QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

721

პოსტინფექციური გლომერულონეფრიტისთვის არ არის დამახასიათებელი:

722

გლომერულების ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი არ იწვევს ქრონიკულ გლომერულონეფრიტს?

723

40 წლის მამაკაცს აღენიშნება პროტეინურია, ჰემატურია და პროგრესირებადი თირკმლების უკმარისობა. ის ასევე უჩივის სმენის დაქვეითებას მაღალი სიხშირის ბგერებზე. მის დას აღენიშნებოდა ასიმტომური მიკროჰემატურია. ავადმყოფის სავარაუდო დიაგნოზია:

724

ქრონიკული პიელონეფრიტისთვის არ არის დამახასიათებელი:

725

პერიფერიული ნეიროპათია ხშირად ასოცირდება:

726

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე დამახასიათებელი მწვავე გლომერულონეფრიტისთვის?

727

მემბრანული გლომერულონეფრიტის ძირითადი გამომწვევია:

728

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ზრდასრულთა მწვავე პიელონეფრიტის ტიპიური დამახასიათებელი ნიშნები?

729

40 წლის მამაკაცი უჩივის ძლიერ, შეტევითი ხასიათის ტკივილს წელის მიდამოში, ირადიაციით სათესლე პარკში. პირდაპირი რენტგენოლოგიური გამოკვლევით ცვლილებები ნანახი არ არის. ავადმყოფს აღენიშნება მიკროჰემატურია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ ის დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ დიაგნოზის დაზუსტებაში და მიუთითებს პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას.

730

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ნაკლებად რომელი ასოცირდება მაკროჰემატურიასთან?

731

ჰემატურია, როგორც პირველადი სისხლდენის შედეგი, შეიძლება იყოს:

732

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არ არის მართებული ვილმსის სიმსივნესთან მიმართებაში?

733

ნეფროზულ სინდრომს არ ახასიათებს:

734

42 წლის ქალი უჩივის ტკივილს ზურგის მიდამოში, გახშირებულ შარდვას და ნიქტურიას. რადიოლოგიურმა გამოკვლევით დადგინდა ასიმეტრიულად შეჭმუხნული და დეფორმირებული თირკმლების არსებობა. სავარაუდო დიაგნოზია:

735

25 წლის ავადმყოფი უჩივის ცხელებას და ტაქიკარდიას. პერკუსიით თირკმლების საპროექციო მიდამო ძლიერ მტივნეულია. შარდი მღვრიეა. სავარაუდო დიაგნოზია:

736

რომელი დაავადების სახით არ ვლინდება თირკმლების დაზიანება პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში?

737

მიკროჰემატურია არ არის დამახასიათებელი:

738

ჰიპერნატრემია არ იწვევს:

739

თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს ანემიის ძირითადი მიზეზია:

740

გლომერულების პათოლოგიის დროს, ძირითადად, რომელ ცილას შეიცავს შარდი?

განმარტებები