სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › ბავშვთა და მოზრდილთა · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა და მოზრდილთა
14 წლის ბიჭი მიყვანილია ექიმთან ვიზიტზე სკლერების იქტერული შეფერვის გამო. ანამნეზით ირკვევა, რომ პაციენტს უკანასკნელი 3 კვირაა აღენიშნება სუბფებრილური ტემპერატურა, საერთო სისუსტე და ანორექსია. გასინჯვით ვლინდება გადიდებული, მომკვრივო კონსისტენციის ღვიძლი, ელენთა ხელს ხვდება. სისხლის შრატში ალანინამინოტრანსფერაზას ტიტრი არის 700 ერთეული და საერთო ბილირუბინი 60 გ/ლ. აღსანიშნავია, რომ 3 თვით ადრე ბავშვმა გადაიტანა ქირურგიული ჩარევა დანით მიღებული ჭრილობის გამო. ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელზე მიიტანთ ეჭვს?
დედის გადმოცემით 10 წლის ვაჟს უკანასკნელი 6 თვეა აღენიშნება ანორექსია, საერთო სისუსტე და უხასიათობა. Mმისი სკოლაში მოსწრება გაუარესდა. ბოლო 2 კვირის მანძილზე სკლერები გახდა იქტერული. გამოკვლევების შედეგები: საერთო ბილირუბინი 42გ/ლ; პირდაპირი ბილირუბინი 26 გ/ლ; ასტ 240 ერთეული; ალტ 180 ერთეული; ეჭვი იქნა მიტანილი ქრონიკულ ჰეპატიტზე. ობიექტური გასინჯვით ამ პაციენტს შესაძლებელია აღენიშნებოდეს ყველა კლინიკური სიმპტომი, გარდა ერთისა
1 წლის გოგონაა მიიყვანეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში 10 საათიანი ცხელების ანამნეზით. გასინჯვამ აჩვენა, რომ პაციენტი ლეთარგიულია, ტემპერატურე აღწევს 400 C, სუნთქვის სიხშირე 35, არტერიული წნევა 60/30, ყიფლიბანდი დაჭიმულია და პულსირებს, კანზე გამოხატულია პეტექიური გამონაყარი. Eექიმმა პირველ რიგში უნდა გაატაროს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ღონისძიება
ჯანმრთელ 13 წლის ვაჟს გამოუვლინდა საშუალო სიმძიმის პნევმონია. ანამნეზიდან ირკვევა, რომ მის კლასში პნევმონიით დაავადდა მისი სამი ამხანაგიც. ყველაზე მეტად რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკის დანიშვნაა გამართლებული ასეთ დროს?
2 წლის ბავშვს აქვს ოტალგია. ოტოსკოპიით გამოვლინდა მარჯვენა დაფის აპკის ჰიპერემია და პულსაცია. Eორი ყველაზე მეტად სავარაუდი ეტიოლოგიური აგენტია:
2 წლის ბავშვს აქვს დოკუმენტურად დასაბუთებული მორეციდივე პნევმონია. ჩამოთვლილიდან რომელი ტესტის ჩატარება არ არის აუცილებელი ასეთ შემთხვევაში
1 წლის გოგონას კატარული მოვლენების დაწყებიდან მეორე დღეს გამოეხატა გაძნელებული, ხმაურიანი სუნთქვა და მშრალი ხველა. გასინჯვით ყურადღებას იპყრობს რესპირაციული დისტრესის მოვლენები: ტაქიპნოე (60 წუთში), ვიზინგი, გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, სუბკოსტალური რეტრაქცია, ცხვირის ნესტოების ბერვა, პერკუსიით ტიმპანიტი, მოსმენით დიფუზური სველი ხიხინი. რენტგენოლოგიურად არის ჰიპერინფლაციის სურათი. სავარაუდო დიაგნოზია:
36 წლის ორსულ ქალს გაუკეთდა ამნიოცენტეზი. ნაყოფის კარიოტიპი არის 46XY/47XY 21, რაც მიუთითებს იმაზე რომ ზოგ უჯრედში კარიოტიპი ნორმალურია, ხოლო ზოგში ადგილი აქვს 21-ე ქრომოსომის ტრისომიას. რომელი ქრომოსომული დაავადება ექნება ახალშობილს?
4 წლის ვაჟის მშობლების გადმოცემით ბავშვს აქვს ქრონიკული არაპროდუქტიული ხველა, ხველა განსაკუთრებით ძლიერდება ღამით. ობიექტური გასინჯვით ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ფიზიკური განვითარება ასაკის შესაბამისი. სუნთქვის სიხშირე 26. ტემპერატურა 36,6. კატარული მოვლენები არ არის. პერკუსიული და აუსკულტაციური მონაცემები პათოლოგიური ცვლილებების გარეშე. რენტგენოლოგიური კვლევით ხველის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. რა შეიძლება იყოს ქრონიკული ხველის მიზეზი?
5 დღის ვაჟს დაბადებისთანავე გამოუვლინდა ტეტანიის მოვლენები. ობიექტური კვლევით აღენიშნება დიზმორფიის ნიშნები: ტუჩის და სასის დეფექტი, ყურის ნიჟარების დაბლა დგომა, განუვითარებელი ქვედა ყბა, “თევზისებური სახე”, გულის მანკი. ქვემოთჩამოთვლილი სინდრომებიდან რომელზე მიიტანთ ეჭვს?
დედის გადმოცემით 2 წლის ვაჟს ხშირად აქვს სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია. ანამნეზში ასევე ყურადღებას იპყრობს კანის ხშირი ჩირქოვანი დაზიანება. ლაბორატორიული კვლევით გამოვლინდა სისხლის შრატში ყველა კლასის იმუნოგლობულინის დაქვეითება, ბიოქიმიური კვლევით მკვეთრად დაქვეითებულია გამა-გლობულინური ფრაქცია. ქვემოთჩამოთვლილი დიაგნოზებიდან რომელია ყველაზე მისაღები?
ავადმყოფი 1 თვის ვაჟი. Aანამნეზიდან საყურადღებოა, რომ BCG ვაქცინაციის შემდეგ განუვითარდა სისტემური რეაქცია, რაც გამოიხატა სეპტიური მდგომარეობის, კანზე ეგზანთემების და ზედა და ქვედა კიდურებზე ოსტეომიელიტის განვითარებაში. კვლევით ვლინდება სისხლის შრატში ყველა კლასის იმუნოგლობულინების (IgA, IgG, IgM) და T და B ლიმფოციტების მკვეთრი დაქვეითება. ქვემოთჩამოთვლილი დიაგნოზებიდან რომელია ყველაზე მისაღები?
1 წლის ვაჟს ანამნეზში აღენიშნება ხშირი ავადობა როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციური დაავადებებით. Pპაციენტს ობიექტური გასინჯვით უვლინდება პარკუჭოვანი ატაქსიის მოვლენები, მცირე ზომის ჰემანგიომები თვალის სკლერასა და ყურის არეში, ფსიქომოტორულ სფეროში ჩამორჩენა. სისხლის შრატში დაქვეითებულია იმუნოგლობულინები და ლიმფოციტები. მომატებულია ალფა-ფეტოპროტეინის დონე. ქვემოთჩამოთვლილი სინდრომებიდან რომელზე მიიტანთ ეჭვს?
8 თვის ვაჟს ანამნეზში აღენიშნება ხშირი ავადობა ინფექციური დაავადებებით. აქვს დერმატოლოგიური პრობლემება ეკზემის სახით და პერიოდულად უვლინდება კანზე ჰემორაგიული სინდრომი. Kკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არის თრომბოციტოპენია, სისხლის შრატში დაქვეითებული იმუნოგლობულინების დონე, ლიმფოციტების შემცირება. ქვემოთჩამოთვლილი დიაგნოზებიდან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო?
8 თვის ვაჟს მეორეჯერ უკანასკნელი 2 თვის მანძილზე გამოუვლინდა ტეტანია. პაციენტს აქვს გულის თანდაყოლილი მანკი. ექიმთან ვიზიტის დროს ყურადღება მიიქცია დიზმორფიის მოვლენებმა: “თევზისებური სახე”, ტუჩის და სასის დეფექტი. ლაბორატორიული კვლევით გამოვლინდა ჰიპოკალცემია, იმუნოგლობულინების დონის დაქვეითება, ლიმფოციტების დეფიციტი, თიმუსის ჰიპოპლაზია. ქვემოთჩამოთვლილი დიაგნოზებიდან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო?
ავადმყოფი ვაჟი 10 თვის. ანამნეზიდან ყურადღებას იპყრობს სასუნთქი გზების მორეციდივე დაავადებები, ჩირქოვანი ოტიტები, ხშირად აქვს ჩირქოვანი გამონაყარი კანზე. პერიფერიულ სისხლში ერითროციტები 2,6X1012, ლეიკოციტები 2X109, ლიმფოციტები 14%. სისხლის შრატში დაქვეითებულია იმუნოგლობულინების კონცენტრაცია. ქვემოთჩამოთვლილი იმუნოდეფიციტების რომელ ფორმასთან გვაქვს სავარაუდოთ საქმე?
3 წლის ვაჟი ჰოსპიტალიზებულია პედიატრიულ კლინიკაში პნევმონიის გამო. ანამნეზიდან ირკვევა, რომ პაციენტი ხშირად ავადობს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციური დაავადებებით. კლინიკური კვლევებით გამოვლინდა პანციტოპენია, შრატის იმუნოგლობულინებისა და T და B ლიმფოციტების მკვეთრი დაქვეითება. ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელია ყველაზე მეტად საეჭვო?
4 წლის პაციენტს დაბადებიდან აღენიშნება მორეციდივე ვირუსული ინფექციური პროცესები. თითოეული ეპიზოდი დროში ხანგრძლივდება. ეპიზოდებს შორის რემისია ხანმოკლეა. კვლევებით გამოვლინდა ანემია, ლიმფოპენია, სისხლის შრატში T ლიმფოციტების საერთო რიცხვის დაქვეითება. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომლის გამოყენებაა გამართლებული ასეთ დროს?
6 წლის გოგონას უკანასკნელი 3 თვეა პერიოდულად აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, შებოჭვის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხველა. აღსანიშნავია, რომ გოგონას მამა დაავადებულია ბრონქული ასთმით. რომელ გამოკვლევას მიანიჭებთ უპირატესობას დიაგნოზის დასაზუსტებლად
6 თვის გოგონა ავად არის 2 დღეა. დაავადება დაიწყო ფებრილური ტემპერატურით, ჭირვეულობით და ცხვირიდან სეროზული გამონადენით. დღეს გამოიხატა სუნთქვის გახშირება, ექსპირაციული ქოშინი, შეტევითი ხველა, პერიოდული ღებინება. გასინჯვით ვლინდება პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა, ერთეული მშრალი მსტვინავი და დიფუზურად სველი წვრილბუშტუკოვანი ხიხინები ორივე მხარეს. რენტგენოლოგიურად ფილტვები შებერილია, პნევმატიზაცია ასიმეტრული, სისხლძარღვოვანი სურათი გაძლიერებული. პერიფერიულ სისხლში არის ლეიკოპენია. ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია ყველაზე სავარაუდო?