QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია

1105 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1081

ენდოკრინოლოგიურ ცენტრს მიმართა 25 წლის ქალმა, თავისი ორსულობის მეთორმეტე კვირის ბოლოს. იგი არ იმყოფება ქალთა კონსულტაციის მეთვალყუ-რეობის ქვეშ და არ უტარდება იოდით პროფილაქტიკა. უკანასკნელ 1 თვის გან-მავლობაში პაციენტს განუვითარდა ჩივილები: საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, სხეულის მასის მატება 10 კგ-ით, ამჟამად სხეულის მასა 88 კგ, სი-მაღლე – 162 სმ. პაციენტს აღენიშნება ძილიანობა დღისით, კანის სიმშრალე, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა. საექიმო გასინჯვისას აღინიშნება სახისა და სხეულის ზომიერად გამოხატული შეშუპება, ხმა დაბალი ტემბრისაა, კანი მშრალია, პულსის სიხშირე 58 დარტყმა წუთში. არტერიული წნევა 120\80 მმ.ვ.წ.სვ. ფარისებრი ჯირკვალი პალპაციით ისინჯება გადიდებული, მკვრივი კონსისტენციის წარმონაქმნის სახით. ჯირკვალი მოძრავია, უმტკივნეულო. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით ორივე წილის საერთო მოცულობა 38 მლ, კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. ჯირკვლის ქსოვილის ექოგენობა მომატებულია, ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.7 ნგ\დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ\დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 15.1 მიკრ.საერთ.ერთ\მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ\მლ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია სავარაუდო ყველაზე მეტად აღნიშნულ შემთხვევაში.

1082

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც აღენიშნებოდა: კისრის წინა ნაწილში ტკივილი, რაც ძლიერდებოდა ყლაპვის დროს და ხელით ზეწოლისას. ტკივილი გადაეცემოდა კისრის უკანა მხარეს და კეფის არეში. აღნიშნული მოვლენები დაიწყო 10 დღის წინ, მწვავედ, ზემო სასუნთქი გზების კატარალური მოვლენების გადატანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ტკივილთან ერთად ავადმყოფს დაეწყო ჰექტიური ცხელება 39-40 გრადუსამდე ცელსიუსის სკალით. პაციენტი უჩივის აგრეთვე: ზოგადი აგზნებადობის ზომიერად მომატებას, ოფლიანობის გაძლიერებას, გულისცემის გახშირებას, სხეულში შინაგანი კანკალის შეგრძნებას. პალპაციით ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, მტკივნეულია, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისაა. სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდა ერითროციტების დალექვის სისწრაფის მომატება 55 მმ-მდე საათში, ლეიკოციტოზის გარეშე. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია სავარაუდო ყველაზე მეტად აღნიშნულ შემთხვევაში? 165

1083

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც აღენიშნებოდა: კისრის წინა ნაწილში ტკივილი, რაც ძლიერდებოდა ყლაპვის დროს და ხელით ზეწოლისას. ტკივილი გადაეცემოდა კისრის უკანა მხარეს და კეფის არეში. აღნიშნული მოვლენები დაიწყო 12 დღის წინ, მწვავედ, ზემო სასუნთქი გზების კატარალური მოვლენების გადატანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ტკივილთან ერთად ავადმყოფს დაეწყო ჰექტიური ცხელება 39-40 გრადუსამდე ცელსიუსის სკალით. პაციენტი უჩივის აგრეთვე: ზოგადი აგზნებადობის ზომიერად მომატებას, ოფლიანობის გაძლიერებას, გულისცემის გახშირებას, სხეულში შინაგანი კანკალის შეგრძნებას. პალპაციით ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, მტკივნეულია, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისაა. სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდა ერითროციტე-ბის დალექვის სისწრაფის მომატება 55 მმ-მდე საათში, ლეიკოციტოზის გარეშე. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება არის საჭირო ყველაზე მეტად აღნიშნულ შემთხვევაში.

