სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა
კერძო ქირურგია
ღვიძლის ციროზის დროს საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენის მიზეზს არ წარმოადგენს:
ბად-ჰიარის სინდრომისა და ჰიარის დაავადების დროს პათოლოგია ვლინდება:
თუ პაციენტს აღენიშნება ლორწოვანისა და კანის ყვითლად შეფერვა, ქავილი, მუქი შარდი და აქოლიური განავალი, ანამნეზში 2 დღით ადრე ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილი ეპიგასტრიუმისა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ირადიაციით გულისა და მარცხნივ ბეჭქვეშა მიდამოსაკენ, ამ შემთხვევაში წინასწარი დიაგნოზია:
ღვიძლის ჰემანგიომის გართულებებია:
პაციენტი უჩივის მუდმივი ყრუ ხასიათის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სადაც ინსპექციით ვლინდება მუცლის წინა კედლის გამობერილობა, პალპაციით ღვიძლი სცილდება ნეკნთა რკალს დამ ის პროექციაძე ისინჯება – მრგვალი ფორმის ელასტიური კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნი. სისხლში – ეოზინოფილია, ლატექს-აგლუტინაციის რეაქცია დადებითია. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
ღვიძლის ექინოკოკოზის მკურნალობის ოპტიმალური მეთოდია:
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტს თანდათანობით განუვითარდა ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, პალპაციით ვლინდება ჰეპატომეგალია, ღვიძლის ქვედა კიდე ხორკლიანი და მკვრივია. სისხლში ფეტოპროტეინის დონე მაღალია. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
პორტული ჰიპერტენზიის რომელ ფორმას იწვევს ყველაზე ხშირად ღვიძლის ციროზი?
პაციენტი უჩივის `ყავის ნალექისებრ~ ღებინებას, მელენას, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოხატულია სიყვითლე, ასციტი, `მედუზას თავი~. რა შესაძლო პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
პორტული ჰიპერტენზიის ღვიძლზედა ფორმას იწვევს:
რომელი მეთოდი გამოიყენება პრეჰეპატური პორტული ჰიპერტენზიის დროს კარის ვენაში წნევის შემცირების მიზნით, როცა სისხლძარღვოვანი ანასტომოზის დადების წინაარმდეგჩვენება არ არსებობს?
52 წლის მამაკაცი უჩივის საერთო სისუსტეს, სიყვითლეს, ქავილს, მუცლის ზომაში მომატებას, ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. ულტრაბგერითი კვლევით აღინიშნება ღვიძლის კარში უსწორმასწორო კიდეების მქონე ჰიპოექოგენური წარმონაქმნი, ღვიძლშიდა სანაღვლე გზების მკვეთრი დილატაცია. მუცელში ზომიერი რაოდენობით ასციტური სითხე. სისხლში აღინიშნება ჰიპერბილირუბინემია, ზომიერი ანემიით. თქვენი სავარაუდო დიაგნოზი:
რომელი დებულებაა მართებული ღვიძლის ექინოკოკთან მიმართებაში?
რომელი დებულებაა მცდარი ღვიძლის არაპარაზიტულ კისტასთან მიმართებაში?
ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან რომელია ყველაზე ხშირი?
55 წლის მამაკაცი, რომელსაც რამოდენიმე წელია დადგენილი აქვს ღვიძლის ციროზის დიაგნოზი, ბოლო თვეების განმავლობაში უჩივის შემდეგი სიმპტომების გაძლიერებას: საერთო სისუსტე, წონაში დაკლება, უმადობა, შრომისუნარის მკვეთრი დაქვეითება, ფსიქიური დეპრესია, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. აღენიშნება ასციტი. სავარაუდოდ რომელ პათოლოგიასთან უნდა გვქონდეს საქმე?
45 წლის მამაკაცი, რომელსაც რამოდენიმე წელია დადგენილი აქვს ღვიძლის ციროზის დიაგნოზი, ჰოსპიტალიზებულია სტაციონარში ჩივილებით სისხლიან ღებინებაზე და დეფეკაციაზე შავი ფერის თხიერი განავლოვანი მასებით. სისხლდენის გენეზის დასადგენად რომელი გამოკვლევაა გასაკეთებელი?
პორტული ჰიპერტენზიის სინდრომის დროს შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერსპლენიზმი. რა აღინიშნება ამ დროს?
ავადმყოფს აღენიშნება პორტული ჰიპერტენზიისათვის დამახასიათებელი საყლაპავის ვარიკოზი, ჰიპერსპლენიზმი, ღვიძლის ფუნქციის მცირე დარღვევა ასციტის გარეშე. აღნიშნული ცვლილებები უმეტესად ახასიათებს:
პორტული ჰიპერტენზიის ქირურგიული მკურნალობის ქვემოთ ჩამოთვლილი სახეებიდან, რომელი იწვევს უმეტესად ენცეფალოპათიას?