსებული იქნა სტაციონარში მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით. რა მოვლენას ჰქონდა ადგილი ზემოაღწერილ შემთხვევაში?

115

ბეტა-რეცეპტორების ბლოკადა გულის კუნთში:

116

გულის ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადა:

117

გულის ბეტა-ადრენორეცეპტორები ასოცირებულია:

118

შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებიდან:

119

50 წლის მამაკაცს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით ექიმმა ურჩია დოზირებული დატვირთვა. ექიმის რჩევის შესრულების შემდეგ პაციენტს მცირე დატვირთვაზეც განუვითარდა გამოხატული ტაქიკარდია, რის გამოც ექიმმა მისი პრევენციის მიზნით პაციენტს დაუნიშნა ბეტა-ადრენობლოკატორი, რომლის ფონზედაც დოზირებული დატვირთვისას ისევ ჰქონდა ადგილი ტაქიკარდიის განვითარებას. რა მოვლენით აიხსნება ზემოთაღწერილი მდგომარეობა?

120

45 წლის ბრონქული ასთმით დაავადებულმა ქალმა სუნთქვის გაძნელებისას მიიღო B2- ადრენომიმეტური საშუალება (აგონისტი) სალბუტამოლი და ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორი – ამინოფილინი. რომელი მეორადი მესენჯერის დაგროვებას უწყობს ხელს სალბუტამოლი და ამინოფილინი, რომლის შედეგადაც პაციენტს სავარაუდოდ განუვითარდა ბრონქოდილატაციური ეფექტი?

განმარტებები