QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ახალი გინეკოლოგია

490 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

201

ჩამოთვლილთაგან, დინამიკაში რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი მუცლადმყოფი ნაყოფის მდგომარეობის ანტენატალური მონიტორინგის განხორციელება?

202

ჩამოთვლილთაგან, რომელი დოპლეროგრაფიული პარამეტრის არსებობა წარმოადგენს ორსულობის სასწრაფო დამთავრების ჩვენება?

203

III ანტენატალურ ვიზიტზე დადგინდა, რომ გრავიდოგრამაზე საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე მე-9პერცენტილზეა. ჩამოთვლილთაგან, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით დიაგნოსტიკური კვლევის რომელი მეთოდის ჩატარება არის რეკომენდებული შემდგომ ნაბიჯად?

204

ჩამოთვლილთაგან, რომელია პრეეკლამფსიის ნაყოფისმხრივი გართულება?

205

ჩამოთვლილთაგან, პრეეკლამფსიის რომელი გართულების პრევენციის მიზნით გამოიყენება ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა?

206

ჩამოთვლილთაგან, რომელი ეფექტის მიღწევის მიზნით ინიშნება მაგნიუმის სულფატი მძიმე პრეეკლმაფსიის დროს?

207

ჩამოთვლილთაგან, პრეეკლამფსიის დროს პროტეინურიის ხარისხის განსაზღვრის რომელი მეთოდი არის ყველაზე ზუსტი?

208

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ზომის შესაბამისი გარშემოწერილობით იბადება ნაყოფი კეფით წინმდებარეობის წინა სახის დროს?

209

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რას ნიშნავს ტერმინი - ნაყოფის ნაწევართა განლაგება?

210

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რას ნიშნავს ტერმინი - ნაყოფის მდებარეობა?

211

ცამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს პრეეკლამფსიის პრევენციის რეკომენდებულ მეთოდს?

212

G1P0 ორსული, გესტაციური ვადა 32კვ. უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, მხედველობის დაბინდვას; ობიექტურად არტერიული წნევა -150\90მმ.ვრცხ.სვ, პროტეინურიის ხარისხი 3გ\ლ. ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია ყველაზე სავარაუდო?

213

ჩამოთვლილთაგან, როდის არ არის რეკომენდებული სპილენძის შემცველი საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენება?

214

ჩამოთვლილთაგან, რა უპირატესობა გააჩნია კანქვეშა იმპლანტს მინი პილთან შედარებით?

215

ჩამოთვლილთაგან, რომელი მაჩვენებელი წარმოადგენს ფიზიოლოგიური მშობიარობის ნიშანს?

216

კლინიკაში შემოვიდა მშობიარე, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება 3 ხელოვნური აბორტი, ერთი ნაადრევი მშობიარობა, 1 მშობიარობა მკვდარი ნაყოფით და ყავს 2 შვილი. ჩამოთვლილტაგან, რას უდრის ამ მშობიარის Gravidity და Parity?

217

ჩამოთვლილთაგან, რომელი დეფინიცია სეესაბამება ქალს, რომელსაც ანამნეზში არცერთი ორსულობა არ ქონია?

218

ჩამოთვლილთაგან, უშუალოდ რომელი ნივთიერება განაპიროებებს საშვილოსნოს ყელის გარბილებას მშობიარობის წინა პერიოდში?

219

მშობიარობის მიმდინარეობისას ჩამოთვლილთაგან, რომელი პროცესი არ მიმდინარეობს მიომეტრიუმში საშვილოსნოს შეკუმშვის დროს მშობიარობის I პერიოდში?

220

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენ პროცენტში ხდება კონსერვატიული მიომექტომიის შემდეგ დაორსულება:

განმარტებები