QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › ბავშვთა და მოზრდილთა · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა და მოზრდილთა

453 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

61

პერიფერიული სისხლის ანალიზში ლიმფოციტების რომელი მაჩვენებელი შეესაბამება 2 დღის დროულ ახალშობილს ?

62

ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომლით არის ყველაზე ეფექტური ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების მკურნალობა?

63

ბავშვთა რომელ ასაკში არის დასაშვები მსუბუქი ანემია ჩაითვალოს “ფიზიოლოგიურად”?

64

8 თვის გოგონას მშობლებმა მიმართეს ექიმს, რადგან მწვავე რესპირაციული ინფექციის გადატანის შემდეგ ბავშვს შენიშნეს სიფერმკრთალე. გოგონა უარს ამბობს საკვების მიღებაზე, ხშირად ჭირვეულობს. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე დაეწყო თმების გაძლიერებული ცვენა და გამოიხატა ანგულარული სტომატიტის მოვლენები. ანამნეზიდან საყურადღებოა, რომ პაციენტი არის ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობიდან, დაიბადა დროული, 2 თვის ასაკიდან არის ხელოვნურ კვებაზე არაადაპტირებული საკვებით, ჰქონდა დიარეის რამდენიმე ეპიზოდი. ექიმმა ივარაუდა რკინადეფიციტური ანემიის არსებობა. ჩამოთვლილი კვლევებიდან რომლით არის შესაძლებელი დიაგნოზის დადასტურება?

65

ამბულატორიულ გასინჯვაზე მიიყვანეს 4 თვის გოგონა დაბადებული I ფიზიოლოგიური ორსულობიდან და ნაადრევი მშობიარობიდან (გესტაციური ასაკი 35 კვირა). ბავშვი დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზეა, ვითარდება ასაკის შესაბამისად, 3 თვიდან შენიშნეს გაფერმკრთალება, მადის დაქვეითება, მასის მატების ტემპის შენელება. პერიფერიულ სისხლში : ჰემოგლობინი 92გ/ლ ერითროციტი 3,9X1012/ლ, ფერადობის მაჩვენებელი 0,71, რეტიკულოციტი 20%. ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო?

66

14 წლის ვეგეტარიანელი გოგონა უჩივის სისუსტეს, თავბრუსხვევას, ენის წვას და ტკივილს, ქვედა კიდურების დაბუჟებას. ინსპექციით ყურადღებას იპყრობს კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე იქტერული ელფერით, ენა სადა და პრიალა ზედაპირი, უმნიშვნელოდ გამოხატული ჰეპატოსპლენომეგალია. პერიფერიული სისხლის ანალიზში გამოვლინდა ჰიპოქრომული ანემია. პედიატრს ეჭვი შეეპარა მეგალობლასტურ ანემიაზე. ჩამოთვლილი კვლევებიდან რომლით დაადასტურებთ ამ დიაგნოზს?

67

პერიფერიული სისხლის ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელი ადასტურებს ყველაზე მეტად მემკვიდრული სფეროციტოზის (მინკოვსკი- შოფარის დაავადება) დიაგნოზს?

68

7 წლის ვაჟი მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში მემკვიდრული სფეროციტოზის ფონზე განვითარებული ჰემოლიზური კრიზის გამო. პერიფერიული სისხლის მაჩვენებლებიდან ყურადღებას იპყრობს მძიმე, ჰიპორეგენერაციული ანემია (ჰემოგლობინი 50გ/ლ ერითროციტი 2,5X1012/ლ რეტიკულოციტი 12 %0). ჰემოტრანსფუზიის შემდეგ დაისვა საკითხი შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის თაობაზე. ჩამოთვლილიდან რომელია ყველაზე ეფექტური ღონისძიება?

69

4 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელ ვაჟს აუზში ბანაობის შემდეგ აღენიშნა ცხელების ეპიზოდი, რის გამოც მისცეს პარაცეტამოლი. 2 დღის შემდეგ ბავშვი ჯერ გაფერმკრთალდა, შემდეგ სკლერები და კანი გაუხდა იქტერული და შარდი გაუმუქდა (მოშავო-მოყავისფრო შეფერვა). ანამნეზიდან საყურადღებოა, რომ ბავშვის ბაბუას ჰქონდა მიდრეკილება ანემიისაკენ. პერიფერიულ სისხლში ჰემოგლობინი 75გ/ლ ერითროციტი 2,7X1012/ლ რეტიკულოციტი 102%0. სისხლის შრატში საერთო ბილირუბინი 44მკმოლ/ლ, პირდაპირი 4მკმოლ/ლ. ვირუსული ჰეპატიტები გამოირიცხა.. ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელია უფრო მეტად სავარაუდო?

70

ჩამოთვლილი სამკურნალო ღონისძიებებიდან რომელი ითვლება ყველაზე ეფექტურად დიდი თალასემიის დროს?

71

ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რომელია პათოგნომური მემკვიდრული პარციალური აპლაზიური ანემიისათვის (ბლეკფენდაიმონდის დაავადება)?

72

შუილი რევმატიული ცხელების დროს არის:

73

14 წლის გოგონა ჰოსპიტალიზებულია ჩივილებით: აბდომინალგია და პურპურული გამონაყარი კანზე. ლაბორატორიული მონაცემებიდან საყურადღებოა, რომ არის თრომბოციტების ნორმალური რაოდენობა, ჰემატურია, პროტეინურია. სავარაუდო დიაგნოზია:

74

8 წლის ბიჭი კლინკაში შემოვიდა ძლიერი აბდომინალგიის გამო. ობიექტური მონაცემებიდან საყურადღებოა აბდომინალური დეფანსი. ჩატარდა ლაპარატომია, რომელმაც გამოავლინა ნაწლავთა შეშუპება სპეციფიური დაზიანებების გარეშე. ლაპარატომიიდან მეორე დღეს გამოიხატა მელენა, ორივე მუხლის და მარჯვენა კოჭ-წვივის ართრიტი. მომდევნო დღეებში მოსალოდნელია პაციენტს განუვითარდეს:

75

14 წლის გოგონას აქვს სისტემური წითელი მგლურა. ქვემოთ ჩამოთვლილი ლაბორატორიული მონაცემებიდან რომელს ახასიათებს ცვალებადობა დაავადების გამწვავების სიმძიმის შესაბამისად?

76

16 წლის გოგონას აერობიკის დროს განუვითარდა მხრის სარტყლის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ტრავმული დაზიანება გამოირიცხა. ფიზიკალური მონაცემებიდან საყურადღებოა, რომ არტერიული წნევა მარჯვენა ხელზე არის 70/50, მარცხენა ხელზე 60/40, ორივე ქვედა კიდურზე 120/80. პერიფერიულ სისხლში ედს-ი 70მმ/სთ. ქვემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებიდან რომელი დაგჭირდებათ დიაგნოზის დასაზუსტებლად?

77

ქვემოთ ჩამოთვლილი ნოზოლოგიებიდან რომელი არის მკვეთრად ასოცირებული HLA b-27-თან?

78

სკლეროდერმიისთვის დამახასიათებელ CREST სინდრომში შედის შემდეგი ნიშნები:

79

რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: ანტინუკლეარული ანტისხეულები, მაღალი ედსი, ხეილიტი, ანტისხეულები DNA –ს მიმართ:

80

ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელ დაავადებას ახასიათებს ნეფრიტის განვითარება?

განმარტებები