სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
გინეკოლოგია
23 წლის ორსული ორი დღეა უჩივის სისხლიან გამონადენს საშოდან. ერთი კვირის წინ ულტრასონოგრაფიით დიაგნოსტირებული იქნა 5 კვ. პროგრესირებადი ორსულობა. ამჟამად აქვს ჭარბი სისხლიანი გამონადენი საშოდან, ძლიერი ტკივილი მუცლის ქვემო მოდამოში, ტ 36.4, P 80, თA 120/70მმHგ საშოსმხრივი გასინჯვით: საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია, გარბილებული, ცერვიკალური არხი თავისუფლად ატარებს თითს, საშვილოსნოს სიდიდე 5კვ., დანამატები არ ისინჯება. ქვემოთჩამოთვლილი დიაგნოზებიდან რომელია ყველაზე მისაღები?
სეპტიური აბორტის შემთხვევაში ქვემოთჩამოთვლითაგან მკურნალობის ეტაპების რომელი ვარიანტია სწორი?
კლინიკაში შემოვიდა პაციენტი 30 წლის ქალი, რომელმაც 12 დღის წინ გაიკეთა ხელოვნური აბორტის ოპერაცია 10 კვ. ორსულობის ვადაზე. უჩივის სუნიან სისხლიან გამონადენს საშოდან, ტემპერატურის მომატებას 37,8 მდე, ტკივილს მუცლის ქვემო მიდამოში. P 88, თA 120/70მმHგ. წინასწარი დიაგნოზი: სეპტიური აბორტი. ჩამოთვლილთაგან რომელი ლაბორატორიული კვლევაა ჩასატარებელი სავარაუდო დიაგნოზის დადასტურების მიზნით?
ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ხშირი სიმპტომი ტროფობლასტური დაავადების-ბუშტნამქერის დროს?
ჩამოთვლილთაგან მკურნალობის რომელ მეთოდს მიმართავენ ბუშტანამქერის დიაგნოსტირებისას?
ტროფობლასტური დაავადების დიაგნოსტირებისას ჩამითვლილთაგან რომელი ჰორმონის განსაზღვრა ხდება სისხლის შრატში?
ქორიონალური გონადოტროპინის დონის მატებამ სისხლის შრატში შეიძლება განავითაროს საკვერცხის კისტა. ჩამოთვლილთაგან რომელი პასუხია სწორი?
ჩამოთვლილთაგან მკურნალობის რომელი მეთოდია აუცილებელი ქორიონეპითელიომის დიაგნოსტირებისას?
ჩამოთვლილთაგან, რეპროდუქციული სისტემის რომელი რგოლი წარმოადგენს ლიბერინების სამიზნეს?
ოვულაციამდე რამდენი საათით ადრე აღინიშნება ესტრადიოლის პრეოვულატორული პიკი ქალის სისხლში, რომლის მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა 30 დღეა?
ოვარიალური ციკლის რომელ ფაზას შეესაბამება ენდომეტრიუმში მიმდინარე სეკრეტორული ცვლილებები?
ჩამოთვლილთაგან, ოვულაციის დროს საკვერცხის ჰორმონების სიჭარბით გამოწვეული რომელი ჰორმონი იწყებს გამომუშავებას დადებითი უკუკავშირის მექანიზმით?
რომელია კვერცხსავალი მილის ყველაზე ვიწრო ნაწილი?
ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი იოგი ეკუთვნის ქალის სასქესო ორგანოების საფიქსაციო აპარატს?
ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი ორგანო არ გაივლის შარდ-სასქესო დიაფრაგმაში?
ჩამოთვლილთაგან, რომელია მცირე მენჯის ღრუს ყველზე დიდი ზომა?
ჩამოთვლილთაგან რომელია ნაყოფის თავის ყველაზე მცირე ზომა?
ვაგინალური გასინჯვისას დადგინდა, რომ დიაგონალური კონიუგატა 11,5 სმ-ის ტოლია. ჩამოთვლილთაგან, რომელ სიდიდეს შეესაბამება გასინჯული ქალის მენჯის ნამდვილი კონიუგატა?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სახის კონიუგატას წარმოადგენს მანძილი ბოქვენის ქვედა კიდესა და კონცხს შორის?
ქვემოთჩამოთვლილი რომელი ნაკერის საშუალებით უერთდება შუბლის ძვლები თხემის ძვლებს?