სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა
კერძო ქირურგია
ფილტვის კიბოს სიმპტომებია
74 წლის მამაკაცს, რომელიც 45 წელია ეწევა თამბაქოს 3 თვეა აქვს შემაწუხებელი ხველა და საერთო სისუსტე. ხველა ხშირად სისხლიანია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე _ მარჯვენა ფილტვის კართან უსწორმასწორო კონტურების მქონე ჰომოგენური დაჩრდილვაა. სავარაუდო დიაგნოზია:
პნევმონიის მქონე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რენტგენოლოგიიურად ვლინდება ფილტვის ქსოვილის გამკვრივება, მრავლობითი წვრილკეროვანი ჩრდილის არსებობა. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
პაციენტი უივის ხველას, ტემპერატურის მომატებას, ქოშინს, ტკივილს გულმკერდში. ჭურჭელში დაყოვნების შემდეგ ნახველი იყოფა სამ შრედ. ინსპექციით არინიშნება თითების დოლის ჩხირისებრი და რჩხილების საათის მინისებრი ცვლილება. გულმკერდის ყაფაზი ჩამორჩება სუნთქვაში. პერკუსიით ყრუ ხმიანობაა. აუსკულტაციით ამოხველებამდე მოისმინება მსხვილ და საშუალო ბუშტუკოვანი სველი ხიხინი. ამოხველების შემდეგ მშრალი მსტვინავი ხიხინი. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
პაციენტი უჩივის ყრუ ხასიატის ტკივილს გულმკერდში, ქოშინს, ხველას, ტემპერატურის მომატებას. რენტგენოლოგიური გამოკვლევით მარჯვენა ფილტვში აღინიშნება სწორი კიდეების მქონე მრგვალი ფორმის ჰომოგენური დაჩრდილვა. სისხლში ეოზინოფილიაა. დადებითია ლატექს-აგლუტინაციის რეაქცია. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
55 წლის მამაკაცი უჩივის სუბფებრილურ ტემპერატურას, მცირე რაოდენობის ნახველის გამოყოფით, ნახველი ლორწოვანია, მცირედი სისხლით, სუნის გარეშე, ნახველის გამოყოფის მიუხედავად მდგომარეობა არ უმჯობესდება. ფილტვის ქსოვილში რენტგენოლოგიურად ვლინდება ღრუები გასქელებული კედლებით, რომელთა შინაგანი კონტურები უბისებურად ამოღრღნილია. ფილტვის სეკვესტრები არ აღინიშნება. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
65 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს მხარზედა მიდამოში, რომელიც გადაეცემა ხელში. ხელი შეშუპებულია. გამოხატულია ბერნარ-ჰორნერის სინდრომი. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
70 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს გულმკერდის არეში. აღენიშნება სახისა და კისრის შეშუპება, ჰაერის უკმარისობა, მშრალი ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა. რენტგენოლოგიურად ვლინდება შუასაყარის ჩრდილის გაფართოება, ჩრდილის კონტურები პოლიციკლურია. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
66 წლის ავადმყოფი შემოვიდა კლინიკაში გადატანილი პნევმონიის შემდგომ პერიოდში. შემოსვლისას აღენიშნება მაღალი ტემპერატურე, შემცივნება, მარჯვენა ფილტვის შუა და ქვემო წილის ატელექტაზი. რენტგენოლოგიურად ვლინდება მრავლობიტი წვრილკეროვანი ჩრდილები, ერთგან სამკუთხა ფორმის ჩრდილი. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
ავადმყოფი, 58 წლის მამაკაცი, უჩივის საერთო სისუსტეს, უმადობას, წონაში დაკლებას, სუნთქვის გაძნელებას, ხშირ ხველას, ზოგჯერ სისხლნარევს. რენტგენოლოგიურად აღინიშნება მარჯვენა ფილტვის შუა წილის ატელექტაზი, კომპიუტერული ტომოგრაფიით – ბრონქის ამპუტაცია. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
48 წლის მამაკაცი უჩივის ყრუ ხასიათის ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, ხველას, ქოშინს. რენტგენოლოგიურად დადგინდა მარჯვენა ფილტვის ზემო წილში ოვალური ფორმის დაჩრდილვა სითხის ჰორიზონტალური დონით. სისხლში აღინიშნება ეოზინოფილია, ლატექს-აგლუტინაციის რეაქცია დადებითია. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
რომელი დებულებაა მცდარი ბრონქოექტაზიურ დაავადებასთან მიმართებაში?
რომელი დებულებაა მართებული ფილტვის ექინოკოკთან მიმართებაში?
40 წლის მამაკაცს, რომელიც ცხოვრობს მთიან რეგიონში და მისდევს მესაქონლეობას, აწუხებს ყრუ ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მშრალი ხველა. ეს სიმპტომები დაეწყო რამოდენიმე თვეა. აუსკულტაციით – მარჯვნივ ქვედა წილში შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა. ულმკერდის რენტგენოგრამაზე – მარჯვნივ ქვედა წილში აღინიშნება მრგვალი, სწორკიდეებიანი ჰომოგენური ჩრდილი. სისხლის საერთო ანალიზში- ეოზინოფილია. დადებითია სისხლის ლატექს აგლუტინაციის რეაქცია. სავარაუდო დიაგნოზია:
ფილტვის კიბოსთან მიმართებაში რომელი დებულებაა მცდარი?
70 წლის მამაკაცს, რომელიც 50 წელია ეწევა თამბაქოს 4 თვეა აქვს შემაწუხებელი ხველა და საერთო სისუსტე. აუსკულტაციით ფილტვებში ვეზიკულური სუნთქვა. გულმკერდის რენტგენოგრამაზე – მარჯვენა ფილტვის კართან უსწორმაწორო კონტურების მქონე ჰომოგენური დაჩრდილვა. სავარაუდო დიაგნოზია:
ფილტვის ექინოკოკოზის ჩამოყალიბებისას ექინოკოკის ჭიის კვერცხის ფილტვში მოხვედრის გზა შეიძლება იყოს:
წლის მამაკაცი უჩივის საერთო სისუსტეს, ცხელებას. ტ-39,5 0ჩ, შემცივნებას, ოფლიანობას, სუნთქვის გაძნელებას, აუსკულტაციით მწირი მონაცემებია. რენტგენოლოგიურად ორივე ფილტვის შუა და ქვედა წილებში მრავლობითი წვრილკეროვანი დაჩრდილული უბნებია. სავარაუდო დიაგნოზია:
42 წლის ქალს აწუხებს მრავალი წელია ხველა და ცხელება, რომელიც პერიოდულად ქრება. ამჟამად აღენიშნება ხველა დიდი რაოდენობით ლორწოვან- ჩირქოვანი ნახველით. პირიდან ცუდი სუნი. რენტგენოლოგიურად სამკუთხა ჩრდილია მწვერვალით ფილტვის კარისკენ. სავარუდო დიაგნოზია:
ავადმყოფი 62 წლის, უჩივის მუდმივ ხველას ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით (დღე-ღამეში 100-200 მლ-მდე) წელიწადში 2-3 ჯერ გამწვავებას ბრონქოპნევმონიის სახით, სუნთქვის გაძნელებას. რენდგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის ქსოვილის ვრცელი დაზიანება ფიბროზული უბნებით. რა დაზიანება აღენიშნება ავადმყოფს?