სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ფარმაკოლოგია სტომატოლოგებისთვის · შეცდომებზე მუშაობა
ფარმაკოლოგია სტომატოლოგებისთვის
ადრენორეცეპტორების ქვემოთ დასახელებული აგონისტებიდან რომელი იწვევს დიასტოლური წნევის ყველაზე ძლიერ მომატებას?
ადრენორეცეპტორების ქვემოთ დასახელებული აგონისტებიდან რომელი მოქმედებს ყველაზე გამოხატულად ბეტა2-ადრენორეცეპტორებზე?
ადრენორეცეპტორების ქვემოთ დასახელებული აგონისტებიდან რომელი მოქმედებს ბეტა1,ბეტა2-ადრენორეცეპტორებზე?
ომელი ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალების წინასწარი შეყვანის ფონზე აქვს ადგილი ადრენალინის პარადოქსულ (გაუკუღმართებულ) ეფექტს სისხლის არტერიულ წნევაზე (წნევის მომატების ნაცვლად ჰიპოტენზიური ეფექტი)?
ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელია ბეტა2-ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტი?
ქვემოთ დასახელებული საშუალებებიდან რომელი აძლიერებს პრესინაფსური მოქმედებით ნორადრენალინის გამოყოფას?
რა მექანიზმით რეალიზდება ადრენალინის ბრონქოდილატაციური ეფექტი?
ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელი მოქმედებს ყველაზე ძლიერად ცნს-ზე?
რომელ საშუალებას იყენებენ ბრონქოსპაზმის დროს?
რომელი ქვემოთ დასახელებული საშუალებები გამოიყენება რინიტების სამკურნალოდ?
რომელი საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი სუპრავენტრიკულური (პარკუჭზედა) ტაქიკარდიის დროს?
ქვემოთ დასახელებული სიმპათომიმეტური საშუალებებიდან რომელი იწვევს არტერიული წნევის მომატებისას რეფლექსური ბრადიკარდიის განვითარებას?
ქვემოთ დასახელებული საშუალებებიდან რომელი იწვევს შეჩვევას და წამლის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას, რის გამოც საერთაშორისო კონვენციით სპეცკონტროლს ექვემდებარება?
რომელ საშუალებებს ახასიათებს დეკონგესტური (შეგუბების საწინააღმდეგო) და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების მიმართ?
ადიპოციტებში რომელი ადრენორეცეპტორების სტიმულაცია იწვევს ლიპოლიზის ინჰიბირებას?
რა მექანიზმი უდევს საფუძვლად ალფა2-ადრენორეცეპტორების აქტივაციით გამოწვეულ ლიპოლიზის ინჰიბირებას?
რომელ რეცეპტორებს ააქტივებს ფენილეფრინი?
სად გამოიყენება ქსილომეტაზოლინი და ოქსიმეტაზოლინი სამედიცინო პრაქტიკაში?
რომელი რეცეპტორების აგონისტებს იყენებენ გადაუდებელი მდგომარეობების დროს არსებული ჰიპოტენზიის დროს?
ადრენორეცეპტორების ქვემოთ დასახელებული აგონისტებიდან რომლის გამოყენება არ შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტით გამოწვეული კარდიოგენული შოკის დროს?