სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
რომელი პრეპარატი არ გამოიყენება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს თრომბოლიზისის ჩასატარებლად
ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის მართებული პრინცმეტალის სტენოკარდიისთვის
ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის მართებული პრინცმეტალის სტენოკარდიისთვის?
რომელია კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის აბსოლუტური ჩვენება?
ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება არ არის სწორი ავ ბლოკადისთვის?
რომელ არიტმიას არ უდევს საფუძვლად ReEntry მექანიზმი?
მიოკარდიუმის ინფარქტით ავადმყოფს განუვითარდა ბრადიკარდია გულისცემის სიხშირით 40-მდე წუთში. რომელი არიტმიის არსებობაა ყველაზე ნაკლებად შესაძლებელი ამ დროს?
რომელია არჩევის პრეპარატი ჭეშმარიტი კარდიოგენული შოკის დროს?
რომელი დაავადების დროს არ ვითარდება მოციმციმე არიტმიის პაროქსიზმი?
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს რა სიტუაციაშია ნაჩვენები ბეტა-ბლოკერების გამოყენება?
რომელი სიმპტომია დამახასიათებელი მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობისთვის
ჩამოთვლილთაგან რომელი ეკგ ნიშანი ახასიათებს ავ ბლოკადას
ჩამოთვლილთაგან რომელი ეკგ ნიშანი ახასიათებს ავ ბლოკადას
ფრედერიკის სინდრომი არის შერწყმა:
ჩამოთვლილთაგან რომელია პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეკგ ნიშანი
18 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა არტერიული ჰიპერტენზია. დათვალიერებით აღენიშნება ზედა და ქვემო კიდურების არაპროპორციული განვითარება, პულსაცია შესუსტებულია ქვედა კიდურებზე, აუსკულტაციით – სისტოლური შუილი ბეჭებს შორის. ეკგ-ზე მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის და გადაძაბვის ნიშნები. დაასახელეთ სავარაუდო დიაგნოზი:
18 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა არტერიული ჰიპერტენზია. დათვალიერებით აღენიშნება ზედა და ქვემო კიდურების არაპროპორციული განვითარება, პულსაცია შესუსტებულია ქვედა კიდურებზე, აუსკულტაციით – სისტოლური შუილი ბეჭებს შორის. ეკგ-ზე მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის და გადაძაბვის ნიშნები. ჩამოთვლილთაგან რომელი გართულება არ ახასიათებს ამ დაავადებას:
45 წ მამაკაცს საღამოს დაეწყო ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღენიშნებოდა ტკივილი მკერდის ძვლის უკან ფიზიკურ დატვირთვაზე. ობიექტურად: პულსი 100 წთ-ში, არტ. წნევა – 80\50 მმვწყსვ, მუცელი რბილი, მცირედ მტკივნეული ეპიგასტრიუმის არეში. 20 პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები არ არის. ეკგ-ზე სინუსური ტაქიკარდია, R კბილის ვოლტაჟის შემცირება II, III და aVF განხრებში, ამავე განხრებში აღინიშნება ST სეგმენტის გუმბათისებური ელევაცია. დაასახელეთ სავარაუდო დიაგნოზი:
45 წ მამაკაცს საღამოს დაეწყო ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღენიშნებოდა ტკივილი მკერდის ძვლის უკან ფიზიკურ დატვირთვაზე. ობიექტურად: პულსი 100 წთ-ში, არტ. წნევა – 80\50 მმვწყსვ, მუცელი რბილი, მცირედ მტკივნეული ეპიგასტრიუმის არეში. პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები არ არის. ეკგ-ზე სინუსური ტაქიკარდია, R კბილის ვოლტაჟის შემცირება II, III და aVF განხრებში, ამავე განხრებში აღინიშნება ST სეგმენტის გუმბათისებური ელევაცია. ჩამოთვლილთაგან სისხლის რომელი ცვლილება არ არის დამახასიათებელი ამ პათოლოგიისთვის:
67 წლის მამაკაცი უჩივის ძლიერ შეტევით ქოშინს, მშრალ ხველას, ასეთი მდგომარეობა განუვითარდა პირველად, ღამით, ძილის დროს. ბოლო 5 წელია აქვს არტერიული ჰიპერტენზია, მკურნალობდა არარეგულარულად. ავადმყოფი აგზნებულია, აღენიშნება ორთოპნოე, სახის ციანოზი, სუნთქვა 40 წთ-ში, პულსი – 120 წთ-ში რიტმული, არტ. წნევა – 220\110 მმვწყსვ. გულის მარცხენა საზღვარი გადიდებულია, აღინიშნება გალოპის რიტმი, ფილტვებში ქვემო წილებში წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი ორივე მხარეს. ეკგ- სინუსური ტაქიკარდია, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები. დაასახელეთ პაციენტის მდგომარეობის სავარაუდო მიზეზი;