სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
ორგანიზმში ამ ჰორმონის სიმცირე იწვევს ადამიანის ადაპტაციური შესაძლებლობების დაქვეითებას, ელტროლიტურ დარღვევებს (Nა ↓, K ↑), ჰიპოგლიკემიას, დეჰიდრატაციას. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელზეა საუბარი?
პაციენტს ადისონის დაავადებით გამოხატული ჰიპერპიგმენტაციის ფონზე აღენიშნება უპიგმენტო ლაქები _ ვიტილიგო. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რაზე მიგვითითებს ეს ფაქტი?
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი ვითარდება ენდოკრინული ჯირკვლის პირველადი აუტოიმუნური დაზიანებით?
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი ვითარდება ენდოკრინული ჯირკვლის პირველადი აუტოიმუნური დაზიანებით?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ითვლება ადისონის დაავადების მკურნალობის არჩევის პრეპარატად?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მკურნალობის რომელი ტაქტიკაა ოპტიმალური პაციენტისთვის ადისონის დაავადებით ინტერკურენტული დაავადების, ორსულობის, სტრესული სიტუაციების დროს?
24 წლის მამაკაცი, ავადაა ადისონის დაავადებით 16 წლის ასაკიდან. იღებს ჰიდროკორტიზონს 25 მგ დღეში 2 მიღებაზე. მისი გამოკვლევის შედეგებია: სისხლში შაქარი უზმოზე 3.3 მმოლ\ლ, Na ↓, K ↑, T\A – 90\60 მმHგ, Hb – 62 ერთ. 135 შეაფასეთ დაავადების კომპენსაციის ხარისხი და ქვემოთ ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ მკურნალობის ოპტიმალური ვარიანტი.
პაციენტს ადისონის დაავადებით განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოთირეოზი. სავარაუდოდ ქვემოთ ჩამოთვლილიდან კიდევ რომელი დაავადების განვითარების რისკი არსებობს?
ზრდის დარღვევის შემთხვევებში რა სიხშირით გვხვდება ჰიპოფიზური ნანიზმი?
ამ ჰორმონის უკმარისობა იწვევს პოლიურიასა და პოლიდიფსიას ნორმოგლიკემიის ფონზე. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელზეა საუბარი?
ქალი, 27 წლის, მწვავე ფსიქიური აშლილობით, მოათავსეს ნევროლოგიურ კლინიკაში. ყურადღება მიიქცია პოლიურიამ, პოლიდიფსიამ. ზიმნიცკის ცდის შედეგები: დღის დიურეზი 2,800 მლ, ღამის 400 მლ. ხვედრითი წონა 1000-1015. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზია სავარაუდო?
პაციენტს ნორმოგლიკემიის ფონზე აქვს პოლიურია, პოლიდიფსია. სავარაუდოდ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ჰორმონის დეფიციტით არის გამოწვეული ეს მდგომარეობა?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან უშაქრო დიაბეტის რომელი ფორმაა ყველაზე მეტად გავრცელებული? 136
16 წლის ვაჟი, პოლიურიის, პოლიდიფსიის, ჰიპოიზოსტენურიის საფუძველზე დაუდგინდა უშაქრო დიაბეტის სინდრომი. ჩაუტარდა ვაზოპრესინის სტიმულაციის ტესტი, რომლის ფონზე დიურეზი შემცირდა, შარდის ხვ. წონამ კი მოიმატა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სავარაუდოდ უშაქრო დიაბეტის რომელი ფორმა აქვს პაციენტს?
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი გამოიყენება ცენტრალური უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ?
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი გამოიყენება ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ?
პაციენტს კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დაესვა უშაქროს დიაბეტის სინდრომის დიაგნოზი. განისაზღვრა სისხლში ანტიდიურეზული ჰორმონის დონე. ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან სავარაუდოდ რომელი შეესაბამება უშაქრო დიაბეტის ნეფროგენულ ფორმას?
6 წლის ბიჭი, ბოლო 1 წელია აღენიშნება პოლიურია, პოლიდიფსია. სისხლში შაქარი უზმოზე ნორმაშია. ქვემოთ ჩამოთვლილი ტესტებიდან პირველ რიგში რომელი უნდა ჩატარდეს?
6 წლის ბიჭი, კლინიკური და პარაკლინიკური გამოკვლევებით დაუდგინდა უშაქრო დიაბეტის სინდრომი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ტესტი უნდა ჩაუტარდეს პაციენტს უშაქრო დიაბეტის ფორმის დასადგენად?
პაციენტს პოლიურიით, პოლიდიფსიით, ნორმოგლიკემიით უშაქრო დიაბეტის გამოსარიცხად ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი შეესაბამება უშაქრო დიაბეტს?