1084

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც აღენიშნებოდა: კისრის წინა ნაწილში ტკივილი, რაც ძლიერდებოდა ყლაპვის დროს და ხელით ზეწოლისას. ტკივილი გადაეცემოდა კისრის უკანა მხარეს და კეფის არეში. აღნიშნული მოვლენები დაიწყო 12 დღის წინ, მწვავედ, ზემო სასუნთქი გზების კატარალური მოვლენების გადატანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ტკივილთან ერთად ავადმყოფს დაეწყო ჰექტიური ცხელება 39-40 გრადუსამდე ცელსიუსის სკალით. პაციენტი უჩივის აგრეთვე: ზოგადი აგზნებადობის ზომიერად მომატებას, ოფლიანობის გაძლიერებას, გულისცემის გახშირებას, სხეულში შინაგანი კანკალის შეგრძნებას. პალპაციით ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, 166 მტკივნეულია, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისაა. სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდა ერითროციტე-ბის დალექვის სისწრაფის მომატება 55 მმ-მდე საათში, ლეიკოციტოზის გარეშე. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 3.1 ნგ\დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ\დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 0.01 მიკრ.საერთ.ერთ\მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ\მლ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, როგორი წარმოშობის თირეოტოქსიკოზის არსებობა არის მოსალოდნელი ყველაზე მეტად აღნიშნულ შემთხვევაში?

1085

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც აღენიშნებოდა: კისრის წინა ნაწილში ტკივილი, რაც ძლიერდებოდა ყლაპვის დროს და ხელით ზეწოლისას. ტკივილი გადაეცემოდა კისრის უკანა მხარეს და კეფის არეში. აღნიშნული მოვლენები დაიწყო 12 დღის წინ, მწვავედ, ზემო სასუნთქი გზების კატარალური მოვლენების გადატანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ტკივილთან ერთად ავადმყოფს დაეწყო ჰექტიური ცხელება 39-40 გრადუსამდე ცელსიუსის სკალით. პაციენტი უჩივის აგრეთვე: ზოგადი აგზნებადობის ზომიერად მომატებას, ოფლიანობის გაძლიერებას, გულისცემის გახშირებას, სხეულში შინაგანი კანკალის შეგრძნებას. პალპაციით ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, მტკივნეულია, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისაა. სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდა ერითროციტების დალექვის სისწრაფის მომატება 55 მმ-მდე საათში, ლეიკოციტოზის გარეშე. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 3.1 ნგ\დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ\დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 0.01 მიკრ.საერთ.ერთ\მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ\მლ). თირეოტოქსიკოზის განვითარების მიზეზის დასაზუსტებლად პაციენტს ჩაუტარდა ფარისებრ ჯირკვალში რადიოაქტიური ტექნიციუმის (რადიოფარმპრეპარატის) შთანთქმის ინტენსიობის გამოკვლევა. იწინასწარმეტყველეთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, დიაგნოსტიკური კვლევის რომელი შედეგის არსებობა არის მოსალოდნელი ყველაზე მეტად, აღნიშნულ შემთხვევაში? 167

1086

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც კლინიკური, ჰორმონული და ინსტრუმენტული მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემწვავე (ვირუსული) თირეოიდიტი, თირეოტოქსიკური სტადია. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რომელი სახე ითვლება ყველაზე მეტად ეფექტურად მსგავს შემთხვევებში?

1087

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც კლინიკური, ჰორმონული და ინსტრუმენტული მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემწვავე (ვირუსული) თირეოიდიტი, თირეოტოქსიკური სტადია. მკურნალობა დაწყებულ იქნა 15 მგ\დღეში პრედნიზოლონით. მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღეს პაციენტს სხეულის ტემპერატურა გაუხდა ნორმალური და ტკივილის სინდრომი მოეხსნა. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, შემდგომი მკურნალობის რომელი გეგმა არის ყველაზე მეტად ეფექტურად მსგავს შემთხვევებში?

1088

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მომართა 23 წლის ქალმა შემდეგი ჩივილებით: საერთო სისუსტე, გულისცემის გახშირება, ემოციური აგზნებადობის მომატება. პაციენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მდგომარეობას ამძიმებს დაძაბული დღის რეჟიმი, რაც დაკავშირებულია სამი თვის წინ მშობიარობასთან და ახლადგაჩენილი ბავშვის მოვლასთან. ამავე დროს პაციენტი აღნიშნავს, რომ კისრის წინა ნაწილში ოდნავ მოიმატა გამობერილობამ. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ავადმყოფობის არსებობაა მოსალოდნელი ყველაზე მეტად?

1089

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მომართა 23 წლის ქალმა შემდეგი ჩივილებით: საერთო სისუსტე, გულისცემის გახშირება, ემოციური აგზნებადობის მომატება. პაციენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მდგომარეობას ამძიმებს დაძაბული დღის რეჟიმი, რაც დაკავშირებულია სამი თვის წინ მშობიარობასთან და ახლადგაჩენილი ბავშვის მოვლასთან, მის ძუძუთი კვებასთან. ამავე დროს პაციენტი აღნიშნავს, რომ კისრის წინა ნაწილში ოდნავ მოიმატა გამობერილობამ. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება არის წინააღმდეგნაჩვენები ამ შემთხვევაში?

1090

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მომართა 23 წლის ქალმა შემდეგი ჩივილებით: საერთო სისუსტე, გულისცემის გახშირება, ემოციური აგზნებადობის მომატება. პაციენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მდგომარეობას ამძიმებს დაძაბული დღის რეჟიმი, რაც დაკავშირებულია სამი თვის წინ მშობიარობასთან და ახლადგაჩენილი ბავშვის მოვლასთან, მის ძუძუთი კვებასთან. ამავე დროს პაციენტი აღნიშნავს, რომ კისრის წინა ნაწილში ოდნავ მოიმატა გამობერილობამ. მკურნალმა ექიმმა ივარაუდა მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის თირეოტოქსიკური სტადიის არსებობის შესაძლებლობა. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება არის ნაჩვენები ამ შემთხვევაში დიფუზურ ტოქსიკურ ჩიყვთან დიფდიაგნოსტიკისათვის?

1091

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც კლინიკური, ჰორმონული და ინსტრუმენტული მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემწვავე (ვირუსული) თირეოიდიტი, თირეოტოქსიკური სტადია. მკურნალობა დაწყებულ იქნა 15 მგ\დღეში პრედნიზოლონით. მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღეს პაციენტს სხეულის ტემპერატურა გაუხდა ნორმალური და ტკივილის სინდრომი მოეხსნა. მდგომარეობის გაუმჯობესების გამო პაციენტმა აღარ მიმართა სამკურნალო დაწესებულებას და დაახლოებით 45 დღიანი მკურნალობის შემდგომ მთლიანად შეწყვიტა მედიკამენტების მიღება. ამ დროიდან 2 თვის შემდეგ პაციენტმა შეამჩნია, რომ მას განუვითარდა კანის სიმშრალე, შეშუპება სახისა და კიდურების არეში, მცივანობა, ყაბზობა, დღისით ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, გამობერილობა კისრის წინა ნაწილში (ჩიყვი). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ყველაზე მეტად რომელი პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლებოდა ყოფილიყო მოვლენათა ასეთი განვითარების მიზეზი მსგავს შემთხვევებში?

1092

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც კლინიკური, ჰორმონული და ინსტრუმენტული მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემწვავე (ვირუსული) თირეოიდიტი, თირეოტოქსიკური სტადია. მკურნალობა დაწყებულ იქნა 15 მგ\დღეში პრედნიზოლონით. მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღეს პაციენტს სხეულის ტემპერატურა გაუხდა ნორმალური და ტკივილის სინდრომი მოეხსნა. მდგომარეობის გაუმჯობესების გამო პაციენტმა აღარ მიმართა სამკურნალო დაწესებულებას და დაახლოებით 45 დღიანი მკურნალობის შემდგომ მთლიანად შეწყვიტა მედიკამენტების მიღება. ამ დროიდან 2 თვის შემდეგ პაციენტმა შეამჩნია, რომ მას განუვითარდა კანის სიმშრალე, შეშუპება სახისა და კიდურების არეში, მცივანობა, ყაბზობა, დღისით ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, გამობერილობა კისრის წინა ნაწილში (ჩიყვი). პაციენტმა კვლავ მიმართა მკურნალ ენდოკრინოლოგს, რომელმაც ივარაუდა ქვემწვავე თირეოიდიტის ჰიპოთირეოიდული სტადიის არსებობა. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ყველაზე მეტად რომელი ლაბორატორიული ცვლილებების არსებობა დაადასტურებს ექიმის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ამ შემთხვევაში?

1093

48 წლის ქალმა, პროფესიით მუსიკალური თეატრის მომღერალმა, მიმართა ენდოკრინოლოგიურ კლინიკას ჩივილებით, რომელიც მას განუვითარდა თანდათან ბოლო 3-4 თვის განმავლობაში: ხმის ტემბრის დადაბლება, საერთო სისუსტე, მეხსიერებისა და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითება, მცივანობა, ყაბზობა, უჩვეულო გამობერილობის გაჩენა კისრის წინა ნაწილში. თქვენი ვარაუდით, ენდოკრინული სისტემის რომელი ავადმყოფობისთვის არის დამახასიათებელი მსგავსი გამოვლინებანი?

