QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1961

75 წლის მამაკაცს უცბად დაეწყო ტკივილი მუცლის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც 30 წთ გრძელდებოდა. ის დეზორიენტირებულია და ინფორმაცია ექიმს ცოლმა მიაწოდა. ეწევა 20 ღერ სიგარეტს დღეში და სვამს 30 ერთეულ ალკოჰოლს კვირაში. კუჭის მოქმედება აქვს კვირაში სამჯერ და ჰიპერტენზიისთვის იღებს 2.5 მგ ჰიპოთიაზიდს პერორალურად დღეში ერთხელ. t - 36.8℃, HR -110 წუთში, T/A 90/50 მმ. ვწ. სვ. გლიკოზა - 7,5 მმოლ/ლ. რომელია ერთი ყველაზე უფრო სავარაუდო დიაგნოზი?

1962

62 წლის მამაკაცს ჰქონდა ეპიგასტიული და მუცლის ცენტრალური ნაწილის ტკივილი 4 სთ-ის განმავლობაში. გრძნობს შებერილობას და აღებინა მუქი ფერის სითხე ბოლო 12 საათის განმავლობაში. კუჭის მოქმედება არ ქონია 3 დღეა, თუმცა აირებზე გადის. ქვემოთ ჩამოთვლილი ანამნეზური მონაცემებიდან რომელი უჭერს მხარს ამ პაციენტის ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზს?

1963

74 წლის მამაკაცს აღენიშნება ტკივილი ორივე ქვედა კიდურის წვივის არეში. მანძილი, რომლის განმავლობაშიც ამ ტკივილის განვითარება ხდება 50 მ-დან 10 მ-მდე შემცირდა; მიუხედავად იმისა, რომ პაციენტმა მიატოვა მოწევა, წონაში დაიკლო, ასევე არტერიული წნევის ციფრები შემცირდა, მისი ოჯახის ექიმი ფიქრობს ახალი მედიკამენტის დანიშვნას. მედიკამენტების რომელი კლასია ყველაზე მეტად შესაბამისი?

1964

55 წლის მამაკაცს აქვს ძლიერი ტკივილი მუცლის ცენტრალურ არეში, რომელიც სარტყლისებურად ვრცელდება. ტკივილი 2 საათის წინ დაეწყო; თვიდან ტკივილი შეუმსუბუქდა, მაგრამ სადილის შემდგომ კვლავ დაეწყო და პირღებინება ჰქონდა ორჯერ. ტკივილი შესუსტდა, მაგრამ ვერ მოიხსნა ინტრავენური მორფინით. მას აქვს მსუბუქი სიმძიმის, დატვირთვით ინდუცირებადი ასთმა და წლებია აქვს ეპიგასტრალური თიაქარი. t - 36.3℃, HR - 85 წუთში, T/A 140/70 მმ. ვწ.სვ. მუცელი: რბილი, ცენტრალურ არეში მტკივნეული, ნაწლავების მწირი ხმიანობა. მუცლის რენტგენი გვაჩვენებს წვრილი ნაწლავების რამოდენიმე მარყუჟს მუცლის მარჯვენა მხარეს. ჩამოთვლილთაგან რომელი უჭერს მხარს დიაგნოზს?

1965

28 წლის ქალს ბოლო 12 სთ-ს განმავლობაში აქვს ტკივილი მარჯვენა ნეკნქვეშა არეში სადილად ქათმისა და ჩიფსების მიღების შემდეგ. ტკივილი გადაეცემა ზურგში და ჰქონდა ღებინების 4 ეპიზოდი. პაციენტს ასეთი ტკივილი ადრეც ჰქონია, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. 3 წლის წინ გაუკეთეს საკეისრო კვეთა, იღებს მხოლოდ პროჟესტერონის აბებს ყოველდღიურად. t - 36.2℃, HR - 80 წუთში, T/A 130/66 მმ. ვწ. სვ. მუცელი რბილია, მაგრამ მტკივნეული მარჯვენა ზედა კვადრანტში ლავიწის შუა ხაზზე ჩასუნთქვისას. რომელი რადიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს თავდაპირველად?

