სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ახალი გინეკოლოგია
ქვემოთ ჩამოთვლილიდან მიუთითეთ ის კლინიკური სცენარი, რის გამოც პრაქტიკოსმა ექიმმა შესაძლოა გვიან დასვას მშობიარობის შემდგომი სისხლდენის დიაგნოზი
ფეტალური ანემიის განვითარების უხშირესი მიზეზი არის:
მწვავე ფეტალური ანემია შეიძლება გამოიწვიოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილმა ანტისხეულმა გარდა:
რა ცვლილებები ვითარდება ნაყოფში ანტი RH IgG-ს ზემოქმედებით?
რომელ ქვემოთ ჩამოთვლილი რეზუს ანტისხეულის განსაზღვრას ეფუძნება ალოიმუნიზაციის დიაგნოსტირება?
ნაყოფის სიგრძივი ღერძი მდებარეობს საშვილოსნოს სიგრძივი ღერძის გასწვრივ, ნაყოფის თავი მდებარეობს მენჯის შესავალთან, ნაყოფის ზურგი მიქცეულია საშვილოსნოს უკანა და მარჯვენა კედლისაკენ. ჩამოთვლილთაგან, როგორია ნაყოფის, როგორც მშობიარობის ობიექტის მდებარეობა, წინმდებარეობა, სახე და პოზიცია?
ჩამოთვლილთაგან, რა შემთხვევაში არ ჩაითვლება მშობიარობა ფიზიოლოგიურად?
სამშობიარო მოქმედების დაწყებისათვის ჩამოთვლილთაგან, რომელი მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა განხორციელდეს საშვილოსნოში?
ჩამოთვლილთაგან, რამდენი მილიმეტრით არის შესაძლებელი შემცირდეს ნაყოფის ქალას ზომები ნაყოფის თავის კონფიგურაციის ხარჯზე?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რას გამოიმუშავებს მონტგომერის ჯირკვლები:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი პერიოდი მიეკუთვნება ლოგინობის ხანას?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ჰორმონის ზემოქმედებით ხდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარული რგოლის დათრგუნვა მშობიარობის შემდეგ ლოგინობის ხანაში:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ლოგინობის ხანაში რომელი ქსოვილი განიცდის სწრაფ ინვოლუციას კუნთოვან ქსოვილთან ერთად?
ორსულობის დიაგნოსტირების უტყუარ ნიშანს წარმოადგენს უბგ-ით ნაყოფის გულისცემის დაფიქსირება. ჩამოთვლილთაგან, ტრანსვაგინურად ორსულობის რომელ ვადაზეა შესაძლებელი ყველაზე ადრე აღნიშნული კვლევის ჩატარება?
ორსულობის დიაგნოსტირების უტყუარ ნიშანს წარმოადგენს უბგ-ით ნაყოფის გულისცემის დაფიქსირება. ჩამოთვლილთაგან, აბდომინურად ორსულობის რომელ ვადაზეა შესაძლებელი ყველაზე ადრე აღნიშნული კვლევის ჩატარება?
ქალთა კონსულტაციას მიმართა 30 კვირის ორსულმა. რომელ ტრიმესტრს მიეკუთვნება ეს ორსულობა?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ზომა შეესაბამება დიაგონალურ კონიუგატას?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, როგორ იზომება დიაგონალური კონიუგატა?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ზომის დადგენაა შესაძლებელიდიაგონალური კონიუგატის მიხედვით?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, როგორ იზომება გარეგანი კონიუგატა?