QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

301

რა ფორმის ტუბერკულოზი უსწრებს წინ ყველაზე ხშირად კავერნული ტუბერკულოზის განვითარებას?

302

რა სახის პლევრიტისთვის არის დამახასიათებელი შემდეგი უჯრედული შემადგენლობის ექსუდატი: ლიმფოციტები - 80%, ნეიტროფილები 15%, ერითროციტები 5%?

303

დაასახელეთ ექსუდაციური პლევრიტის სავარაუოდ მიზეზი, თუ ექსუდატში სჭარბობენ სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები?

304

დაასახელეთ ექსუდაციური პლევრიტის სავარაუოდ მიზეზი, თუ ექსუდატში სჭარბობენ ლიმფოციტები?

305

რა ფორმის ტუბერკულოზი გვხვდება ყველაზე ხშირად ზრდასრულებში?

306

მწვავე აბსცესის ოპერაციულ ჩვენებას წარმოადგენს:

307

დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფა პირველადი პლევრიტის დროს გვაფიქრებინებს:

308

სილიკოზის II სტადიისთვის არ არის დამახასიათებელი:

309

სპონტანურ პნევმოთორაქსს არ იწვევს:

310

ფილტვებიდან უეცრად განვითარებული სისხლდენის დროს სამედიცინო დახმარების რაციონალური ტაქტიკაა:

311

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის კლინიკისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია:

312

ფილტვში არაინტენსიური დაჩრდილვა, ხველის არარსებობა, ჩივილები ნერწყვის დენაზე, მადის დაქვეითებაზე, ტკივილზე ჭიპის მიდამოში, სისხლის ანალიზში უმნიშვნელო ლეიკოციტოზი ჰიპერეოზინოფილიით (25%- მდე), ასკარიდების კვერცხების აღმოჩენა განავალში, ყველაზე მეტად გვაფიქრებინებს:

313

მეიგსის სინდრომისთვის დამახასიათებელია:

314

რას წარმოადგენს შარკო-ლეიდენის კრისტალები?

315

ფილტვის პერიფერიულად განლაგებული სიმსივნის საუკეთესო დიაგნოსტიკური საშუალებაა:

316

ქრონიკული ბრონქიტის დროს, ნახველის ციტოლოგიური შესწავლისას, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მიუთითებს ანთებითი პროცესის ინტენსიურობაზე?

317

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ნაჩვენები ფილტვების ემფიზემის მკურნალობისათვის?

318

ვეზიკულური სუნთქვა მოისმინება:

319

ფილტვების ემფიზემის დროს სუნთქვა არის:

320

კრუპოზული პნევმონიის დროს პერკუტორული ხმიანობა შემდეგი ხასიათისაა:

განმარტებები