QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ახალი გინეკოლოგია

490 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

301

შიდაჰოსპიტალური ინფექციის პრევენციის მიზნით ჩამოთვლილთაგან, რომელი ქმედება წარმოადგენს თხევადი საპნითა და წყლით ხელების დაბანის ალტერნატივას?

302

მელოგინეს მშობიარობიდან 20წთ-ის შემდეგ საშოდან დაეწყო სისხლისდენა. ობიექტურად: P-118’, TA 110\60მმ.ვრცხ.სვ. მელოგინეს აქვს ნათელი გონება, კთხვებზე პასუხობს ადექვატურად. სავარაუდოდ, რამდენ მილილიტრს შეადგენს დაკარგული სისხლის რაოდენობა?

303

მელოგინეს მშობიარობიდან 20წთ-ის შემდეგ საშოდან დაეწყო სისხლისდენა. ობიექტურად: P-118’, TA 110\60მმ.ვრცხ.სვ. მელოგინეს აქვს ნათელი გონება, კთხვებზე პასუხობს ადექვატურად. ჩამოთვლილთაგან, რამდენი მილილიტრი კრისტალოიდური ხსნარით უნდა იქნას ადექვატურად შევსებული მოცირკულირე სისხლის მოცულობა?

304

32წლის მშობარე, G2P1, იმშობიარა დროული, ცოცხალი ახალშობილით, წონით 4400,0. ახალშობილის დაბადებისთანავე, მშობიარეს საშოდან დაეწყო სისხლისდენა, თხევადი, ალისფერი, უწყვეტ ნაკადად. მომყოლი დაიბადა აქტიური მართვით, დათვალიერებისას აღმოჩნდა მთელი.საშვილოსნო შეიკუმშა კარგად, სისხლისდენა გრძელდება. ჩამოთვლილთაგან, სავარაუდოდ რა მიზეზით არის გამოწვეული სისხლისდენის განვითარება ?

305

ჩამოთვლილთაგან, სიცოცხლისათვის საშიშირომელი გართულება შესაძლებელია განვითარდეს მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის რამდენიმე წლის შემდეგ?

306

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, როგორი ხასითის ტკივილია მშობიარობის მეორე პერიოდში?

307

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, დედის რომელი მახასითებლები არ წარმოადგენს ანესთეზიის რისკ-ფაქტორს?

308

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა მავნე შედეგები არის დამახასიათებელი სამშობიარო ტკივილისთვის?

309

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ წარმოადგეს სამშობიარო ტკივილის დამცავ მექნიზმს?

310

რეპროდუქციული ასაკის ქალს, რომელსაც აღენიშნება რეგულარული მენსტრუალური ციკლი , ერთი კვირით გადაუცდა თვიური. საშინაო შარდის ტესტი აღმოჩნდა სუსტად დადებითი. დიაგნოსტიკური კვლევის რომელი მეთოდი დააზუსტებს დიაგნოზს ყველაზე მეტად?

311

ჩამოთვლილთაგან, რომელინფექციაზე სკრინინგის ჩატარება არის რეკომენდებული რუტინულად ორსული ქალის პირველი ანტენატალური ვიზიტის დროს?

312

პირველ ანტენატალურ ვიზიტზე ორულის სხეული წონა-64კგ, სიმაღლე-160სმ. ჩამოთვლილთაგან, დაახლოებით რას უდრის ორსულის სხეულის მასისი ინდექსი?

313

რეპროდუქციული ასაკის ქალს, რომელსაც აღენიშნება რეგულარული მენსტრუალური ციკლი , ორი კვირით გადაუცდა თვიური. საშინაო შარდის ტესტი აღმოჩნდა სუსტად დადებითი. ბიმანუალური გასინჯვით ორივე ხელის თითები ზეყელის არეში თითქმის ეხება ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რომელ ნიშანს მიეკუთვნება აღწერილი მონაცემები?

314

ჩამოთვლილთაგან, რომელ სტრუქტურაში გამომუშავდება ქორიონალური გონადოტროპინი ორსულობის დროს?

315

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რას წარმოადგენს სამშობიარო ტკივილი ?

316

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სამშობიარო ტკივილის რომელი ეფექტი იწვევს მშობიარის რესპირატორული ალკალოზისგანვითარებას?

317

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რას იწვევს გაუტკივარების მიზნით წყლის პროცედურები?

318

ჩამოთვლილთაგან, რომელი სამეანო გართულების განვითარება არის ყველაზე მეტად გამოხატული ორსულობის I ტრიმესტრში?

319

ჩამოთვლილთაგან, რა მიზნით არის რეკომენდებული ორსულის ვაგინალური გასინჯვის წარმოება ორსულობის 20 კვირის ვადის შემდეგ ჩატარებული ანტენატალური ვიზიტების დროს?

320

ჩამოთვლილთაგან, რამდენ კილოგრამს შეადგენს ორსულობის დროს ნორმალური სხეულის წონის ნამატი, ორსულთათვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსი <18კგ\მ2?

განმარტებები