1966

67 წლის მამაკაცს უეცრად დაეწყო ეპიგასტრიული ტკივილი, რომელმაც ის 4 სთ-ის წინ გააღვიძა. მას არასოდეს ჰქონია ასეთი ძლიერი ტკივილი: ის ვრცელდება ორივე ფერდქვეშა არეში, უმჯობესდება თუ დაჯდება და წინ გადაიხრება და მუცლისკენ მოიზიდავს ფეხებს. 4-ჯერ აღებინა, მაგრამ ახლაც გულისრევას გრძნობს. ის იღებს 4 მგ პერინდროპრილს დღეში ერთხელ არტერიული ჰიპერტენზიისთვის. სვამს 6 ერთეულ ალკოჰოლს კვირაში. t - 36.6℃, HR - 86 წუთში, T/A 135/75 მმ. ვწ. სვ. მუცელი რბილია, მაგრამ მტკივნეული, განსაკუთრებით მუცლის ზედა და ცენტრალურ ნაწილში. რომელია ერთი ყველაზე შესაბამისი დიაგნოზი?

1967

21 წლის ქალი, მარჯვენა თეძოს ფოსოში აღენიშნება ტკივილი, რომელიც წინა საღამოს დაეწყო სადილის შემდეგ. მან ორჯერ აღებინა, თუმცა გულისრევის შეგრძნება რჩება, მშიერია. 8-10-ჯერ ჰქონდა კუჭის მოქმედება თხელი განავლით ბოლო 12 სთ-ს განმავლობაში და შეამჩნია, რომ შარდზე გასვლა უფრო ხშირად სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ. t - 37.6℃, HR - 90 წუთში, T/A 130/75 მმ. ვწ. სვ. შარდის ექსპრეს ანალიზით: სისხლი 1+, ლეიკოციტები 1 +; რომელია ერთ ყველაზე უფრო მეტად სავარაუდო დიაგნოზი?

1968

66 წლის მამაკაცს ბოლო 6 კვირის განმავლობაში აქვს სისხლიანი განავალი. ჩამოთვლილთაგან რომელი უფრო გვაფიქრებინებს ანალური არხის კიბოზე და არა ბუასილსა ან პერიანალურ თრომბოზზე?

1969

58 წლის მამაკაცი გრძნობს ცხელებას და მუცლის ზედა ნაწილში შებერილობას ბოლო 2 დღეა. მან ახლახანს დატოვა საავადმყოფო; ადრინდელი პერიოდის ანამნეზიდან იხსენებს მუცლის ტკივილს და ღებინებას. ის კვირაში 40 ერთეულ ალკოჰოლს მოიხმარს. t - 38.2℃, HR - 90 წუთში, T/A 156/90 მმ. ვწ. სვ. მუცელი რბილია, მაგრამ მუცლის ზედა ნაწილში 10 x 8 სმ წარმონაქმნია. რომელი აბდომინალური წარმონაქმნის შესაბამისია მისი დიაგნოზი?

1970

62 წლის მამაკაცს ორი თვეა აქვს კუჭის მოქმედება მცირე ოდენობის სისხლით განავალში. ის არ არის დარწმუნებული შერეულია თუ არა ის განავალთან, მაგრამ სისხლი ღია წითელი ფერისაა და ფიქრობს, რომ თანთადათანობით მცირდება. მას ყოველთვის აწუხებს შეკრულობა, მაგრამ რაიმე ცვლილება კუჭის მოქმედებაში ბოლო დროს არ შეუმჩნევია. აქვს ოსტეოართრიტი და რეგულარულად იღებს დიკლოფენაკს სიმპტომების მოსახსნელად. ოჯახურ ანამნეზში არ აქვს ნაწლავების კიბო. რომელია ყველაზე შესაფერისი მკურნალობა?

1971

58 წლის კაცს 4 დღეა აქვს ტკივილი სწორ ნაწლავთან ახლოს, რომელიც სწრაფად უძლიერდება. კუჭის მოქმედება ნორმალური აქვს და სისხლი განავალაში არ არის. t - 37.8℃, HR - 90 წუთში, T/A 125/80 მმ. ვწ. სვ. მუცელი რბილია და უმტკივნეულო. მარჯვენა დუნდულოს მედიალური ნაწილი ერითემატოზულია, ინდურირებული, თბილი და მტკივნეული, მაგრამ დაზიანების ზუსტი ადგილი არ ჩანს. თითით რექტალური გასინჯვით არ ვლინდება სისხლმდენი გარე ადგილები, სწორი ნაწლავი ცარიელი, სისხლის გარეშე, მაგრამ გასქელებული მარჯვენა ლატერალური კედლით. ანამნეზში რომელი ერთი დამატებითი ნიშანია ყველაზე საყურადღებო?

1972

74 წლის ქალს 5 დღეა აქვს მუცლის ტკივილი და ღებინება. ამ ხნის განმავლობაში კუჭის მოქმედება არ ჰქონია და შებერილია. მას საკმაოდ ძლიერი ტკივილი აქვს და იღებს 100 მიკროგრამ ლევოთიროქსინს პერორალურად დღეში ერთხელ. ეწევა 20 ღერ სიგარეტს დღეში და იღებს 15 ერთეულ ალკოჰოლს კვირაში. მუცლის რენტგენოლოგიური გამოკვლევით „ნათელი მუცელია“; ჰაერით გადაბერილ მსხვილი ნაწლავის მარყუჟებს მთლიანად უკავიათ მუცლის ღრუ. t - 36.4℃, HR - 90 წუთში, T/A 128/80 მმ. ვწ. სვ. რომელია ყველაზე შესაბამისი დიაგნოზი?

1973

ინტრაოპერაციულ და ადრეულ პოსტოპერაციულ გართულებებს თირეოტოქსიკოზის დროს მიეკუთვნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა

1974

64 წლის ქალს ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს თხელი განავალი, რექტალური სისხლდენა, და წონაში კლება. კოლონოსკოპიის მეორე დღეს დაბანისა და ჩაცმის დროს ის აღნიშნავს გულკერდში ტკივილის ეპიზოდს. t -36.6℃, HR 105 წუთში, T/A 125/80 მმ. ვწ. სვ. SaO2 93% 2 L O2 – ზე. რომელია ყველაზე შესაბამისი პაციენტის საწყის მართვაში?

1975

28 წლის მამაკაცს მტკივნეული შეშუპება აქვს 2 კვირაა. მან დაიწყო ფლუკლოქსაცილინის კურსი 1 კვირის წინ, მაგრამ გრძნობს, რომ მდგომარეობა მას შემდეგ უარესდება. შეშუპება არის დუნდულოს არის ზედა ნაწილის შუა ხაზზე. შეშუპება მფეთქავია, 2 x 2 სმ ზომის, გარშემო კანი ერითემატოზულია. რა არის წარმონაქმნის მიზეზის ყველაზე შესაბამისი ახსნა?

1976

47 წლის მამაკაცს უცებ დაეწყო ტკივილი მუცლის ზედა არეში, რომელიც გადაეცემა ზურგში. მან 6-7-ჯერ აღებინა და ახლაც გულისრევას გრძნობს. დღეს ჩვეულებრივ ჰქონდა კუჭის მოქმედება და არ აქვს საშარდე სისტემის რაიმე სიმპტომატიკა. სვამს 30 ერთეულ ალკოჰოლს კვირაში. t - 36.6℃, HR - 86 წუთში, T/A 165/75 მმ. ვწ. სვ. მუცელი რბილია, მაგრამ მტკივნეული, განსაკუთრებით ეპიგასტირუმის მიდამოში. უმცროს ექიმს სთხოვეს დაედგინა მისი მდგომარეობის სიმძიმის შეფასება. რომელი კვლევა იქნება ყველაზე სარგებლიანი?

1977

თირეოტოქსიკოზით ავადმყოფის საოპერაციოდ კომპლექსური მედიკამენტური მომზადება მოიცავს:

1978

თირეოტოქსიკოზის დროს ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა:

1979

სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებაში რომელ ფაქტორს არა აქვს მნიშვნელობა?

1980

სარძევე ჯირკვლის კიბო უფრო ხშირად იძლევა მეტასტაზებს:

განმარტებები