სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 6 › ფარმაკოლოგია ცნს-დან · შეცდომებზე მუშაობა
ფარმაკოლოგია ცნს-დან
ეთანოლი:
შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
75 წლის ქალი უძილობის გამო 20 დღის განმავლობაში ღებულობდა დიაზეპამს. ამ პერიოდის გავლის შემდეგ მისმა ნათესავმა შემთხვევითი ვიზიტისას აღმოაჩინა, რომ პაციენტი იმყოფება დათრგუნულ მდგომარეობაში სომნოლენციისა და ცნობიერების დარღვევის ნიშნებით. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს:
50 წლის მამაკაცს შიშისა და დაძაბულობის შეგრძნების გამო ექიმმა დაუნიშნა დიაზეპამი. პრეპარატის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ პაციენტმა უეცრად შეწყვიტა მისი გამოყენება, რის შემდეგაც მას დაერღვა ძილი “კოშმარული სიზმრების” გახშირებით. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს:
50 წლის მამაკაცი ქრონიკული იშემიური დაავადებით და მოციმციმე არითმიით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა ვარფარინს, ხოლო ბოლო პერიოდში ძილის გასაუმჯობესებლად – ფენობარბიტალს. ამ უკანასკნელის მიღებიდან 10 დღის შემდეგ პაციენტმა თვითნებურად შეწყვიტა ფენობარბიტალის მიღება დისკომფორტისა და გამოხატული პოსტჰიპნოტური ეფექტის გამო, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდის გასვლისას მისი მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა. მას აღენიშნება ტაქიკარდია სუსტი პულსით, კოლაპტოიდური მდგომარეობა, სიფერმკრთალე და სახეზე ცივი ოფლი. იგი მოთავსებულ იქნა სტაციონარში. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს:
ავტომობილის მფლობელ 42 წლის მამაკაცს, რომელსაც აღენიშნება განგაშის და შიშის შეგრძნება ექიმმა დაუნიშნა ანქსიოლიზური საშუალება. პაციენტს პრეპარატის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ მთლიანად მოეხსნა ზემოთ აღნიშნული მოვლენები, რის შემდეგაც თავისუფლად შეძლო ავტომობილის მართვა. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს: ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს დაუნიშნავდა ექიმი პაციენტს?
ზოგიერთი ანქსიოლიზური საშუალებების მოქმედების მექანიზმია:
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პირმა თავის ამხანაგთან ერთად ეთანოლის ნაცვლად შეცდომით მიიღო მეთანოლი, რის შემდეგაც ორივე მათგანი უმძიმესი ინტოქსიკაციით მოთავსებულ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს: მეთანოლით მოწამვლისათვის დამახასიათებელია:
ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან რომელს არ მიმართავენ მეთანოლით მოწამვლისას?
პარციული და გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების დროს გამოსაყენებელი პრეპარატებია:
მცირე ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო პრეპარატებია:
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელია უეფექტო დიდი ეპილეფსიური გულყრების (grand mal) დროს?
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელია ყველაზე ეფექტური მიოკლონური ტიპის კრუნჩხვების დროს?
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს იყენებენ ეპილეფსიური სტატუსის დროს?
ნატრიუმის ვალპროატი:
კუნთების ტონური რიგიდობის პერიოდები, რომელიც თან სდევს სხეულის მასიურ კონვულსიას დამახასიათებელია:
აბსანსები - ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვით (ჩვეულებრივ 10 წმ-ზე ნაკლები) დამახასიათებელია:
მდგომარეობა, რომლის დროსაც გულყრები თან სდევს ერთმანეთს ცნობიერების ერთდროული დაკარგვით დამახასიათებელია:
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი მოითხოვს გადაუდებელ თერაპიას დიაზეპამის ან კლონაზეპამის ინტრავენური შეყვანით, ან ქლორმეტიაზოლის ხანგრძლივ ინტრავენურ შეყვანას?
ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელს იყენებენ პირველი რიგის თერაპიის სახით დიდი ეპილეფსიური გულყრების დროს?