QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

501

ჩამოთვლილთაგან, რომელი ლოკალიზაციის ენდომეტრიოზი მიეკუთვნება შინაგან ენდომეტრიოზს?

502

25 წლის ავადმყოფი უჩივის ალგოდისმენორეას, გახანგრძლივებულ, ჭარბ მენსტრუაციას, ტკივილს მუცლის ქვედა არეში,რომელიც განსაკუთრებით მატულობს მენსტრუაციის წინ ან მის დროს.გათხოვილია 3 წელია, ორსულობა არ ჰქონია. Gგინეკოლოგიური გასინჯვით, მენსტრუაციის წინ საშვილოსნოს ზომა საგრძნობლად მომატებულია. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

503

ქალი უჩივის ალგოდისმენორეას, ჰიპერ-პოლიმენორეას, უნაყოფობას, ვაგინალური გასინჯვით მენსტრუაციის წინა პერიოდში საშვილოსნოს ზომა ნორმაზე დიდია. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად გამოკვლევის რომელი მეთოდი მოგვცემს საშუალებას დავსვათ სწორი დიაგნოზი?.

504

დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიით ქალს დაუდგინდა ორივე საკვერცხის ენდომეტრიოზული კისტა ,ზომით 5-6 სმ. Dდა დანამატების არეში მკვეთრად გამოხატული შეხორცებითი პროცესი,ნაწილობრივ ამ პროცესში ნაწლავის ჩართვით.ჩამოთვლილთაგან,საკვერცხეების ენდომეტრიოზის რომელ სტადიას შეესაბამება აღწერილი სურათი?

505

ჩამოთვლილთაგან, ადენომიზის რომელი სტადიას შეესაბამება ენდომეტროიდული ჰეტეროტოპიის საშვილოსნოს კუნთოვანი შრის მთელ სისქეზე პერიმეტრიუმამდე გავრცელება?

506

30 წლის ქალი უჩივის მუდმივ,ყრუ ხასიათის ტკივილს საკვერცხეების საპროექციო არეში,რომელიც მაქსიმუმს აღწევს მენსტრუაციის წინ ან მენსტრუაციის დროს. პერიოდულად ქალს არენიშნება სუბფებრილური ტემპერატურა, გინეკოლოგიური გასინჯვისას ორივე მხარეს ისინჯება მკვრივ – ელასტიური, მოძრაობაში შეზღუდული სიმსივნური წარმონაქმნი. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

507

30 წლის ქალი უჩივის მუდმივ,ყრუ ხასიათის ტკივილს საკვერცხეების საპროექციო არეში,რომელიც მაქსიმუმს აღწევს მენსტრუაციის წინ ან მენსტრუაციის დროს. 5წელია Aაქვს პირველადი უნაყოფობა, პერიოდულად აღენიშნება სუბფებრილური ტემპერატურა, გინეკოლოგიური გასინჯვისას ორივე მხარეს ისინჯება მკვრივ –ელასტიური, მოძრაობაში შეზღუდული სიმსივნური წარმონაქმნი. ჩამოთვლილთაგან, რომელიწარმოადგენს პირველსაწყის ქმედებას ავადმყოფის მართვისას?

508

ჩამოთვლილთაგან,ენდომეტრიოზის მკურნალობი რომელი მეთოდია პრიორიტეტული?

509

ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი არ ახდენს გავლენას ენდომეტრიოზის მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაზე?

510

ჩამოთვლილთაგან,რომელი სიმპტომის არსებობა არის წამყვანი ენდომეტრიოზის კლინიკაში?

511

28 წლის პაციენტმა მიმართა გინეკოლოგს ჩივილებით საშოდან მუქ ყავისფერ გამონადენზე მენსტრუაციამდე და მის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში, 2წლის წინ გაკეთებული აქვს დიათერმოკოაგულაცია. ჩამოთვლილთაგან დიაგნოზის დასასმელად ყველაზე უფრო რომელი ნაბიჯია დასაბუთებული?

512

28 წლის პაციენტმა მიმართა გინეკოლოგს ჩივილებით საშოდან მუქ ყავისფერ გამონადენზე მენსტრუაციამდე და მის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში, 2წლის წინ გაკეთებული აქვს დიათერმოკოაგულაცია. სარკეებში საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას მაკროსკოპულად აღინიშნება თუთის მარცვლის მსგავსი ,მოწითალო ფერის წარმონაქმნი. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

513

32 წლის პაციენტმა მიმართა გინეკოლოგს ჩივილებით მუქი ყავისფერი გამონადენი საშოდან მენსტრუაციამდე და მის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში, სარკეებში დათვალიერებისას საშვილოსნოს ყელზე გამოვლინდა სწორი კონტურების მქონე რამოდენიმე მუქი ფერის ჩანართი ჩამოთვლილთაგან, კვლევის რომელი მეთოდი გამოყენებითაა შესაძლებელი დიაგნოზის საბოლოო დადასტურება?

514

ჩამოთვლილთაგან, რომელ პათოლოგიასთან არის შერწყმული ყველაზე ხშირად საშვილოსნოს ენდომეტრიოზი?

515

ჩამოთვლილთაგან, როგორია ენდომეტრიოზით დაავადებულ პაციენტთა ჰორმონალური მკურნალობის ხანგრძლივობა?

516

ჩამოთვლილთაგან,რომელი ლოკალიზაციის გენიტალური გარეგანი ენდომეტრიოზი გვხვდება ყველაზე ხშირად?

517

31 წლის ქალი უჩივის დისპარეუნიას, ალგოდისმენორეას. ტკივილს წელის მიდამოში, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუაციის წინა პერიოდში. ვაგინალური გასინჯვისას უკანა თაღში ისისნჯება სიმსივნური წარმონაქმნი უსწორმასწორო ზედაპირით, მომკვრივო -ელასტიური კონსისტენციით, პალპაციით ზომიერად მტკივნეული. ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური მეთოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი დიაგნოზის დადასტურება?

518

ჩამოთვლილთაგან,რომელი ფაქტორი შესაძლებელია გახდეს ყველაზე მეტად უნაყოფობის მიზეზი ადენომიოზის არსებობის დროს?

519

ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით ჩამოთვლილთაგან, რომელი ტიპის ენდომეტრიოზს მიეკუთვნება დიაფრაგმის ენდომეტროიდული ჰეტეროტოპია?

520

32 წლის პაციენტი უჩივის ძალზედ ძლიერ შეტევითი ხასიათის ტკივილს მუცლის ქვედა და წელის არეში, ირადიაციით გავისა და სწორი ნაწლავის მიდამოში. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება დეფეკაციისა და სქესობრივი კავშირის დროს.მენსტრუაციის დროს აღენიშნება გულისრევა,თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე უფრო რომელი ლოკალიზაციის ენდომეტრიოზის დიაგნოზია სავარაუდო?

განმარტებები