სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ახალი გინეკოლოგია
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი პარამეტრი წარმოადგენს ჩვენებას იმისთვის, რომ ნაწიბური იქნეს საშვილოსნოს შიგნით სისხლის გადასხმა
რომელ ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს ანტი D-ანტისხეულების კრიტიკულ ტიტრს ალოიუმიზაციის დროს
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ნაყოფის ერითროციტების ის მინიმალური რაოდენობა, რომლის მოხვედრაც დედის სისხლის მიმოქცევაში საკმარისი D-ანტიგენის მიმართ სენსიბილიზაციის განვითარებისათვის
ჩამოთვლილთაგან, ვინ უნდა აწარმოოს ახალშობილის მოვლა მელოგინეთა განყოფილებაში?
ჩამოთვლილთაგან, ინფექციისაგან ახალშობილის დაცვის რომელი ქმედება წარმოადგენს ახალშობილის ჭიპლარის ტაკვის მოვლის ძირითად პრინციპს?
ჩამოთვლილთაგან, რა უპირატესობა გააჩნია ჯანმრთელი მელოგინის სტაციონარში დაყოვნებას >24-48საათის განმავლობაში?
მელოგინეს მშობიარობიდან 30წთ-ში საშოდან დაეწყო სისხლისდენა. ობიექტურად: P-124’, საშუალო არტერიული წნევა- 80მმ.ვრცხ.სვ., TA 90\50მმ.ვრცხ.სვ. მელოგინე უჩივის სისუსტეს და წყურვილის გრძნობას. სავარაუდოდ, რამდენ მილილიტრს შეადგენს დაკარგული სისხლის რაოდენობა?
მელოგინეს მშობიარობიდან 30წთ-ში საშოდან დაეწყო სისხლისდენა. ობიექტურად: P-124’, საშუალო არტერიული წნევა- 80მმ.ვრცხ.სვ., TA 90\50მმ.ვრცხ.სვ. მელოგინე უჩივის სისუსტეს და წყურვილის გრძნობას. ჩამოთვლილთაგან, რამდენი მილილიტრი კრისტალოიდური ხსნარით უნდა იქნას ადექვატურად შევსებული მოცირკულირე სისხლის მოცულობა?
ნაყოფისთვის საშვილოსნოს შიდა გადასხმის შემთხვევაში სისხლის გადასხმის რომელ ტიპს ენიჭება უპირატესობა?
როდის არაა რეკომენდებული კლეიჰაუერის ტესტის ჩატარება მშობიარობის შემდეგ
სენსიბილიზირებული ორსულობის მართვა ანტენატალურად, როცა ანტისხეულების ტიტრი არის 1:8
თუ სენსიბილიზირებული ორსულის მორიგი ტესტირებისას ანტისხეულების ტიტრი აღმოჩნდა, კრიტიკული მართვის შემდეგი ეტაპია:
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი არ წარმოადგენს საშვილოსნოს პირველადი გახევის მიზეზს
ჰისტოლოგიური თვალსაზრისით, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი აღწერს ქორიონის ბუსუსის ჩაზრდის სიღრმეს placenta increta-ს დროს
საშვილოსნოს ჰიპოატონიის მკურნალობისას როგორც პირველი რიგის ქმედება ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია მკურნალობის სწორი ტაქტიკა:
32წლის მშობარე, G5P3, იმშობიარა დროული, ცოცხალი ახალშობილით, წონით 4400,0. ახალშობილის დაბადებიდან 20 წთ- ის შემდეგ გამოაძევა მომყოლი მთელი, ვენაში შეყვანილ იქნა 5 ერთ. ოქსიტოცინი, საშვილოსნო შეიკუმშა კარგად. 5წთ-ში საშოდან დაიწყო სისხლიანი გამონადენი, ჭარბი, ალისფერი, საშვილოსნო მოდუნდა. გარეგანი მასაჟის შემდეგ საშვილოსნოს შეიკუმშა, სისხლისდენა შეწყდა. 5წთ-ის შემდეგ სისხლისდენა განახლდა, საშვილოსნო კვლავ მოდუნდა. ჩამოთვლილთაგან, რომელი პრევენციული ქმედება აგვაცილებდა ყველაზე უფრო მშობიარობის შემდგომი სისხლისდენის განვითარებას?
32წლის მშობარე, G5P3, იმშობიარა დროული, ცოცხალი ახალშობილით, წონით 4400,0. მომყოლი დაიბადა მშობიარობიდან 15წთ-ში, მთელი. მომყოლის დაბადებიდან 5წთ-ში საშოდან დაიწყო სისხლიანი გამონადენი, ჭარბი, ალისფერი, საშვილოსნო მოდუნდა. გარეგანი მასაჟის შემდეგ საშვილოსნოს შეიკუმშა, სისხლისდენა შეწყდა. 5წთ-ის შემდეგ სისხლისდენა განახლდა, საშვილოსნო კვლავ მოდუნდა. ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს სისხლისდენის შეჩერების მიზნით ექიმის მიერ განხორციელებული ყველაზე ეფექტური პირველსაწყისი ქმედება?
მშობიარობის შემდეგ განვითარებული ატონიური სისხლისდენის მართვის დროს, ჩამოთვლილთაგან კონსერვატიული მკურნალობის რომელი მეთოდი წარმოადგენს პირველი რიგის მკურნალობას?
ახალშობილის დაბადებიდან 30წუთის შემდეგ პლაცენტა არ დაიბადა, საშვილოსნომ მიიღო „სილის საათის ფორმა“. მელოგინეს საშოდან დაეწყო სისხლისდენა? ჩამოთვლილთაგან, უშუალოდ რა მიზეზით არის განპირობებული სისხლისდენის დაწყება?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ანატომიური სტრუქტურის დათვალიერება არის შეუძლებელი ვულვის დათავლიერების დროს?