სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა
კერძო ქირურგია
რომელი გართულება არ არის დამახასიათებელი კარდიოსპაზმისთვის?
საყლაპავის კიბოს კლინიკურ ნიშნებს არ მიეკუთვნება:
საყლაპავის კიბოს მაკროსკოპული ფორმებია:
35 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს მკერდის ძვლის უკან, ჰორიზონტული მდებარეობის მიღებისას პირის ღრუში სითხის გადმოსვლას და ყლაპვის გაძნელებას. ამასთან აღნიშნავს, რომ უფრო ადვილად ყლაპავს მშრალ საკვებს, ვიდრე თხიერს. რომელი დაავადება უნდა ჰქონდეს პაციენტს?
ავადმყოფი ქალი 40 წლის უჩივის ტკივილს მკერდის უკან, ყლაპვის გაძნელებას უპირატესად თხიერი და ცხელი საკვების მიღების დროს. დისფაგია ძლიერდება ნერვული სტრესის დროს. პერიოდულად აღნიშნავს რეგურგიტაციას. რა პათოლოგია აღენიშნება ავადმყოფს?
ახალშობილს აღენიშნება ნერწყვისა და ლორწოს მუდმივი დენა პირისა და ცხვირის ღრუებიდან, კვების დაწყებისთანავე აუჭრელი რძის ამოღებინება. რა პათოლოგია აღენიშნება ახალშობილს?
30 წლის ქალს აღენიშნება დისფაგია, რომელიც ძლიერდება ნერვული აგზნების შემდეგ. რეგურგიტაცია წოლით მდგომარეობაში და სხეულის წინ გადახრის დროს, ტკივილი მკერდის ძვლის უკან. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
საყლაპავის კიბოს IV სტადიას TNM კლასიფიკაციით შეესაბამება:
30 წლის კაცს აღენიშნება ყელში ფხაჭნის და უცხო სხეულის შეგრძნება. მშრალი ხველა, ჰიპერსალივაცია. ზოგჯერ სპაზმური დისფაგია. ყლაპვისას ისმის ბუყბუყის ხმა. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
ავადმყოფს აღენიშნება დისფაგია, რონელიც დაეწყო უეცრად და უფრო მეტად გამოხატულია დილით.აღენიშნება რეგურგიტაცია `სველი ბალიშის სიმპტომი~. აქვს ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით მარცხენა მხრის და ბეჭის არეში. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
ავადმყოფი მამაკაცი 62 წლის უჩივის ყელში ფხაჭვნას და უცხო სხეულის შეგრძნებას, მშრალ ხველას, დისფაგიას, თავის უკან გადაწევისას კისერზე აღინიშნება გამობერილობა. წყლის დალევის შემდეგ მასზე პერკუსიით ისმის შხეფის ხმა. რა დაავადება აღენიშნება ავადმყოფს?
ავადმყოფი 64 წლის უჩივის ყლაპვის გაძნელებას. თავიდან უჭირდა მკვრივი და ცუდად დაღეჭილი საკვების გადაყლაპვა და მას ახერხებდა წყლის ყლუპის საშუალებით, ამჟამად უჭირს თხიერი საკვების გადაყლაპვაც მკვეთრად დაიკლო წონაში. რა დაავადება აღენიშნება ავადმყოფს?
საყლააპვის რომელ დაავადებას ახასიათებს პარადოქსული დისფაგია?
საყლაპავის ეპითელურქსოვილოვან სიმსივნეებს მიეკუთვნება:
26 წლის ქალს აწუხებს ყლაპვის გაძნელება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან და წოლისას პირის ღრუში სითხის დიდი რაოდენობით გადმოსროლა. იგი აღნიშნავს, რომ უფრო ადვილად ყლაპავს მშრალ საკვებს, ვიდრე სითხეებს. მ ყველაფერს წინ უძღოდა სტრესული სიტუაცია. რენტგენოლოგიურად აღინიშნება საყლაპავის ტერმინალური ნაწილის შევიწროვება სადა, სწორი, ელასტიური კონტურებით, ლორწოვანი გარსის ნაოჭების შენარჩუნებით. სავარაუდო დიაგნოზია:
35 წლის მამაკაცს აწუხებს გულძმარვა, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რომელიც ძლიერდება სხეულის წინ გადახრის დროს, ბოყინი. ეზოფაგოფიბროსკიპიით – საყლაპავის ქვემო მესამედში ლორწოვანის ჰყპერემია, ეროზიები, კარდიალური სფინქტერი ბოლომდე არ იხურება. სავარაუდო დიაგნოზია:
38 წლის მამაკაცს აწუხებს ხახაში უცხო სხეულის შეგრძნება, მშრალი ხველა, ცუდი სუნი პირიდან, ყლაპვის გაძნელება. თავი უკან გადაწევისას კისერზე აღინიშნება გამობერილობა, რომელიც რბილი კონსისტენციისაა. მასზე ზეწოლისას იგი ზომაში მცირდება. რენტგენოლოგიურად საყლაპავის დასაწყისში ვლინდება კედლის გამობერილობა. შაყლაპავის რომელი დივერტიკული აქვს პაციენტს?
65 წლის მამაკაცს აწუხებს ყლაპვის გაძნელება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, პერიოდულად ღებინება. ეზოფაგოფიბროსკოპიით საყლაპავის შუა მესამედში აღინიშნება უსწორმასწორო ზედაპირის, ხორკლიანი ქსოვილი, რომელიც შეხებისას ადვილად სისხლმდენია. მისი ზედაპირი დაფარულია რუხი ნადებით. სავარაუდო დიაგნოზია:
საყლაპავის კიბოს შემთხვევაში მეზობელ ორგანოებზე სიმსივნის გავრცელების გამოსავლენად რომელი გამოკვლევაა ყველაზე ინფორმაციული?
თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომთა კომპლექსი: ყლაპვის აქტისას `გაფხაჭვნისა~ და გულზე ლუკმის დადგომის შეგრძნება; დისფაგია; საკვების რეგურგიტაცია, განსაკუთრებით წოლისას; კისრის არეში ისინჯება რბილი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ზეწოლისას ქრება; პაციენტი ავადაა: