QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1901

37წლის პაციენტმა მიმართა გინეკოლოგს ჩივილებით,რომ ბოლო ერთი კვირაა აქვს ჭარბი თეთრი,ხაჭოსებური გამონადენი საშოდან,რასა თან ერთვის ქავილი და ტკივილი ვულვის მიდამოში.ავადმყოფის გადმოცემით ბოლო 2 კვირაა მწვავე ბრონქიტის გამო იღებდა ცეფტრიაქსონს 1,0გრ 12საათში ერთხელ.სარკეებში-ვულვა და საშოს შესავალი ჰიპერემიული,საშოში დიდი რაოდენობით თეთრი ხაჭოსებური გამონადენი.საშვილოსნოს ყელი სუფთა.ქვემოთჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

1902

19წლის პაციენტმა მიმართა ექიმს ჩივილებით ძლიერ ტკივილზე მუცლის ქვემო არეში,რომელიც მას აღენიშნება 14წლიდან და დაკავშირებულია მენსტრუაციის დაწყებასთან.ტკივილი გრძელდება 2-3 დღეს,ხოლო 2 კვირის შემდეგ ადგილი აქვს მენსტრუაციის დაწყებას.ქვემოთჩამოთვლილითაგან ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

1903

ქვემოთჩამოთვლილი რომელი მდგომარეობების შემდეგ ვითარდება უხშირესად სასქესო სფეროს ანთებითი დაავადებები?

1904

ქვემოთჩამოთვლილი რომელი კონტრაცეფციური საშვალებების გამოყენება ამცირებს მინიმუმამდე სასქესო სფეროს ანთებითი დაავადებების განვითარებას?

1905

ექიმმა პაციენტს შარდ-სასქესო სისტემის ინფექციის სამკურნალოდ დაუნიშნა პენიცინილი კუნთში ერთი კვირის განმავლობაში.ანტიბიოტიკის მიღების დამთავრების შემდეგ აღინიშნა საშოდან სქელი,თეთრი ფერის გამონადენი,რომელსაც თან ახლავს ვულვის ძლიერი ქავილი.ჩამოთვლილიდან ამ ეტაპზე რა პრეპარატის დანიშვნა არის საჭირო?

1906

ექიმს მიმართა პაციენტმა,რომელიც უჩივის დიდი რაოდენობით, უსიამოვნო სუნის წყალ-წყალა თხიერ გამონადენს საშოდან და ვულვის ქავილს.დამატებით პაციენტი აღნიშნავს რომ გამონადენს უჩივის მისი პარტნიორიც.სარკეებშიდათვალიერებისას საშვილოსნოს ყელზე და კედლებზე გამონადენი აღმოჩნდა თანაბრად განაწილებული.ნაცხის ბაქტერიოსკოპიული ანალიზით აღმოჩნდა ბაქტრეიული ვაგინოზი.ჩამოთვლითაგან რომელ პრეპარატს დანიშნავდით?

1907

30 წლის ავადყოფმა მიმართა ქალთა კონსულტაციას პირველადი უშვილობის გამო.ანამნეზში აღნიშნავს ბავშვობაში გადატანილ ხშირს პნევმონიებს.მენსტრუალური ფუნქცია დარღვეული აქვს მენარხედან ოფსომენორეის ტიპით.მენარხე 15 წლის ასაკში.სქეესობრივი ცხოვრება დაიწყო 20 წლიდან.16წლიდან აწუხებს ყრუ ტკივილები მუცლის ქვემო არეში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დაძაბვის და გაციების დროს.უჩივის ადვილად დაღლას და ხშირ ოფლიანობას. სარკეებში- საშოს კედლები ჰიპერემიული, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ჰიპერტროფიული.აღენიშნება მოყვითალო-ხაჭოსებური გამონადენი.ბიმანუალური გასინჯვით აღმოჩნდა საშვილოსნოს ჰიპოპლაზიური, ფალოპიუსის მილების გამკვრივება და შეხორცებითი პროცესი დანამატებში სავარაუდოდ, რომელი ქვემოთჩამოთვლილი სტრუქტურაა დაზიანებული?

1908

30 წლის ავადყოფმა მიმართა ქალთა კონსულტაციას პირველადი უშვილობის გამო.ანამნეზში აღნიშნავს ბავშვობაში გადატანილ ხშირს პნევმონიებს.მენსტრუალური ფუნქცია დარღვეული აქვს მენარხედან ოფსომენორეის ტიპით..სქეესობრივი ცხოვრება დაიწყო 20 წლიდან.16წლიდან აწუხებს ყრუ ტკივილები მუცლის ქვემო არეში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დაძაბვის და გაციების დროს.უჩივის ადვილად დაღლას და ხშირ ოფლიანობას. სარკეებში- საშოს კედლები ჰიპერემიული, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ჰიპერტროფიული.აღენიშნება მოყვითალო-ხაჭოსებური გამონადენი.ბიმანუალური გასინჯვით აღმოჩნდა საშვილოსნოს ჰიპოპლაზიური, ფალოპიუსის მილების გამკვრივება და შეხორცებითი პროცესი დანამატებში როგორია ყველაზე უფრო შესაძლო დიაგნოზი?

1909

ავადმყოფი 36 წლის შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით, ძლიერ ტკივილებზე მუცლის ქვემო არეში, შემცივნებაზე, ტემპერატურა-38.ანამნეზში- აბორტის შემდგომი გართულება: გაუკეთდა რეაბრაზიო სტაციონარში.ჩაუტარდა ანტიბაქტერიული, ინფუზიური მკურნალობა შემდგომი ფიზიოთერაპიით(დაახლოებით 6 წლის წინ).რამდენიმე დღის წინ დაეწყო ტკივილები მუცლის ქვემო არეში, შემცივნებით, ოფლიანობით, ტემპერატურა- 38.ობიექტურად მუცელი მორბილო კონსისტენციის, სუნთქვის აქტში მონაწილეობს, ბოქვენსზემოთ მკივნეული, დაჭიმული, განსაკუთრებით მარცხნივ, შჩოტკინ-ბლუმბერგის ნიშანი დადებითი.სარკეებში-საშოსა და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი სუფთაა, ყელის არხიდან ჩირქოვანი გამონადენი, უკანა თაღი ჩამობერილი და მკტივნეული.ბიმანუალური გასინჯვით-საშვილოსნოს ყელი ცილინდრული, მტკივნეული მძრაობის დროს.საშვილოსნო ნორმალური სიდიდისა და კონსისტენციის, გადახრილი მარჯვნივ.მარჯვენა დანამატი არ ისინჯება.მარცხნივ დანამატის საპროექციო არეში ისინჯება წარმონაქმნი 4X9 სმ მტკივნეული. რომელი დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევა დაგეხმარებათ დიაგნოზის დადგენაში?

1910

ქვემოთჩამოთვლილთაგან რა წარმოადგენს ყველაზე უფრო მისაღებ ჩარევას პარამეტრული ქსოვილის დაჩირქებისას?

1911

ქვემოთჩამოთვლილთაგან რა წარმოადგენს ყველაზე უფრო მისაღებ ჩარევას პიოსალპინქსის დროს?

1912

ქვემოთჩამოთვლილთაგან რა წაროადგენს ყველაზე უფრო მისაღებ ჩარევას პიოოვარიუმის დროს?

1913

36 წლის ქალი მიმართავს ექიმს ჩივილებით ძლიერი წვა და ტკივილი ვულვის მიდამოში, ასევე მოშარდვის შემდეგ.აღნიშნული დაეწყო 3 დღეა.ავადმყოფის გადმოცემით მას ჰქონდა შემთხვევითი სქესობრივი კავშირი დაახლოებით 20 დღის წინ.გარეგანი გასინჯვით დიდი და მცირე სასირცხო ბაგეების, საშოს შესავლის, ურეთრის გარეთა ხვრელის ირგვლივ აღინიშნება მრავლობითი წვრილი ვეზიკულები.სარკეებით გასინჯვა მტკივნეულია, საშოს ლორწოვანი ჰიპერემიული, ალაგ-ალაგ მცირე ზომის წყლულებით.საშვილოსნოს ყელი ჰიპერემიული და ეროზირებულია.საშვილოსნო და დანამატები ექოსკანირებითნორმის ფარგლებში.როგორია ყველაზე უფრო შესაძლო დიაგნოზი?

1914

36 წლის ქალი მიმართავს ექიმს ჩივილებით ძლიერი წვა და ტკივილი ვულვის მიდამოში, ასევე მოშარდვის შემდეგ.აღნიშნული დაეწყო 3 დღეა.ავადმყოფის გადმოცემით მას ჰქონდა შემთხვევითი სქესობრივი კავშირი დაახლოებით 20 დღის წინ.გარეგანი გასინჯვით დიდი და მცირე სასირცხო ბაგეების, საშოს შესავლის, ურეთრის გარეთა ხვრელის ირგვლივ აღინიშნება მრავლობითი წვრილი ვეზიკულები.სარკეებით გასინჯვა მტკივნეულია, საშოს ლორწოვანი ჰიპერემიული, ალაგ-ალაგ მცირე ზომის წყლულებით.საშვილოსნოს ყელი ჰიპერემიული და ეროზირებულია.საშვილოსნო და დანამატები ექოსკანირებითნორმის ფარგლებში.ჩამოთვლილთაგან დიაგნოსის დასასმელად ყველაზე უფრო რომელი ნაბიჯია დასაბუთებული?

1915

36 წლის ქალი მიმართავს ექიმს ჩივილებით ძლიერი წვა და ტკივილი ვულვის მიდამოში, ასევე მოშარდვის შემდეგ.აღნიშნული დაეწყო 3 დღეა.ავადმყოფის გადმოცემით მას ჰქონდა შემთხვევითი სქესობრივი კავშირი დაახლოებით 20 დღის წინ.გარეგანი გასინჯვით დიდი და მცირე სასირცხო ბაგეების, საშოს შესავლის, ურეთრის გარეთა ხვრელის ირგვლივ აღინიშნება მრავლობითი წვრილი ვეზიკულები.სარკეებით გასინჯვა მტკივნეულია, საშოს ლორწოვანი ჰიპერემიული, ალაგ-ალაგ მცირე ზომის წყლულებით.საშვილოსნოს ყელი ჰიპერემიული და ეროზირებულია.საშვილოსნო და დანამატები ექოსკანირებითნორმის ფარგლებში.ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე უფრო ეექტური მკურნალობა?

1916

ქვემოთჩამოთვლილთაგან მიკრობთა რა ჯგუფს მიეკუთვნება ტრიქომონადური ვაგინიტის გამომწვევი?

1917

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი მიკრობები ითრგუნებიან ბაქტერიული ვაგინოზის დროს?

1918

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი მიკროორგანიზმების გამრავლება ხდება ბაქტერიული ვაგინოზის დროს?

1919

ქვემოთჩამოთვლილთაგან ძირითად ვაგინალური კანდიდოზის გამომწვევად ითვლება:

1920

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი მანიპულაციის შემდეგ ვითარდება უხშირესად სასქესო სფეროს მწვავე ანთებითი პროცესი?

განმარტებები