1094

48 წლის ქალმა, პროფესიით მუსიკალური თეატრის მომღერალმა, მიმართა ენდოკრინოლოგიურ კლინიკას ჩივილებით, რომელიც მას განუვითარდა თანდათან ბოლო 3-4 თვის განმავლობაში: ხმის ტემბრის დადაბლება, საერთო სისუსტე, მეხსიერებისა და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითება, მცივანობა, ყაბზობა, უჩვეულო გამობერილობის გაჩენა კისრის წინა ნაწილში. ენდოკრინოლოგმა ივარაუდა ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის ფონზე განვითარებული ჩიყვის და ჰიპოთირეოზის არსებობა. თქვენი ვარაუდით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ლაბორატორიული გამოკვლევის როგორი შედეგები არის მოსალოდნელი ყველაზე მეტად, მითითებული ავადმყოფობის არსებობის შემთხვევაში?

1095

48 წლის ქალმა, პროფესიით მუსიკალური თეატრის მომღერალმა, მიმართა ენდოკრინოლოგიურ კლინიკას ჩივილებით, რომელიც მას განუვითარდა თანდათან ბოლო 3-4 თვის განმავლობაში: ხმის ტემბრის დადაბლება, საერთო სისუსტე, მეხსიერებისა და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითება, მცივანობა, ყაბზობა, უჩვეულო გამობერილობის გაჩენა კისრის წინა ნაწილში. ლაბორატორიული გამოკვლევებით აღმოჩნდა სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონის დაქვეითება, თირეოტროპული ჰორმონის დონის მნიშვნელოვანი მომატება, თირეოგლობულინისა და თიროპეროქსიდაზის ანტისხეულების 172 შემცველობის მკვეთრი მომატება ნორმასთან შედარებით. ჩატარებული კლინიკური და ლაბორატორიული დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით დაისვა დიაგნოზი: ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი. დიფუზური ჩიყვი III ხარისხის. ჰიპოთირეოზი საშუალო სიმძიმის. გამოთქვით მოსაზრება აღნიშნულის მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მკურნალობის როგორი სქემის გამოყენება არის რეკომენდირებული თანამედროვე შეხედულებების შესაბამისად?

1096

60 წლის ქალმა მიმართა ენდოკრინოლოგიურ კლინიკას ჩივილებით, რომელიც მას განუვითარდა თანდათან ბოლო 3-4 თვის განმავლობაში: ხმის ტემბრის დადაბლება, საერთო სისუსტე, მეხსიერებისა და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითება, მცივანობა, ყაბზობა, უჩვეულო გამობერილობის გაჩენა კისრის წინა ნაწილის მარჯვენა მხარეს. ლაბორატორიული გამოკვლევებით აღმოჩნდა სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონის დაქვეითება, თირეოტროპული ჰორმონის დონის მნიშვნელოვანი მომატება, თირეოგლობულინისა და თიროპეროქსიდაზის ანტისხეულების შემცველობის მკვეთრი მომატება ნორმასთან შედარებით. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ ჯირკვლის ორივე წილის მოცულობა 44 მლ-ია, მარჯვენა წილში აღმოჩნდა 2.1×1.8×1.5 სმ ზომის კვანძოვანი წარმონაქმნი. ჩატარებული კლინიკური და ლაბორატორიული დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით დაისვა დიაგნოზი: ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი. შერეული ჩიყვი III ხარისხის. ჰიპოთირეოზი საშუალო სიმძიმის. თქვენი აზრით, რომელი დამატებითი გამოკვლევის ჩატარება არის რეკომენდირებული ჩიყვის მხრივ დიაგნოზის დასაზუსტებლად?

1097

გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი განსაზღვრება შეესაბამება ფეოქრომოციტომას?

1098

გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ჰორმონის ჭარბი სეკრეცია ახასიათებს ფეოქრომოციტომას?

1099

გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სიმსივნე შიძლება განვითარდეს ქრომაფინური უჯრედებიდან?

1100

გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ სიმსივნეს ახასიათებს უპირატესად ნორადრენალინის სეკრეცია?

განმარტებები