სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია 2
რომელი მტკიცებულებაა სწორი ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მიმართ?
ჩამოთვლილიდან რა არ არის დამახასიათებელი ჰეპატოლენტიკულური დეგენერაციისთვის (კონოვალოვ-ვილსონის დაავადება)?
ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავებისას სადიაგნოზოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მაჩვენებელი რა არის?
ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელია ყველაზე ზუსტი არასპეციფიური წყლულოვნი კოლიტის სადიაგნოზოდ?
ჩამოთვლილიდან რომელი დაავადებისთვის არ არის დამახასიათებელი სტეატორეა?
ჩამოთვლილიდან რა ახასიათებს ქრონიკულ ანაციდურ გასტრიტის? 5
ახალგაზრდა ქალი ხშირად იღვიძებს ღამის ტკივილისაგან ეპიგასტრიუმის არეში. სავარაუდო დიაგნოზია:
ავადმყოფი უჩივის უმადობას, საკვების, განსაკუთრებით ხორცეულის შეძულებას, ყრუ ხასიათის ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში. ზოგჯერ აღნიშნავს ღებინებას ყავის ნახარშის მსგავსი მასით. ავადმყოფი ძალიან გამხდარია, აღენიშნება "მიწისფერი" სიფერმკრთალე. პალპაციით ეპიგასტრიუმის მიდამოში ისინჯება მომკვრივო წარმონაქმნი, მარცხენა ლავიწზედა არეში - გადიდებული ლიმფური კვანძი. სისხლში აღინიშნება ანემია, მაღალი ედს-ი. რენტგენოლოგიურად კუჭში ვლინდება "ავსების დეფექტი". სავარაუდო დიაგნოზია:
ჩამოთვლილიდან რა არ არის დამახასიათებელი ღვიძლის უკმარისობისთვის?
ავადმყოფი მამაკაცი, 22 წლის, უჩივის ტკივილს მუცლის არეში, სისხლიან განავალს, საერთო სისუსტეს. ობიექტურად აღინიშნება მუცლის მკვეთრი მტკივნეულობა მსხვილი ნაწლავის მთელს პროექციაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან რომელი არის ყველაზე მეტად სავარაუდო?
30წლის მამაკაცი შემოყვანილ იქნა მეგობრების მიერ თერაპიულ განყოფილებაში კოლტების შეცმველი სისხლიანი ღებინებით. მეგობრებისაგან შემკრებილი ანამნეზის თანახმად, პაციენტმა მიიღო დიდი რაოდენობით ალკოჰოლი საღამოს განმავლობაში და რამოდენიმეჯერ აღებინა, სანამ დაეწყებოდა სისხლდენა, რომელიც უკვე 1 საათია გრძელდება. ამ მდგომარეობის სავარაუდო მიზეზი:
რა მიეკუთვნება სკლეროდერმიის გასტროენტეროლოგიურ გამოვლინებებს?
კუჭის წყლული ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია:
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა არ არის დამახასიათებელი 12-გოჯა ნაწლავის გაურთულებელი წყლულისათვის?
რა არის დამახასიათებელი 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისათვის?
რა არის დამახასიათებელი კრონის დაავადებისათვის?
რომელ დაავადებასთან ატარებენ კუჭის კარდიული ნაწილის წყლულის დიფერენციულ დიაგნოზს?
ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ქრონიკული პანკრეატიტის ყველაზე ხშირ მიზეზს?
ტკივილის როგორი ირადიაციაა დამახასიათებელი ქრონიკული ქოლეცისტიტისათვის?
ქრონიკული გასტრიტის დიაგნოსტიკაში ქვემოთმოყვენილიდან რომელ მეთოდს ენიჭება წამყვანი მნიშვნელობა?