სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა
კერძო ქირურგია
41 წლის ავადმყოფს კოლონოსკოპიითა და ბიოფსიით დაუდგინდა ბრმა ნაწლავის ადენოკარცინომა. ოპერაციის რომელი მეთოდი მიგაჩნიათ ადეკვატურად?
5 წლის პაციენტს აღენიშნება ყაბზობა, მუცლის შებერვა, დეფეკაცია – მხოლოდ საფაღარათოების მიღების შემდეგ. რექტოსიგმოიდური უბნის ენდოსკოპიური ბიოფსიით ადგილი აქვს მეისნერისა და აუერბახის ნერვული წნულების დეფიციტს. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
65 წლის მამაკაცი უჩივის საერთო სისუსტეს, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში წონაში დაკლებას, ცხელებას 38 გრადუსამდე, ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობას, ყრუ ხასიათის ტკივილს მუცლის მარჯვენა ნახევარში. სისხლის საერთო ანლიზში – ზომიერი ნორმოქრომული ანემია ედს- ის მომატებით 25 მმ/სთ. რომელი გამოკვლევა დაგეხმარებათ ყველაზე მეტად დიაგნოზის დადგენაში?
5 წლის ბავშვს არენიშნება ყაბზობა, მუცლის ტკივილი. შებერილობა. ირიგოსკოპიით დგინდება მსხვილი ნაწლავის შევიწროვებული და გაფართოებული ნაწილების მონაცვლეობა. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილს მუცერლში, ფაღარათს (დღე-ღამეში 40- მდე). კოლონოსკოპიით ვლინდება მსხვილი ნაწლავის ლორჭოვანი გარსის შეშუპება და სისხლდენა. ნაწლავის სანათურში სისხლნარევი ლორწო და ჩირქი. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
პაციენტს მსხვილი ნაწლავის პოლიპოზთან ერთად დაუდგინდა ძვლოვანი და რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი სიმსივნეების თანაარსებობა. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
5 წლის ბავშვს რექტოსკოპიით დაუდგინდა სწორი ნაწლავის პოლიპი, რომელსაც მაკროსკოპულად აქვს ყურძნის მტევნის ფორმა, ფეხი, გლუვი ზედაპირი. შეფერილობა მიმდებარე დაუზიანებელ ლორწოვან გარსთან შედარებით უფრო მკვეთრია. პოლიპის რომელი სახე აქვს პაციენტს?
პაციენტს აღენიშნება ფაღარათი დღე-ღამეში 40-მდე, სისხლის და ლორწოს გამოყოფით, ზოგჯერ ჩირქისაც. ძლიერი ტკივილი მთელ მუცელში, ტენეზმები, ღებინება, სხეულის მაღალი ტემპერატურე, მუცლის შებერვა. რომელ დაავადებას ახასიათებს მსგავსი სიმპტომები?
რა არტერიებით მარაგდება მსხვილი ნაწლავი.
4 წლის ბავშვს აწუხებს შეკრულობა. დედის გადმოცემით შეკრულობა აღენიშნება დაბადების მომენტიდან და ამჟამად დეფეკაცია აქვს 2-3 დღეში ერთხელ ოყნის საშუალებით. მუცელი შებერილია, სიმეტრიულია. პალპაციით ისინჯება გადაბერილი ნაწლავის მარყუჟები. რექტორომანოსკოპიით – სწორი ნაწლავი სპაზმირებულია, რომელსაც შემდეგ მოსდევს გაგანიერებული უბანი. სავარაუდო დიაგნოზია:
28 წლის მამაკაცს აწუხებს ტკივილი მუცელში, დიარეა დღე-ღამეში 10-12- ჯერ, განავალში ჩირქით, ლორწოთი და სისზლით, ცხელება. ვადაა რამოდენიმე წელია. პერიოდულად ეს სიმპტომები კლებულობს ან ქრება, შემდეგ კვლავ გამოვლინდება. კოლონოსკოპიით – სწორი ნაწლავის და მთელი კოლინჯის ლორწოვანი გარსი ჰიპერემიული, შეშუპებული და სისხლმდენია. მასზე აღინიშნება მრავლობითი ეროზიები და წყლულები. სავარაუდო დიაგნოზია:
55 წლის მამაკაცს რამოდენიმე თვეა დაეწყო მოვლითი ყრუ ტკივილი მუცელში, ყურყური, შებერილობა, დეფეკაციის გაძნელება. დაიკლო წონაში. ადრე მსგავსი მოვლენები არასოდეს ჰქონია. პალპაციით მუცელი რბილია, ისინჯება გადაბერილი განივი კოლინჯი. რომელი გამოკვლევა იქნება ყველაზე ინფორმაციული დიაგნოზის დასასმელად?
55 წლის მამაკაცს რამოდენიმე თვეა დაეწყო მოვლითი ყრუ ტკივილი მუცელში, ყურყური, შებერილობა, დეფეკაციის გაძნელება. დაიკლო წონაში. ადრე მსგავსი მოვლენები არასოდეს ჰქონია. პალპაციით მუცელი რბილია, ისინჯება გადაბერილი განივი კოლინჯი. კოლონოსკოპიით ნანახია დასწვრივი კოლინჯის კიბო, რომელიც ნაწილობრივ ახშობს ნაწლავის სანათურს. კომპიუტერული ტომოგრაფიით რეგიონული და შორეული მეტასტაზები არ აღინიშნება. რომელი ოპერაცია უნდა გაკეთდეს?
65 წლის მამაკაცს გაუკეთდა ბრმა ნაწლავის ადენოკარცინომის გამო ოპერაცია: მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია ილეოტრანსვერზოანასტომოზით. ამოკვეთილი პრეპარატის გამოკვლევით დადგინდა, რომ სიმსივნე აზიანებს ნაწლავის კედლის ყველა შრეს, იწვევს ნაწლავთა გაუვალობას. რეგიონულ 2 ლიმფურ კვანძში აღინიშნება მეტასტაზები. შორეული მეტასტაზები არ არის. ჩაწერეთ აღნიშნული შემთხვევა თ სისტემის მიხედვით.
ჰირშპრუნგის დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება:
44 წლის მამაკაცს აწუხებს მუცლის ტკივილი, დიარეა (დღე-ღამეში 10-15- ჯერ). განავალში არის ლორწო და სისხლი. აქვს ცხელება. პერიოდულად ეს სიმპტომები კლებულობს და ქრება. კოლნოსკოპიით კოლინჯის ლორწოვანი შეშუპებული, დაწყლულებული და სისხლმდენია. სავარაუდო დიაგნოზია:
ჩამოთვლილ დაავადებათაგან რომელი არის მიჩნეული ობლიგატურ პრეკანცერულ (კიბოსწინარე) დაავადებად?
58 წლის მამაკაცს აღენიშნება მუცლის შებერვა, ყურყური, ყაბზობას ენაცვლება ფათარათი. უჩივის ყრუ ხასიათის ტკივილს მუცელში. განავალში არის სისხლიც და ლორწოც. წონაში მკვეთრად დაიკლო. კოლინჯის კიბოს რომელ კლინიკურ ფორმას მიესადაგება აღნიშნული სიმპტომები?
რომელი ოპერაციაა მოწოდებული ოჯახური პოლიპოზის შემთხვევაში?
ღვიძლის ამებური აბსცესის მკურნალობისთვის გამოიყენება: