სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია 2
ქვემოთ მოყვანილი გამოკვლევებიდან რომელს უნდა მიეცეს უპირატესობა არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის დასადგენად?
რა არის დამახასიათებელი ქრონიკული ქოლეცისტიტისათვის?
რა არის ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ქრონიკული ჰეპატიტების სხვა ფორმებისაგან?
ღვიძლის ქრონიკული დაავადებებიდან რომელი წარმოადგენს იმუნოდეპრესორული თერაპიის დაწყების კლინიკურ ჩვენებას?
ავადმყოფს, რომელსაც აქვს ჰექტიური ცხელება, ჰეპატომეგალია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით და ტოქსიური მარცვლოვნებით, სავარაუდოდ რა დაავადება აქვს?
ღვიძლისმიერო კომის საშიშროების დროს დიეტაში რა უნდა შევზღუდოთ?
ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგია არ წარმოადგენს ღვიძლის ციროზის გართულებას?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ორგანოს კიბოს ერთ-ერთ ადრეულ სიმპტომს წარმოადგენს ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სიმპტომის არსებობა არ არის დამახასიათებელი ჰემოლიზური სიყვითლისათვის?
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ღვიძლის მიკრონოდულური ციროზის უხშირეს ეთიოლოგიურ ფაქტორს?
ჩამოთვლილთაგან რა არ მიეკუთვნება ვილსონის დაავადების დიაგნოსტიკურ მაჩვენებელს?
23 წლის მამამკაცი მოთავსდა კლინიკაში ჰიპერბილირუბინემიის გამო. Aარ სწუხს, ფიზიკალური და ლაბორატორული გამოკვლევით საყურადღებოა მხოლოდ ბილირუბინის მაჩვენებლები – ტოტალური ბილირუბინი 3,5მგ%, პირდაპირი ბილირუბინი – 0,4 მგ%. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?
ღვიძლის ქრონიკული დაავადებებიდან რომელია გლუკოკორტიკოიდების დანიშვნის ჩვენება?
ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრება არ არის მართებული ღვიძლის მწვავე უკმარისობის სინდრომისთვის?
რომელი ფერმენტის მეშვეობით წარმოიშობა კონიუგირებული (შეკავშირებული) ბილირუბინი ღვიძლის უჯრედებში?
ჩამოთვლილიდან რომელი მეტაბოლური დარღვევების მიზეზით არ ხდება სისხლში არაკონიუგირებული (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მატება?
42 წლის პაციენტ ქალს აღენიშნება მეგალობლასტური ჰიპერქრომული ანემია. რა არის ამის უშუალო მიზეზი?
რომელი ორგანოს სიმსივნეა გასტრინომა?
რა არის ცოლინგერ-ელისონის სინდრომი?
რა ეწოდება უზმოდ აღებულ კუჭის წვენს?