სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › სასამართლო მედიცინა მთლიანი · შეცდომებზე მუშაობა
სასამართლო მედიცინა მთლიანი
705. თავის ტვინისა და ქალას რომელი დაზიანებაა სიცოცხლისათვის სახიფათო:
706. რა ნიშნით კვალიფიცირდება ზურგის ტვინის გულმკერდის სეგმენტების დაზიანება თანმხლები მძიმე სპინალური შოკით:
707. რა ნიშნით არ კვალიფიცირდება გულმკერდის ერთი ან რამდენიმე მალის მოტეხილობა, ან მოტეხილობა-ამოვარდნილობა, ზურგის ტვინის ფუნქციის მოშლის გარეშე:
708. ჯანმრთელობის დაზიანების გამო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ინიშნება, რათა დადგინდეს:
709. სახის წარუხოცელი დამახინჯების ფაქტს ადგენს: 1. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი; 2. ექიმი-კოსმეტოლოგი; 3. სასამართლო; 4. გამომძიებელი
710. სახეზე დაზიანების კვალის გამოსწორების ქვეშ არ იგულისხმება:
711. სახეზე დაზიანების კვალის გამოსწორების შესაძლებლობას წყვეტს:
712. მხედველობის დაკარგვად ითვლება: 1. სრული განუკურნებელი სიბრმავე ორივე თვალით; 2. მდგომარეობა, როცა მხედველობა დაქვეითებულია 2 მ-ზე და უფრო ნაკლებ მანძილზე თითების თვლამდე; 3. მხედველობის დაქვეითება 0,05-მდე; 4. ერთი თვალის აკომოდაციის დამბლა
713. სმენის დაკარგვად ითვლება: 1. სრული განუკურნებელი სიყრუე; 2. სიყრუე ერთი ყურით; 3. მდგომარეობა, როცა დაზარალებულს არ ესმის ლაპარაკი 3-5 სმ მანძილზე ყურის ნიჟარიდან; 4. მდგომარეობა, როცა დაზარალებულს არ ესმის ჩურჩული 1 მ მანძილზე ყურის ნიჟარიდან
714. რის დასადგენად ინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სქესობრივ სფეროში ჩადენილი დანაშაულის დროს, გარდა:
715. რის დასადგენად ინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ნორმალური სქესობრივი ფუნქციების კვლევის დროს, გარდა:
716. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ინიშნება, რათა განისაზღვროს:
717. ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ადგილი არ არის:
718. ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ფორმაა:
719. ცოცხალ პირთა რომელი სახის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დროს არის აუცილებელი რამდენიმე ექსპერტის მონაწილეობა:
720. ბრალდებულის, დაზარალებულის და სხვათა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე დასწრების უფლება აქვს:
721. მენჯის ძვლების მოტეხილობა არ არის მძიმე ხარისხის, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, თუ თან ახლავს:
722. ხელისა და ფეხის დაკარგვის ქვეშ არ იგულისხმება:
723. ზემო კიდურის დაკარგვა წინამხრის შუა მესამედის დონეზე კვალიფიცირდება, როგორც:
724. ერთი სათესლის დაკარგვა კვალიფიცირდება, როგორც: