სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ღვიძლის ექინოკოკოზური ცისტის მკურნალობაა
პერიტონიტიან ავადმყოფებში ჩამოთვლილი გათულებებიდან უფრო ხშირად გვხვდება
პერიტონიტიანი ავადმყოფების მკურნალობაში წამყვანია
მუცლის ღრუში ღრუ ორგანოს პერფორაცია ხასიათდება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომებით, გარდა
პერიტონიტის მიმდინარეობის სიმძიმე უმეტესწილად დამოკიდებულია ყველა მითითებულ ფაქტორებზე, გარდა
31 წლის ქალს აქვს ტკივილი მუცლის ზედა არეში, რაც 4 საათია გრძელდება და ზურგში გადაეცემა. მას აქვს გულისრევა, მაგრამ ღებინება არ ჰქონია. ის აღნიშნავს, რომ მსგავსი ეპიზოდი ქონდა სამი თვის წინ. მაშინ ექიმისთვის არ მიუმართავს. მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, პალპაციისას მუცელი მტკივნეულია მარჯვენა ზედა კვადრანტში. t - 36.9℃, HR 95 წუთში, T/A 130/90 მმ. ვწ. სვ. კვირაში 20 ერთეულ ალკოჰოლს იღებს. ჩამოთვლილთაგან რომელია შესაბამისი დიაგნოზი?
72 წლის ქალს აქვს სპაზმური ტკივილი წელის და მენჯის არეში 20 მ-ის გავლის შემდეგ. ტკივილი სუსტდება დასვენებისას, მაგრამ კვლავ ჩნდება იგივე მანძილის გავლისას. მას გულის იშემიური დაავადება და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს. უმცროსი ექიმი ატარებს ქვედა კიდურების არტერიული სისტემის გამოკვლევას პერიფერიული პულსის ჩათვლით. ჩამოთვლილთაგან რომელი ერთი დამატებითი გამოკვლევის ჩატარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი?
55 წლის ქალს სამი კვირაა აქვს ქერცლიანი მქავანა გამონაყარი მარჯვენა ძუძუს დვრილის გარშემო. იყენებდა დამატენიანებლებს, მაგრამ ამან გაუმჯობსესება არ გამოიწვია. რაიმე წარმონაქმნი არ ესინჯება და არც გამონადენი აქვს ძუძუდან. ოჯახურ ანამნეზში ძუძუს კიბოს არ აღინიშნავს, მამოგარამაც ნორმაში იყო გასულ წელს. რომელია პაციენტის შემდგომი მართვის ყველაზე შესაბამისი ნაბიჯი?
75 წლის ქალს 3 დღეა აქვს მუცლის ხანგამოშვებითი ტკივილი ღებინებასთან ერთად. მან აბდომინალური ჰისტერექტომია გაიკეთა 15 წლის წინ. მუცელი შებერილია; მკაფიოდ ისმის ნაწლავების ხმიანობა. მარჯვენა საზარდულში ისინჯება მტკივნეული წარმონქმნი. t - 37.5℃, HR - 110 წუთში, T/A 110/80 მმ. ვწ. სვ. რომელია ერთი ყველაზე უფრო მეტად სავარაუდო დიაგნოზი?
62 წლის მამაკაცს აქვს ოფლიანობა და კანკალი საზარდულიდან წარმონაქმნის ამოჭრიდან მე-5 დღეს. მორიგე ექიმი შევიდა პალატაში შემოვლაზე. სიცხის ფურცელზე ტემპერატურის სადღეღამისო მრუდი ნორმიდან (36.1℃ ) მაღალ ციფრებამდე (38.2℃) მერყეობს. ჩამოთვლილთაგან რომელი პროცესია ყველაზე შესაბამისი?
32 წლის მამაკაცს აქვს ძლიერი ტკივილი დეფეკაციის დროს ბოლო 2 თვეა. ტკივილი იწყება განავლის გამოსვლისას, მაგრამ საკმაოდ დიდხანს გრძელდება დეფეკაციის დასრულების შემდეგ. ამჟამად მან შეამჩნია მცირე ოდენობით ღია წითელი ფერის სისხლი ქაღალდზე და ახლა კიდევ უფრო ნერვიულობს კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებულ ტკივილზე. რექტალური გასინჯვა თითით საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა პაციენტისთვის და შესაბამისად ჩატარდა ლოკალური ანესთეზიით. t - 36.2℃, HR - 70 წუთში, T/A -128/76 მმ. ვწ. სვ. რომელია ყველაზე შესაფერისი დიაგნოზი?
29 წლის ქალს 3 დღეა აწუხებს მუცლის ტკივილი; იგი თავდაპირველად ჭიპის ირგვლივ დაეწყო, გაძლიერდა და ამჟამად უპირატესად მუცლის მარჯვენა მხარეს აღენიშნება. მადა ცუდი აქვს და ხანგამოშვებით აღნიშნავს გულისრევას. მენსტრუალური ციკლი რეგულარულია, თუმცა დიდი ოდენობით გამონადენით; ამჟამად მენტრუალური ციკლის შუა პერიოდშია. მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში მუცელი მტკივნეულია მსუბუქი პალპაციის და პერკუსიის დროსაც კი. t - 37.4℃, HR - 105 წუთში, T/A - 95/65 მმ. ვწ. სვ. შარდში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (β- hCG) უარყოფითია. რომელია შესაბამისი დიაგნოზი?
53 წლის ქალს აქვს შეშუპება და ტკივილის შეგრძნება მარცხენა საზარდულში ბოლო 6 თვის მანძილზე. მარჯვენა ფეხზე 5 წლის წინ ჩატარებული აქვს ვარიკოზული ვენის ქირურგიული მოცილება. ფლუქტუაციური წარმონაქმნი ისინჯება ბოქვენის ბორცვის ქვეშ და ლატერალურად, რომელიც ზეწოლით არ ქრება. ხველის იმპულსი არ აღინიშნა. რა შეიძლება იყოს წარმონაქმნის მიზეზი?
68 წლის ქალს ბოლო 12 საათის განმავლობაში აქვს ტკივილი მუცლის ცენტრალურ ნაწილში. ის უფრო მეტ შებერილობას გრძნობს, ვიდრე ჩვეულებრივ. მას 4-ჯერ ჰქონდა ღებინება, რამაც შვება მოჰგვარა. კუჭის მოქმედება ნორმალური; მუცელზე აქვს კოშერის ნაწიბური, რომელიც რბილია, მაგრამ ოდნავ გაბერილი. ნაწლავების მხოლოდ იშვიათი ხმიანობა ისმის. სისხლის ანალიზები ნორმაშია. რომელია ერთი ყველაზე უფრო სავარაუდო დიაგნოზი?
76 წლის მამაკაცს ი/ვ უსხამენ სითხეებს და კათეტერიზირებულია მწვავე პანკრეატიტის კონსერვატიული მკურნალობის მიზნით. მეორე დღეს ის გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დილის 8 საათზე კათეტერი ამოიღეს. იმავე საღამოს ავადმყოფთან მორიგე ექიმს დაუძახეს მუცლის ტკივილისა და შებერვის გამო. t- 36.6℃, HR -100 წუთში, T/A -140/80 მმ. ვწ. სვ. რომელია ერთ ყველაზე უფრო შესაბამისი შემდგომი ნაბიჯი პაციენტის მართვაში?
55 წლის ქალს ერთი კვირაა აქვს მუცლის ტკივილი. გასული 5 წლის განმავლობაში მას ჩატარებული აქვს ტოტალური აბდომინალური ჰისტერექტომია და აპენდექტომიის ოპერაციები. გაკეთდა მუცლის რენტგენი, რომელზეც „კლოიბერის ფიალებია“. t - 37.1℃, HR - 115 წუთში, T/A - 140/90 მმ. ვწ. სვ. ჩამოთვლილი ანამნეზური მონაცემებიდან რომელი ერთი წყვილია შესაბამისი ყველაზე უფრო სავარაუდო დიაგნოზის?
55 წლის მამაკაცს, მუცლის ძლიერი ტკივილით, ჩაუტარდა ლაპარატომია. მას აქვს დევასკულირებული განივი კოლინჯი. რომელი არტერია შეიძლება იყოს დაზიანებული?
28 წლის მამაკაცს ჩაუტარდა გადაუდებელი ლაპარატომია მუცლის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის გამო. პაციენტი უზმოდ არ არის. ანესთეზია უნდა გაკეთდეს სწრაფად მოქმედი მედიკამენტით, რომ უსაფრთხოდ მოხდეს პაციენტის ინტუბაცია. რომელია ყველაზე კარგი არჩევანი?
18 წლის მამაკაცი მოიყვანეს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში; იგი ჩამოვარდა ველოსიპედიდან. ის დაბმული იყო მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარით დაეცა ტროტუარზე. აღენიშნება დაჟეჟილობა მარცხენა მკერდის, ფერდის და ბარძაყის არეში. მუცელი მტკივნეულია მარცხენა ფერდქვეშა არეში. HR - 120 წუთში, T/A 105/80 მმ. ვწ. სვ. RR 22 წუთში, SaO2 97%. რა არის შესაძლო დიაგნოზი?
72 წლის მამაკაცს აქვს ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა არში ბოლო 12 საათის განმავლობაში. აქვს გულისრევა და არ შეუძლია სიარული. t - 37.2℃, HR -100 წუთში, T/A -90/60 მმ. ვწ. სვ. მარცხენა საზარდულში არის წარმონაქმნი, რომლის ჩასწორება ვერც ექიმმა და ვერც პაციენტმა ვერ მოახერხა. რომელია დამატებითი ნიშანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება?