სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ჩამოთვლილთაგან რა არის პათოგნომური ფილტვის აბსცესისთვის?
ფილტვებში შეგუბების მიზეზი არ არის:
ჩამოთვლილიდან რა წარმოადგენს ფილტვების ჰიპერვენტილაციის შედეგს?
39 წლის ავადმყოფი მამაკაცი, უჩივის შეტევითი ხასიათის ექსპირაციული ტიპის ქოშინს. შეტევა იხსნება მცირე ოდენობის ნახველის ექსპექტორაციის შემდეგ. შეტევის დროს ავადმყოფს უჭირავს იძულებითი მჯდომარე მდებარეობა, გამოხატული ციანოზი. ფილტვების პერკუსიით: კოლოფისებრი ხმიანობა. აუსკულტაციით: მრავლობითი მშრალი მსტვინავი ხიხინი. დაასახელეთ დაავადება, რომელიც ხასიათდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომებით:
სუნთქვის მწვავე უკმარისობის მიზეზი არ არის:
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ტიპური გამომწვევია:
კლინიკაში შემოვიდა 25 წლის ნარკომანი მამაკაცი, მშრალი ხველის და ქოშინის 4 კვირიანი ანამნეზით. რენტგენოგრამაზე ჩანს დიფუზური ინტერსტიციული დაჩრდილვა. სავარაუდო დიაგნოზია:
ახალგაზრდა ქალს, მწვავე უვეიტითა და კვანძოვანი ერითემით, აღენიშნება ბილატერალური ჰილუსური და პარატრაქეული ადენოპათია, გულმკერდის სიმპტომების გარეშე. სავარაუდო დიაგნოზია:
50 წლის ალკოჰოლიკს, რომელსაც აღენიშნება კბილების გამოხატული კარიესი, 2 კვირის განმავლობაში აქვს სისუსტე და ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. ასევე აღინიშნება სუბფებრილური ცხელება და პროდუქციული ხველა სუნიანი ჩირქოვანი ნახველით. რენტგენოგრაფიით დადგინდა 2 სმ-ის დიამეტრის სითხით სავსე ღრუ მარჯვენა ფილტვის ზემო ნაწილში. აღნიშნული სურათი განპირობებულია შემდეგი პათოლოგიით:
62 წლის მამაკაცს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჰქონდა მარჯვენა ქვემო წილის პნევმონიის ოთხი ეპიზოდი. ამ ეპიზოდებს შორის აღენიშნებოდა ხველა ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით და იშვიათად ჰემაპტოე. ნახველი უპირატესად გამოიყოფოდა დილაობით და ჭურჭელში ქმნიდა სამ შრეს. ბრონქოსკოპული გამოკვლევით არ დადგინდა სიმსივნე ან ობსტრუქცია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო დიაგნოზია:
პნევმონიის გართულებებიდან სიცოცხლისათვის ყველაზე სახიფათოა:
პნევმონიების დროს გლუკოკორტიკოიდების დანიშვნის პირდაპირი ჩვენებაა:
მწვავე ფილტვისმიერი გულის ადრეულ კლინიკურ ნიშნებს არ მიეკუთვნება:
ქრონიკული ფილტვისმიერი გულის განვითარების მიზეზი არ არის:
ფილტვის ცენტრალური (ბრონქოგენური) კიბოს სადიაგნოზოდ ყველაზე ინფორმაციული მეთოდია:
ფილტვის პერიფერიული კიბოს დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ინფორმაციულია:
ტკივილი მშრალი პლევრიტის დროს შეიძლება არ იყოს პროცესის გავრცელებით:
ჩამოთვლილთაგან რომელია ფილტვების ტუბერკულოზის ყველაზე სარწმუნო დიაგნოსტიკური ნიშანი?
რა სახის გართულებები გვხვდება ყველაზე ხშირად ბცჟ-ს ვაქცინაციისა და რევაქცინაციის დროს?
ადრეული ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის დროს ზიანდება: