QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2441

29 კვირაზე ულტრასონოგრაფიული კვლევით დგინდება ნაყოფის წყალმანკი. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი თან სდევს აღნიშნულ მდგომარეობას გარდა:

2442

20 კვირის ორსულობის ვადაზე პაციენტს აღენიშნება წელის ტკივილი. რადიოლოგიური მონაცემებით ნეფროლოითიაზი არ დგინდება, მაგრამ სახეზეა ორმხრივი ჰიდრონეფროზი და ჰიდროურეთრა უმეტესად გამოხატული მარჯვნივ. ამ მდგომარეობის შესახებ სწორი მტკიცებულებაა:

2443

საშვილოსნოს ყელზე პროფილაქტიკური ცირკულარული ნაკერის ოპერაცია ისთმურ–ცერვიკალური უკმარისობის დროს მიზანშეწონილია წარმოებულ იყოს:

2444

რომელ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაშია მიზანშეწონილი საშვილოსნოს ყელზე ნაკერის დადება:

2445

12 კვირის გესტაციის ვადაზე აღინიშნება სისხლდენა, საშვილოსნოს ყელის გახსნა, ქსოვილის გამოძევების გარეშე. სახეზეა:

2446

7 კვირის გესტაციის ვადაზე აღინიშნება სისხლდენა საშვილოსნოს ყელის გახსნის გარეშე. სახეზეა:

2447

ბუშტნამქერთან დაკავშირებული სიმტომები შემდეგია:

2448

სრული ბუშტნამქერის ევაკუაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ჩვენებაა:

2449

პაციენტს ჩაუტარდა ბიოფიზიკური პროფილის განსაზღვრისთვის კვლევა. მისი ქულაა 8 . როგორი კონსულტირება უტარდება პაციენტს ამის თაობაზე:

2450

მედიოლატეარალური ეპიზიოტომის უპირატესობა პერინეოტომიასათან შედარებით შემდეგია:

2451

ეპიზიოტომის შემდგომი ძლიერი ტკივილი მშობიარობისშემდგომ 24 საათში უმეტესად დაკავშირებულია:

2452

ნაყოფის გულისცემის სიხშირის მომატება–აქცელერაცია უმეტესად დაკავშირებულია:

2453

ნაყოფის მხრების დისტოციის განვითარებისთვის დედის მხრივ რისკ ფაქტორს მიეკუთვნება:

2454

33წლის პაციენტს ჩაუტარდა გეგმიური საკეისრო კვეთა. ნაყოფის ამოყვანის შემდეგ, პლაცენტის მოცილება გაჭირდა. მოცილებულ იქნა ნაწილ– ნაწილ, რომელსაც მოჰყვა საშვილოსნოს ჰიპოტონია და სისხლდენა. სავარაუდო დიაგნოზია:

2455

საკეისრო კვეთის შემდეგ ნაყოფის ამოყვანის და პლაცენტის მოცილების შემდეგ, საშვილოსნოს რჩება მოდუნებული და ჰიპოტონიური ოქსიტოცინის ინფუზიის მიუხედავად. მიზანშეწონილია ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების გამოყენება გარდა:

2456

17 წლის პირველ ორსულმა 26 კვირის ვადაზე იგრძნო სითხის ნაკადი საშოდან. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ტემპერატურა არ აღინიშნება. სარკეებში გასინჯვისას ვლინდება უფერო სითხე. ულტრაბგერითი კვლევით დგინდება მწვავე მცირეწყლიანობა. მართვის ტაქტიკაა:

2457

21წლის ორსული 28 კვირის ორსულობის ვადაზეაღნიშნავს სისხლიან გამონადენს საშოდან. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები: 110/700 mm/hg. Ps 80/ წუთში. ულტრაგერითი კვლევით პლაცენტა საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის კიდესთან. მიზანშეწონილია:

2458

39 წლის ორსული 37 კვირის ორსულობის ვადაზე მომართავს სამშობიაროს პროფუზული სისხლდენით. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები: 100/60 mm/hg, Ps 120/ წუთში. საშვილოსნოს მტკივნეული. ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნოს ყელი გახსნილია 3 სმ–ზე. ნაყოფის გულისცემა 100, აღინიშნება გვიანი დეცელერაციები. მიზანშეწონილია:

2459

33 წლის ორსულს 37 კვირის ორსულობის ვადაზე აღენიშნება საშუალო ინტენსივობის სისხლდენა საშოდან. ულტრაბგერითი კვლევით დადასტურებულია პლაცენტის წინამდებარეობის დიაგნოზი. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია;

2460

25 წლის პაციენტი 41 კვირის ორსულობის ვადაზე მიმართავს სამშობიარო სახლს სანაყოფე წყლების დაღვრით და რეგულარული სამშობიარო ტკივილით ყოველ 2–3 წთ–ში ერთხელ.ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნოს ყელი გახსნილია 4 სმ ზე და ისინჯება ნაყოფის ფეხი. ნაყოფის სავარაუდო წონა 3500გმართვის ტაქტიკაა :

განმარტებები