სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
ქრონიკული ბრონქიტის გართულება შეიძლება იყოს ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა
ჩამოთვლილთაგან რას შეუძლია გამოიწვიოს პნევმოთორაქსი
ჩამოთვლილი სამკურნალო მეთოდებიდან, რომელია ნაკლებად ეფექტური ბრონქოექტაზიის დროს
ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი არ არის ფილტვის ემფიზემისთვის დამახასიათებელი
ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობებიდან რომელი არ იწვევს ჰიდროთორაქსის განვითარებას
დაასახელეთ დაავადება, რომლის დროსაც ნახველში არის კურშმანის სპირალები და შარკო-ლეიდენის კრისტალები
ჩამოთვლილთაგან რომელია პათოგნომური ნიშანი ქრონიკული ფილტვისმიერი გულისთვის
ჩამოთვლილი ტესტებიდან რომელი განასხვავებს ყველაზე ზუსტად ფილტვების რესტრიქციულ დაავადებებს ობსტრუქციულისგან
წილოვანი პნევმონიის გართულებებს წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა
30 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში შებრუნებითი მორეციდივე პნევმონიის დიაგნოზით. უჩივის ქრონიკულ პროდუქტიულ ხველას ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ სისხლს მინარევით ზოლების სახით, ხველა ძლიერდება დილაობით და დაწოლისას, აღენიშნება დოლის ჩხირების ფორმის თითები, ფილტვებში ქვედა წილებში ისმის სველი ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია
30 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში შებრუნებითი მორეციდივე პნევმონიის დიაგნოზით. უჩივის ქრონიკულ პროდუქტიულ ხველას ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ სისხლს მინარევით ზოლების სახით, ხველა ძლიერდება დილაობით და დაწოლისას, აღენიშნება დოლის ჩხირების ფორმის თითები, ფილტვებში ქვედა წილებში ისმის სველი ხიხინი. რა ცვლილება იქნება რენტგენოლოგიურად
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არ ახასიათებს ფილტვების ემფიზემას
ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანია პათოგნომური ფილტვის აბსცესისთვის
ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი არ არის ექსუდაციური პლევრიტისთვის დამახასიათებელი
ფილტვებში შეგუბების მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა
ჩამოთვლილთაგან რა ახასიათებს ბრონქული ასთმის შეტევას
39 წლის მამაკაცი უჩივის შეტევითი ხასიათის ექსპირაციული ტიპის ქოშინს. შეტევის ჩათავებისას უჩნდება ხველა ლორწოვანი ნახველის გამოყოფით. გამოხატულია ციანოზი, ფილტვების პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა, აუსკულტაციით მრავლობითი მშრალი მსტვინავი ხიხინი. დაასახელეთ სავარაუდო დიაგნოზი
ჩამოთვლილთაგან რა არ ახასიათებს ბრონქოექტაზიას
25 წლის ნარკომანი მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში მშრალი ხველის და ქოშინის 4 კვირიანი ანამნეზით. რენტგენოგრამაზე ჩანს დიფუზური ინტერსტიციული დაჩრდილვა. სავარაუდო დიაგნოზია
50 წლის ალკოჰოლიკს აქვს ძლიერი სისუსტე, ტკივილი გულ-მკერდის მარჯვენა მხარეს. 2 კვირის განმავლობაში აქვს სუბფებრილური ცხელება, ხველა სუნიანი ჩირქოვანი ნახველით. რენტგენოგრაფიით დადგინდა 2 სმ დიამეტრიც სითხით სავსე ღრუ მარჯვენა ფილტვის ზემო ნაწილში. აღნიშნული სურათი განპირობებულია შემდეგი პათოლოგიით