სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ამილოიდოზის დროს ნეფროზული სინდრომი:
პარანეოპლაზიურ ნეფროზულ სინდრომს არ ახასიათებს:
რომელი დაავადებით გამოწვეული ნეფროპათია არ მიმდინარეობს ნეფროზული სინდრომით:
რა არის მართებული თირკმლების მეორად ამილოიდოზთან მიმართებაში?
თირკმლების ამილოიდოზს არ იწვევს:
ორსულთა ნეფროპათიას არ ახასიათებს:
გულპასჩერის სინდრომს არ ახასიათებს:
რა არ გვხვდება სწრაფად პროგრესირებადი გლომერულონეფრიტის დროს:
მინიმალური ცვლილებებით მიმდინარე გლომერულონეფრიტს ახასიათებს ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა ერთისა
ჩამოთვლილ დაავადებებიდან როდის არ გვხვდება სწრაფად პროგრესირებადი გლომერულონეფრიტი:
ქრონიკულ პიელონეფრიტს არ ახასიათებს:
რომელი მონაცემი გამორიცხავს კონის სინდრომს:
45 წლის ქალს აღენიშნება დიზურია. ორგანოები ცვლილებების გარეშე. შარდის რეაქცია მკვეთრად მჟავეა, ლეიკოციტურია და მიკროჰემატურიაა. პროტეინურია 0,066-0,099%. ბაქტერიოლოგიური შესწავლით შარდი სტერილურია. სავარაუდო დიაგნოზია:
28 წლის მამაკაცი ავადაა 2 წელია. აწუხებს წვრილი სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, ცხელება, ოფლიანობა, მარცხენა ფეხზე მგრძნობელობის დაქვეითება, პროგრესული გახდომა. ავადმყოფი მიათრევს მარცხენა ტერფს. „T/A“ 160/90 „mmHg“. ბოლო ორი კვირაა დაეწყო მოჭერითი ტკივილი გულის არეში. ედსი 53 მმ/სთ. პროტეინურია - 0,99%, მიკროჰემატურია. სავარაუდო დიაგნოზია:
25 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ უჩივის ქოშინს ფიზიკურ დატვირთვაზე, ტემპერატურის მომატებას, გახდომას, თმების ცვენას, წამლების აუტანლობას. კანზე (ხელის თითებზე) აღენიშნება წვრილწერტილოვანი ჰემორაგიები. ყელის არეში ისინჯება რბილი ლიმფური ჯირკვლები - ლეიკოციტები 3100. ედსი 60 მმ/სთ. პროტეინურია 0,9% - ერით 3-5 მხ/არ. ჰიალ. ცილ 2-3 მხ/არ. სავარაუდო დიაგნოზია:
48 წლის კაცი, 1 წელია აღნიშნავს ტემპერატურის მომატებას, ოფლიანიბას, სისუსტეს, წვივის კუნთების ტკივილს. ობიექტურად ფერმკრთალი, თვალის კონიუქტივაში და ხელის თითებზე წვრილწერტილოვანი ჰემორაგიები. დისტალური ფალანგები დეფორმირებული (საათის მინისებური). გულზე მარჯვნივ მეორე ნეკნთა შუა არეში და მარცხნივ მეოთხე ნეკნთა შუა არეში - ნაზი დიასტოლური შუილი. II ტონი ფუძეზე შესუსტებულია. ისინჯება ელენთა. ლეიკ 9.800. ედსი 54 მმ/სთ. შარდის ხვ. წონა 1019, ცილა 1,65%. ნალექში 10-15 ერითროციტი, 10-12 ლეიკოციტი. სავარაუდო დიაგნოზია:
36 წლის მამაკაცი გაციების შემდეგ შეშუპდა (სახე, კიდურები). არტერიული წნევა 180/100 მმ/სთ. პროტეინურია 6,6% - ჰემატურია. ედსი 36 მმ/სთ. კრეატინინი ნორმის ფარგლებში. ბავშვობიდან ავადაა ფილტვების ტუბერკულოზით. სავარაუდო დიაგნოზია:
19 წლის ფეხმძიმე ქალს, 4 დღის წინ, ორსულობის მე-7 თვეზე (მანამდე ორსულობა მიმდიანრეობდა ნორმალურად), დაეწყო ტკივილი წელის მარჯვენა ნახევარში. დიზურიული მოვლენები, ძლიერი შემცივნება, ტემპერატურის მომატება 39,2მდე. ტკივილი და დიზურია მოეხსნა, მაგრამ გრძელდება ცხელება. სისხლში - ლეიკოციტები 11 000, ედსი 45 მმ/სთ. შარდში უმნიშვნელო ლეიკოციტურიაა. სავარაუდო დიაგნოზია:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად დამახასიათებელი ჩივილი ან სიმპტომი ზრდასრულებში თირკმლის უჯრედოვანი სიმსივნის დროს?
რეტინოპათია ყოველთვის ასოცირდება: