სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
39 წლის ორსული 39 კვირის ვადაზე გაიგზავნა სამშობიარო სახლში, ვინაიდან ანტენატალურ ვიზიტზე არტერიული წნევა დაფიქსირდა 150/100 mm/hg. მისი საწყისი არტერიული წნევა იყო 100/70 mm/hg.პაციენტი უარყოფს თავის ტკივილს, მხედველობის ცვლილებებს, გულისრევას, ღებინებას და აბდომინალურ ტკივილს. სტრესული ტესტი რეაქტიულია და ფიქსირდება არარეგულარული საშვილოსნოს შეკუმშვები.ჰემატოკრიტი 34.0 თრომბოციტები 160.000.. ALT 22AST 15 შარდის კვლევამ პროტეინურია არ დაადასტურა. სავარაუდო დიაგნოზია:
ყველა ქვემოთჩამოთვლილი არის მაგნიუმის სულფატის ტოქსიურობის ინდიკატორი:
37 კვირის გესტაციის ვადაზე ვაგინალური მშობიარობის გზით მიღებულია 2500 მასის ახალშობილი, რომელსაც აღმოაჩნდა ზურგის ტვინის თიაქარი. დედა აღნიშნავს რომ ეს მისი მე–4 ორსულობაა, თავს კარგად გრძნობდა და ანტენატალური მეთვალყურეობა არ ჩაუტარებია. ორსულობის დროს მიღებული რა ზომებით იყოს შესაძლებელი აღნიშნული პათოლოგიის თავიდან აცილება:
მე–4 მშობიარობიდან მიღებულია ახალშობილი მასით 4000,0. მშობიარეს აღენიშნება ძლიერი სისხლდენა. მშობიარობის I პერიოდში ჩატარდა სამშობიარო მოქმედების სტიმულაცია ოქსიტოცინით. აგრეთვე ნაწარმოებია ეპიზიოტომია. აბდომინალური პალაპაციით საშვილოსნო რბილია, ისინჯება ჭიპს ზევით 4 სმ. სისხლდენის სავარაუდო მიზეზია:
მშობიარობისშემდგომი ენდომეტრიტის რისკ ფაქტორია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა:
ანამნეზში საკეისრო კვეთის შემდეგ ბუნებრივი მშობიარობის წინააღმდეგჩვენებაა:
ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არაა სამშობიარო მოქმედების აღძვრის ჩვენება?
ნეონატალური სეფსისისა და მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია
20 წლის ორსულს 38 კვირის ორსულობის ვადაზე აღენიშნება საშვილოსნოს რეგულარული შეკუმშვები ყოველ 4–5 წუთში 45 წმ ხანგრძლივობით.ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნოს ყელი გადასწორებულია 90% და გახსნილია 4 სმ. პაციენტს ტკივილის კუპირების მიზნით გაუკეთდა ეპიდურული ანესთეზია. ნაყოფის გულისცემა რითმულია 138 წთ– ში. 1 საათში საშვილოსნოს ყელი გახსნილია 5 სმ–ზე და გადასწორებულია 100% ამ პაციენტის მართვის შემდგომი ტაქტიკაა:
38 წლის პაციენტი მშობიარობის I პერიოდშია. ანამნეზში აღენიშნება ვაგინალური მშობიარობა 3800გ ნაყოფით. ულტრაბგერითი კვლევით ნაყოფის წონაა 3200 გრ. ბოლო 4 საათის განმავლობაში საშვილოსნოს ყელი გახსნილია 6 სმ–ზე.ნაყოფის გულისცემა რითმულია. აღენიშნება საშვილოსნოს შეკუმშვები 6 წთ 25 წმ ხანგრძლივობით.მართვის შემდგომი ტაქტიკაა:
33 წლის პაციენტს აღენიშნა ნაყოფის მხრების დისტოცია. შესაბამისი მოქმედების შემდეგ ნაყოფი გათავისუფლდა. აღნიშნული მანევრია:
ორსულობის დროს მცირეწყლიანობის მიზეზია:
სუბინვოლუციის უხშირესი მიზეზია:
28 წლის პირველმშობიარე მომართავს კლინიკას 36 კვირაზე სისხლდენით, რომელსაც თანს სდევს საშვილოსნოს მტკივნეულობა, ტკივილის ინტენსივობა ბოლო 1 საათია გაიზარდა. ნაყოფის გულისცემა 136, არასტრესული ტესტი დადებითი. სისხლდენის სავარაუდო მიზეზია:
ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის აცლის რისკ ფაქტორია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა:
ნაყოფის თავის ყველაზე დიდი გარშემოწერილობა გადის:
დროული ორსულობისას საშვილოსნოს მასა შემდეგია?
26კვირის ორსულს ჩაუტარდა გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი. ბაზალური გლუკოზა:102;(ნორმა 95) 1 სთ-181; (ნორმა: 180) 2 სთ 162 (ნორმა 155); 3სთ–139(ნორმა:140). მართვის შემდეგი ეტაპია:
42 წლის მრავალნაყოფიან ორსულს 36 კვირის ვადაზე დაესვა პრეეკლამფსიის დიაგნოზი. პირველი ორსულობა დამთავრდა თვითნებითი აბორტით, ხოლო მეორე ორსულობისას 34 კვირის ვადაზე აღენიშნებოდა პრეეკლამფსია. რომელი ქვემოთჩამოთვლილი რისკ ფაქტორი არ წარმოადგენს რისკ ფაქტორს პრეეკლამფიის განვითარებისთვის:
ორსული პირველ ანტენატალურ ვიზიტზე იწონის: 50 კგ. მისი სიმაღლეა 160. პაციენტის სხეულის მასის ინდექსია: