სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
გინეკოლოგია
მშობიარობის პროცესში მუდმივი კტგ-ით შემდეგი მონაცემები გამოვლინდა: ნაყოფის ბაზალური რითმი-100,ვარიაბელობა-5დარტყმა/წთ-ში, გვიანი დეცელერაციები. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე უფრო დასაბუთებული პირველსაწყისი ქმედება?
ჩამოთვლილთაგან, ახალშობილის მოვლის რომელი ნაბიჯი წარმოადგენს ახალშობილის ინფექციისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებას?
ნეონატალური მოვლის განხორციელებისას ჩამოთვლილთაგან, რომელი პროცედურა წარმოადგენს ინფექციის პროფილაქტიკის ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას?
მშობიარობისათვის სამშობიარო ოთახის მომზადებისას ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ოპტიმალური მაჩვენებელი?
ახალშობილის დაბადებისთანავე მისი გამშრალება ჩამოთვლილთაგან, რომელი მიზნის განხორციელებას არ ემსახურება?
ახალშობილის დაბადებისთანავე აწონვისას, ჩამოთვლილთაგან სითბოს გაცემის რომელი გზის საშუალებით დაკარგავს ყველაზე მეტად სითბოს ახალშობილი?
ახალშობილის ტემპერატურა დაბადებიდან 30 წუთის შემდეგ 36,0 გრადუსის ტოლია.ჩამოთვლილთაგან, ახალშობილის რომელი პათოლოგიის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს პირველ რიგში აღნიშნული ფაქტი?
ჩამოთვლილთაგან,ახალშობილის მოვლის რომელი ნაბიჯი წარმოადგენს სითბური ჯაჭვის შემადგენელ კომპონენტს?
ჩამოთვლილთაგან,რა უპირატესობა გააჩნია ახალშობილის მჭიდრო შეხვევას თავისუფალ ჩაცმასთან შედარებით?
ჩამოთვლილთაგან, შეფასების რომელი კომპონენტის საშუალებით არ ხდება ახალშობილის შეფასება დაბადებისთანავე?
ახალშობილის დაბადებისთანავე ერთობლივად-სითბური დაცვის,ძუძუთი კვების,ინფექციის პროფილაქტიკის და ნათესაური კავშირების დასმყარებლად, ჩამოთვლილთაგან,ახლშობილის მოვლის რომელი ნაბიჯი ემსახურება ამ მიზნის განხორციელებას?
საკეისრო კვეთით მომშობიარების შემთხვევაში,ჩამოთვლილთაგან რომელი ღონისძიების განხორციელება უზრუნველყოფს ყველაზე უკეთ სითბური ჯაჭვის ურღვევობას?
ახალშობილის დაბადებისთანავე სისხლისდენის პროფილაქტიკის მიზნით ჩამოთვლილთგან, რომელი მედიკამენტის დანიშვნა არის ყველაზე მეტად მიზანშეწონილი?
ჩამოთვლილთაგან, დაბადებიდან რამდენ ხანში უნდა განხორციელდეს ახალშობილის სრულყოფილი დათვალიერება,აწონვა და გაზომვა?
დროული ახალშობილი დაბადებისთანავე გამშრალების პროცესში შეფასდა-ნაყოფის გულისცემის სიხშირე იყო 120,სუნთქვა ადექვატური,კანის ფერი ერთ წუთში-ვარდისფერი.ჩამოთვლილთაგან,როგორი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის პირველსაწყისი ქმედება?
ნორმალური ახალშობილი დაბადებისთანავე მოთავსდა დედის გულმკერდზე. დაბადებიდან 30 წუთის შემდეგ მისი ტემპერატურა იყო 36.2 გრადუსი, ჩამოთვლილთაგან,რა შესაძლებელია ყველაზე მეტად გამხდარიყო ამის მიზეზი?
ჩამოთვლილთაგან, დაბადებიდან რამდენ ხანში არის სასურველი ახალშობილის დაბანა?
ახალშობილის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას, დაბადებიდან რამდენი ხნის შემდეგ არის ყველაზე ოპტიმალური ჭიპლარის გადაკვეთა?
მშობიარობიდან დროის რა მონაკვეთში გამოუვლინდება დედის გულმკერდზე მოთავსებულ ახალშობილს ძუძუს წოვის მზაობის ნიშნები?
ჩამოთვლილთაგან,რა შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი ადრეული ძუძუთი კვების განხორციელება?