სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
რის შედეგად წარმოიქმნება გალოპის რიტმი?
რომელი დაავადებით შეიძლება იყოს გამოწვეული კანის ციანოზი და ფეხების შეშუპება?
რომელი ფაქტორი მონაწილეობს შეშუპების მექანიზმში გულის დაავადებების დროს?
რომელი ჩივილია დამახასიათებელი მირე წრეში წნევის მომატების და შეგუბებისთვის?
რა მექანიზმი უდევს საფუძვლად სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომს?
65 წლის ავადმყოფს, რომელმაც 3 წლის წინ გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი, თანდათან განუვითარდა ქოშინი, პლევრული გამონაჟონი. არ აქვს გამოხატული ტკივილი გულ-მკერდის არეში, ცხელება და სისხლში ცვლილებები. რომელია პლევრული გამონაჟონის სავარაუდო მიზეზი?
რომელი ეკგ ცვლილებაა დამახასიათებელი WPW სინდრომისთვის?
რომელი დებულებაა სწორი პრინცმეტალის სტენოკარდიის დროს?
რა ცვლილებებია სისხლში სტენოკარდიის შეტევის დროს?
რომელია გულის უკმარისობის შარდმდენებით მკურნალობის ეფექტურობის ყველაზე მარტივი კლინიკური მაჩვენებელი?
როგორ იცვლება მოციკულირე სისხლის მოცულობა გულის ქრონიკული უკმარისობის დროს?
გულის უკმარისობის რომელ სტადიაზე აღენიშნება პაციენტს ასციტი, ჰიდროთორაქსი, ანასარკა?
რომელი სამკურნალო საშუალებები არ იწვევენ ან არ აღრმავებენ დისლიპიდემიას?
მეორადი ჰიპერლიპიდემიის მიზეზია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ათეროსკლეროზის განვითარების რისკ-ფაქტორია ყველა, გარდა ერთისა:
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა გულისხმობს ყველა ჩამოთვლილ ღონისძიებას, გარდა ერთისა:
რომელია ათეროსკლეროზის მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორი?
რომელია ათეროსკლეროზის არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორი?
ჩამოთვლილი დაავადებებიდან ყველა ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, გარდა ერთისა:
რომელი პრეპარატები არ გამოიყენება ჰიპერლიპიდემიის სამკურნალოდ?