QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

441

ჩამოთვლილთაგან, საშარდე სისტემაში მიმდინარე რომელი ცვლილება არ უწყობს ხელს აღმავალი ინფექციის განვითარებას ნორმალური ორსულობის დროს?

442

ჩამოთვლილთაგან, რომელი ცვლილების განვითარება არის განპირობებული ნორმალური ორსულის ორგანიზმში სითხის შეკავებით?

443

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით ორსულობის რომელ კვირამდე შეწყვეტა არის მიჩნეული აბორტად?

444

ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი წარმოადგენს ყველაზე ხშირად ორსულობის შეწყვეტის მიზეზს ორსულობის 10 კვირის ვადამდე?

445

ორსულს უკანასკნელი ნორმალური თვიური ჰქონდა 3 თვის წინ, ორი კვირის წინ უეცრად შეუწყდა გულისრევა, პირღებინება, საშოდან დაეწყო მცირე რაოდენობით მუქი მოყავისფრო გამონადენი. ჩამოთვლილთაგან, რომელია სავარაუდო დიაგნოზი?

446

ჩამოთვლილთაგან, რეკომენდაციის რომელი დონე შეესაბამება სინაპტური ცხრილის 6 ჯგუფში მოცემულ რეკომენდაციებს?

447

სეპტიური აბორტის დროს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან რამდენი საათის შემდეგ არის რეკომენდირებული კიურეტაჟის წარმოება?

448

ჩამოთვლილთაგან, რომელი სახის ბუშტნამქერის დროს არ არის გამოხატული ქორიონის ბუსუსების ვასკულარიზაცია?

449

ჩამოთვლილთაგან, რა სახის ცვლილება არის დამახასიათებელი არასრული (ნაწილობრივი) ბუშტნამქერისათვის?

450

ჩამოთვლილთაგან, რომელი სამეანო გართულება არ არის დამახასიათებელი ბუშტნამქერისათვის?

451

ჩამოთვლილთაგან, უპირატესად რომელ ორგანოში ვითარდება ადრეული მეტასტაზირება ქორიონეპითელიომის დროს?

452

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის რა ნაწილი იბადება შორისის მხრიდან პირველად კეფით წინამდებარეობის წინა სახით მშობიარობის დროს?

453

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის რომელი ორიენტირი წარმოადგენს წამყვან წერტილს ნაყოფის პირისახით წინმდებარეობით მშობიარობის დროს?

454

ნაყოფის კეფით წინმდებარეობის წინა სახით მშობიარობის დროს ნაყოფის თავის რომელ ზომაზე გამავალი გარშემოწერილობით გამოიჭრება ნაყოფის თავი?

455

ნაყოფის პირისახით წინმდებარეობით მშობიარობის დროს ნაყოფის თავის რომელ ზომაზე გამავალი გარშემოწერილობით გამოიჭრება ნაყოფის თავი?

456

ნაყოფის ორივე მსხვილი ნაწილი მდებარეობს თეძოს ძვლის ქედებს ზემოთ, აბდომინალურად წინამდებარე ნაწილი არ ისინჯება, ნაყოფის გულისცემა მოისმინება ჭიპის დონეზე. ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის როგორ მდებარეობას შეესაბამება აღწერილი მდგომარეობა?

457

ჩამოთვლილთაგან, რამდენ სანტიმეტრს შეესაბამება ნაყოფის თავის მცირე ირიბი ზომა?

458

ჩამოთვლილთაგან, რამდენ სანტიმეტრს შეესაბამება ნაყოფის თავის საშუალო ირიბი ზომა?

459

ჩამოთვლილთაგან, რამდენ სანტიმეტრს შეესაბამება ნაყოფის თავის მცირე გარდიგარდმო ზომა?

460

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშნის არსებობა მიუთითებს მშობიარობის I პერიოდის დაწყებას?

განმარტებები