სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › ბავშვთა და მოზრდილთა · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა და მოზრდილთა
6 წლის პაციენტს 1 თვის ასაკიდან აღენიშნება ნაწლავთა არამყარი მოქმედება. ხშირად აქვს დიდი მოცულობის, მონაცრისფრო, პრიალა, მყრალი განავლოვანი მასები. რამდენჯერმე ჩაუტარდა უშედეგო მკურნალობა ნაწლავურ ინფექციაზე ეჭვის გამო. ბოლო 2 წლის მანძილზე 4-ჯერ იყო ჰოსპიტალიზებილი პნევმონიის დიაგნოზით. ანთებითი პროცესი ფილტვებში ჩვეულებრივ ხანგრძლივდება და ახლავს წებვადი ნახველის გამოყოფა. გასინჯვით ყურადღებას იპყრობს ფიზიკურ განვითარებაში ზომიერი ჩამორჩენა. რომელი გამოკვლევის ჩატარება მიგაჩნიათ აუცილებლად?
8 წლის გოგონას უკანასკნელი 6 თვეა მუდმივად ახველებს. ხველა იშვიათია, არაპროდუქტიული, ძლიერდება ღამის საათებში. პერიოდულად ადგილი აქვს გულმკერდის შებოჭვის შეგრძნებას. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით სისხლძარღვოვანი სურათი გაძლიერებულია. სპირომეტრიით ვლინდება ობსტრუქციული ტიპის დაზიანება. ანამნეზიდან საყურადღებოა, რომ გოგონას ადრეულ ბავშვობაში რამდენჯერმე ჰქონდა ობსტრუქციული ბრონქიტი, ხოლო ბავშვის ბებია დაიღუპა ბრონქული ასთმის გამო. დიაგნოზის დასაზუსტებლად კვლევის რომელი მეთოდის ჩატარებას თვლით აუცილებლად?
5 წლის ვაჟი ჰოსპიტალიზებულია კბილის ექსტრაქციის შემდეგ განვითარებული სისხლდენის გამო, რომელიც გაგრძელდა 3 საათს. მშობლების გადმოცემით ბავშვს ხშირად აქვს სისხლჩაქცევები სხეულის სხვადასხვა მიდამოში თუნდაც უმნიშვნელო ტრავმის შემდეგ, მათ შორის სახსარშიც. 1 წლის ასაკში ჰქონდა ძლიერი სისხლდენა ენაზე კბენის შემდეგ. პერიფერიულ სისხლში ვლინდება ანემია, რეტიკულოციტოზი, თრომბოციტების რიცხვი 310X109. სისხლის შედედების დრო (ლი და უატით) 12 წუთია. ჩამოთვლილიდან რომელი დიაგნოზია სავარაუდო?
4 წლის გოგონას ხშირად აქვს სისხლჩაქცევები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის სახსარშიც თუნდაც უმნიშვნელო ტრავმის შემდეგ. ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელზე დაყრდნობით არის შესაძლებელი ჰემოფილიის დიაგნოზის დიდი ალბათობით დადასტურება?
7 წლის ვაჟი ჰოსპიტალიზებულია ჰემორაგიული დიათეზის გამო. მას დაუდგინდა იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი. რომელი პრეპარატი ითვლება იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის სამკურნალოდ ოქროს სტანდარტად?
პრაქტიკულად ჯანმრთელ 5 წლის გოგონას ზღვისპირა კურორტზე დასვენების შემდეგ ქვედა კიდურებსა და დუნდულოებზე გაუჩნდა პეტექიური ტიპის ჰემორაგიები, ჰქონდა ცხვირიდან სისხლდენის რამდენიმე ეპიზოდიც. ეჭვი იქნა მიტანილი იდიოპათიურ თრომბოციტოპენიური პურპურაზე (სველი ფორმა). ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელი დაგეხმარებათ დიაგნოზის დადასტურებაში?
3 წლის გოგონას ცხელებით მიმდინარე დაავადების გამო ჩაუტარდა ანტიბიოტიკოთერაპია, რომლის შემდეგ ქვედა კიდურებსა და დუნდულოებზე გაუჩნდა პეტექიური ტიპის ჰემორაგიები, ჰქონდა ცხვირიდან სისხლდენის რამდენიმე ეპიზოდიც. პერიფერიულ სისხლში არის თრომბოციტების რიცხვის მკვეთრი დაქვეითება. ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელით ემსგავსება იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მემკვიდრულ თრომბოციტოპათიებს?
სისტემური წითელი მგლურით დაავადებულ 11 წლის გოგონას ქვედა კიდურებზე გაუჩნდა ასიმეტრულად განლაგებული პოლიმორფული, პოლიქრომული ჰემორაგიები. პერიფერიულ სისხლში ვლინდება თრომბოციტოპენია. როგორ შეაფასებთ ამ მდგომარეობას?
10 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიყვანეს სტომატოლოგთან სტომატიტის გამო. ექიმის ყურადღება მიიპყრო კისრის ლიმფური კვანძების გადიდებამ. მკურნალობის მიუხედავად რამდენიმე დღეში ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, რაც გამოიხატა საერთო სისუსტეში, უმადობაში, გაჩნდა ჰემოარაგიული გამონაყარი კიდურებზე და ოსალგია. ეჭვი იქნა მიტანილი მწვავე ლეიკემიაზე. ჩამოთვლილიდან რომელი კვლევა დაადასტურებს ამ დიაგნოზს?
პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების რომელი ცვლილებით არის შესაძლებელი მწვავე და ქრონიკული ლეიკემიის დიფერენცირება?
14 წლის ვაჟს დაუდგინდა მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი. ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე გამართლებულ ჩარევას მწვავე ლეიკემიის დროს?
13 წლის გოგონას რესპირაციული ინფექციის გადატანის შემდეგ დარჩა სისუსტე და ოფლიანობა განსაკუთრებით ღამის საათებში. ინფექციის გადატანიდან 1 კვირის შემდეგ გამოიხატა ჰექტიური ცხელება, ცერვიკალური ლიმფური ჯირკვლების ჰიპერპლაზია მარჯვნივ (ჯირკვლები პალპაციით უმტკივნეულოა და მოძრავი) და ჰეპატოსპლენომეგალია. პერიფერიულ სისხლში: ჰემოგლობინი 100გ/ლ, ერითროციტი 3,5X1012/ლ , ლეიკოციტი 15X109/ლ, თრომბოციტი 325X109/ლ, ედსი 60 მმ/სთ, ჩხირი 10%, სეგმენტი 54,5%, მონოციტი 10%, ლიმფოციტი 16%, ეოზინოფილი 9%, ბაზოფილი 0,5% გამოითქვა ვარაუდი ლიმფოგრანულომატოზის არსებობაზე. ჩამოთვლილიდან რომელი კვლევის მაჩვენებლები დაადასტურებს ამ დიაგნოზს?
13 წლის გოგონას აღენიშნებაა სისუსტე, ცხელება, ოფლიანობა და პოლიადენოპათია. პერიფერიული სისხლის შესწავლამ გამოავლინა ანემია და ედს-ის აჩქარება. ცერვიკალური ლიმფური კვანძის ბიოპტატში ნაპოვნია ბერეზოვსკი-შტენბერგ_რიდის და ხოჯკინის უჯრედები. ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელია სავარაუდო?
დროული გოგონა დაიბადა მე-4 ორსულობიდან და მე-3 მშობიარობიდან. დედა O(I)Rh(-). I ორსულობიდან მას ჰყავს 5 წლის ჯანმრთელი გოგონა, II ორსულობა დასრულდა სპონტანური ააბორტით, III _ მკვდრადშობადობით. IV ორსულობა მიმდინარეობდა გართულების გარეშე. რა შემთხვევაში არ განუვითარდება ასეთი დატვირთული ანამნეზის მქონე ახალშობილს ჰემოლიზური დაავადება?
დროულ ახალშობილს ტრანზიტორული სიყვითლით 5 დღის ასაკში საერთო ბილირუბინის მაქსიმალური მაჩვენებელი შესაძლებელია ჰქონდეს
ჩამოთვლილი მიზეზებიდან ყველაზე მეტად რომელი პროცესია ახალშობილთა ტრანზიტორული სიყვითლის განვითარების მიზეზი?
პაციენტი ახალშობილი 8 დღის. დაიბადა დროული, I ორსულობიდან და მშობიარობიდან. დედა O(I)Rh( ) . ბავშვი O(I)Rh(-). ანამნეზიდან ირკვევა, რომ დედას 10 წლის ასაკში ჩატარებული აქვს ჰემოტრანსფუზია O(I)Rh(-) სისხლით. ახალშობილს 3 დღის ასაკში გამოუვლინდა სიყვითლე ჯერ სკლერებზე, შემდეგ სახეზე. ამჟამად სიყვითლე გავრცელებულია სახეზე და სხეულზე დვრილის ხაზამდე. ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, მასაში იმატებს, ხალისიანია და მშვიდი. პედიატრიც მიერ მდგომარეობა შეფასდა, როგორც ახალშობილთა ტრანზიტორული სიყვითლე. ჩამოთვლილი ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან რომელი ადასტურებს ამ დიაგნოზს?
2 კვირის დროულ, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილს აღენიშნება კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე. შარდი მუქია, ფეკალური მასები აქოლიური. ლაბორატორიულმა კვლევამ გამოავლინა: საერთო ბილირუბინი 104მკმოლ/ლ, პირდაპირი 25მკმოლ/ლ. ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან ყველაზე მეტად რომელია სავარაუდო?
2 დღის ვაჟი მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში. ბავშვი დაიბადა IV ტოქსიკოზის ფონზე მიმდინარე ორსულობიდან და II მშობიარობიდან (II და III ორსულობა დამთავრდა სპონტანური აბორტით). I ორსულობიდან დედას ჰყავს 3 წლის ჯანმრთელი გოგონა. დედა O(I)Rh(-), ბავშვი O(I)Rh( ). სიცოცხლის მე_18 საათზე ახალშობილი გაყვითლდა, მივარდა, ტიროდა სუსტი ხმით, საკვებს იღებდა ცუდათ. საერთო ბილირუბინი 406 მკმოლ/ლ, არაპირდაპირი 388 მკმოლ/ლ. საერთო ცილა 49გ/ლ. დაისვა ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების დიაგნოზი. ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან რომელია ყველაზე გამართლებული ამ სიტუაციაში
ჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელი განაპირობებს ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების განვითარებას?