სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › სასამართლო მედიცინა მთლიანი · შეცდომებზე მუშაობა
სასამართლო მედიცინა მთლიანი
504. გარემო პირობების, საქმის ვითარების და გვამის გარეგანი და შინაგანი გამოკვლევის რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები იძლევა საფუძველს, გამოირიცხოს ელექტრო ტრავმით დამდგარი სიკვდილი.
505. რომელ შინაგან ორგანოზე მოქმედებისას იქმნება მეტად სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა:
506. ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის სიცოცხლისდროინდელი მოქმედების სახეებია: 1. ხანმოკლე;2. ხანგრძლივი;3. ადგილობრივი;4. ზოგადი
507. დამწვრობა ვითარდება შემდეგი ფაქტორის მოქმედებით:
508. დამწვრობის რამდენი ხარისხი არსებობს:
509. კანის პირველი ხარისხის დამწვრობისას მორფოლოგიური ცვლილებები წარმოიქმნება:
510. კანის მეორე ხარისხის დამწვრობისას მორფოლოგიური ცვლილებები წარმოიქმნება: 1. ეპიდერმისში; 2. დერმის სისქეში;3. კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში; 4. ღრმა ქსოვილებში
511. კანის III-ა და III-ბ ხარისხის დამწვრობისას მორფოლოგიური ცვლილებები წარმოიქმნება: 1. ეპიდერმისში;2. დერმის სისქეში;3. კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში;4. ღრმა ქსოვილებში
512. კანის მეოთხე ხარისხის დამწვრობისას მორფოლოგიური ცვლილებები წარმოიქმნება:
513. რომელი ხარისხის დამწვრობა ხორცდება ნაწიბურების გარეშე: 1. პირველი;2. მეორე;3. მესამე; 4. მეოთხე
514. დამწვრობითი შოკის განვითარების მექანიზმის კომპონენტი არ არის:
515. დამწვრობით გამოწვეული ტრავმის სიმძიმე დამოკიდებული არ არის:
516. დამწვრობით გამოწვეული დასუსტების სინდრომს ახასიათებს:
517. ზოგადი თერმული დაზიანებისას სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. სუნთქვის ცენტრის დამბლა; 2. გულსისხლძარღვთა ცენტრის დამბლა;3. ფერმენტული და ჰორმონული რეგულაციის დარღვევა; 4. ნერვული სისტემის ზოგადი ზეზღურბლოვანი შეკავება
518. კარბოქსიჰემოგლობინის გამოკვლევისას გვამიდან სისხლის აღება უნდა მოხდეს:
519. კარბოქსიჰემოგლობინის მინიმალური კონცენტრაცია, რომელიც ადასტურებს ხანძარში ყოფნის სიცოცხლისდროინდელობას:
520. სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის სასიკვდილო კონცენტრაციაა:
521. მოყინვის რამდენი ხარისხი არსებობს:
522. როდის შეიძლება დავადგინოთ მოყინვის ფართობი და სიღრმე:
523. კანის პირველი ხარისხის მოყინვისას მორფოლოგიური ცვლილებები წარმოიქმნება: